ნორვეგიის სახელმწიფო მდივანმა, აუდუნ ჰალვორშენმა განაცხადა, რომ რუსეთმა უნდა შეასრულოს 2008 წელს ნაკისრი ვალდებულება და საქართველოს ტერიტორიიდან ჯარები გაიყვანოს. მისი თქმით, საქართველოს აქვს უფლება თავად გადაწყვიტოს როგორ სურს განვითარება და მის მომავალს მეზობელი ქვეყანა არ უნდა წყვეტდეს. ამის შესახებ ჰალვორშენმა ნორვეგიის საგარეო ურთიერთობათა ინსტიტუტში, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"საქართველოს მიწაზე გაიზარდა რუსეთის შეიარაღებული ძალების ყოფნა. აღნიშნულ რეგიონებსა და საქართველოს დანარჩენ ტერიტორიას შორის გრძელდება ხელოვნური ბარიერების აღმართვა... ოცდამეერთე საუკუნეში არ უნდა არსებობდეს გავლენის მოხდენის მცდელობები", — განაცხადა ჰალვორშენმა.

მისი თქმით, საქართველო ევროპული ოჯახის ღირებული წევრია. მისივე თქმით, ნორვეგია გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას რეფორმების განხორციელების გზაზე, რათა ქვეყნების საერთო ღირებულებები, პრაქტიკულ რელობაში აისახოს ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ.

ნორვეგიის საგარეო ურთიერთობათა ინსტიტუტში საჯარო ლექცია თემაზე 10 years after the Russian-Georgia war Geopolitics of the South Caucasus and Black Sea Regions საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დვაით ზალკალიანის ნორვეგიაში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.