0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
ინდოეთში მსოფლიოს ყველაზე მაღალი ძეგლი გაიხსნა
ინდოეთის შტატ გუჯარათში მსოფლიოს ყველაზე მაღალი მონუმენტი, ერთიანობის ძეგლი გაიხსნა. ძეგლი გამოსახავს ვალაბჰაი პატელს, რომელიც ინდოეთის დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა და ქვეყნის კონსტიტუციის ერთ-ერთი თანაავტორია.
კვარცხლბეკის გარეშე ძეგლის სიმაღლე 182 მეტრია. ეს თითქმის ორჯერ მაღალია თავისუფლების ქანდაკებაზე კვარცხლბეკით.
ერთიანობის ძეგლისთვის 430 მილიონი დოლარი დაიხარჯა. ძეგლის მშენებლობისთვის 210 ათასი მ3 ცემენტი, 25 ათასი ფოლადი და 1 700 ტონა ბრინჯაო გამოიყენეს. ძეგლის აშენებას 33 თვე დასჭირდა.
ხელისუფლება იმედოვნებს, რომ ახალი მონუმენტი გუჯარათის შტატის ერთ-ერთი მთავარი ტურისტული ღირშესანიშნაობა გახდება.
კომენტარები