მიხეილ სააკაშვილი: ვისი რა შესაწყალებელი მჭირს, თქვენ, ალბათ, ვიღაცაში გერევით
ფოტო: Open Ukraine
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის გაპრეზიდენტების შემთხვევაში, ის არ აპირებს მას შეწყალებით მიმართოს. სააკაშვილი გეგავს, რომ საკუთარი უფლებები სამართლებრივად დაიცვას. ამის შესახებ მან რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა "არჩევანში" ისაუბრა.
"ვისი რა შესაწყალებელი მჭირს? თქვენ ალბათ ვიღაცაში გერევით. მე თითზე გადასახვევი არ წამომიღია საქართველოდან. რაც მქონდა და ვისაც დახმარება უნდოდა, ჩავდე საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში, რომელიც ჩემი საკუთრება არაა... მე არცერთი სხვა დანაშაული არ მიმიძღვის საქართველოს წინაშე, გარდა იმისა, რომ ავაშენე ქართული სახელმწიფო. რაზე უნდა მივმართო? შემიწყალეთ, უკაცრავად ქართული სახელმწიფო ავაშენეო"? — ამბობს სააკაშვილი.
გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის მეორე ტურში გადასვლის შემდეგ, მმართველი გუნდი იმაზე ალაპარაკდა, რომ ვაშაძე სააკაშვილს და მის სხვა თანაგუნდელებს შეიწყალებს.
ქართული ოცნების დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ განაცხადა, რომ თუ გრიგოლ ვაშაძე საპრეზიდენტო არჩევნებს მოიგებს, ეს იქნება რეალური ნაბიჯი სამოქალაქო ომის დასაწყებად. მისი თქმით, ამაში დარწმუნებული არის და საფუძველს აძლევს ნაციონალური მოძრაობის რევანშისტული განწყობა.
"ვღებულობთ ვაშაძის სახით ტროას ცხენს, რომელიც როცა ხვდება პრეზიდენტის სასახლეში, მისი მუცელი იღება და იქიდან გადმობრძანდებიან ჩემს მიერ დასახელებული ბატონები იმ ზონდერებთან ერთად, რომლებიც აქ მასკებით დარბოდნენ თბილისში", — განმარტავს ფოფხაძე.
ყოფილი ხელისუფლების დაბრუნების საფრთხეზე დღეს, 30 ოქტომბერს განცხადება ტელეკომპანია იმედმაც გაავრცელა. ტვ იმედის ცნობით, მათი ჟურნალისტები მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადიან და ღიად ემიჯნებიან ოპოზიციის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს.
"გრიგოლ ვაშაძე ამბობს, რომ შეიწყალებს მიხეილ სააკაშვილს, ძმებ ახალაიებს, ვანო მერაბიშვილს, მეგის ქარდავას და ყველას, ვისი სახელიც ნაციონალური მოძრაობის დანაშაულებრივ რეჟიმს უკავშირდება. ძალადობა, ბიზნესების წართმევა, ტელევიზიაში შეჭრა. სწორედ ამიტომ არის მიუღებელი იმედისთვის გრიგოლ ვაშაძის პრეზიდენტობა", — ნათქვამია განცხადებაში.
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ხელისუფლების მხარდაჭერილ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილსა და გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს შორის გაიმართება.
-
ქვიზი: ხარ თუ არა ლექს-სენის ნაღდი ფანი? ქვიზი: ხარ თუ არა ლექს-სენის ნაღდი ფანი?
-
უკრაინელმა ჰაკერებმა რუსეთის საიდუმლო ლაბორატორიიდან ინფორმაცია მოიპოვეს უკრაინელმა ჰაკერებმა რუსეთის საიდუმლო ლაბორატორიიდან ინფორმაცია მოიპოვეს
გადახედვა
-
როგორ არეგულირებდა დედამიწა საკუთარ კლიმატს მილიონობით წლის განმავლობაში — კვლევა როგორ არეგულირებდა დედამიწა საკუთარ კლიმატს მილიონობით წლის განმავლობაში — კვლევა
გადახედვა
-
პარტია "საქართველოსთვის" აცხადებს, რომ შუახევში "ოცნებამ" მათ მიმართ პროვოკაციის მოწყობა სცადა. პარტია "საქართველოსთვის" აცხადებს, რომ შუახევში "ოცნებამ" მათ მიმართ პროვოკაციის მოწყობა სცადა.
გადახედვა
-
ჯანდაცვის, ეკონომიკის და განათლების სფეროებში თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით თურქმენეთთან მემორანდუმები გაფორმდა ჯანდაცვის, ეკონომიკის და განათლების სფეროებში თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით თურქმენეთთან მემორანდუმები გაფორმდა
გადახედვა
-
IT სპეციალისტი გიორგი კვიცარიძე, რომელმაც პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ამსახველი კადრები მოიპოვა, ციხეში შიმშილობს IT სპეციალისტი გიორგი კვიცარიძე, რომელმაც პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ამსახველი კადრები მოიპოვა, ციხეში შიმშილობს
გადახედვა
-
რა ეღირება ლარი უქმეებზე? რა ეღირება ლარი უქმეებზე?
გადახედვა
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა ტიპის წყალი ხარ ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა ტიპის წყალი ხარ
-
Euromoney-მ საქართველოს ბანკი SME-ების საუკეთესო ბანკად დაასახელა Euromoney-მ საქართველოს ბანკი SME-ების საუკეთესო ბანკად დაასახელა
-
"მოუთმენლად ველი ჩვენი თანამშრომლობის გაძლიერებას" — დონალდ ტრამპი ირაკლი კობახიძეს "მოუთმენლად ველი ჩვენი თანამშრომლობის გაძლიერებას" — დონალდ ტრამპი ირაკლი კობახიძეს
გადახედვა
-
სასიცოცხლო ზონაში მდებარე მყარი ეგზოპლანეტის გარშემო ატმოსფერო პირველად დააფიქსირეს სასიცოცხლო ზონაში მდებარე მყარი ეგზოპლანეტის გარშემო ატმოსფერო პირველად დააფიქსირეს
გადახედვა
-
ComCom-მა "ფორმულა" ტერმინების გამოყენებისთვის კვლავ დააჯარიმა — ამჟამად 5 000 ლარით ComCom-მა "ფორმულა" ტერმინების გამოყენებისთვის კვლავ დააჯარიმა — ამჟამად 5 000 ლარით
გადახედვა
-
რატომ მოქმედებს სიცხე უფრო მეტად ქალებზე, ვიდრე კაცებზე? რატომ მოქმედებს სიცხე უფრო მეტად ქალებზე, ვიდრე კაცებზე?
გადახედვა
-
განსაკუთრებული შეთავაზება თიბისი კონცეპტ Visa Signature სამოგზაურო ბარათის მფლობელებისთვის — Disneyland-ში მოგზაურობის შანსი განსაკუთრებული შეთავაზება თიბისი კონცეპტ Visa Signature სამოგზაურო ბარათის მფლობელებისთვის — Disneyland-ში მოგზაურობის შანსი
-
არანაირი წერილი არ ყოფილა შემოსული — კალაძე ე.წ. რიყის დოქების შემქმნელი ბიუროს განცხადებაზე არანაირი წერილი არ ყოფილა შემოსული — კალაძე ე.წ. რიყის დოქების შემქმნელი ბიუროს განცხადებაზე
გადახედვა
-
სტუმრად თიბისიში — ტექნოლოგიები, განათლება და შესაძლებლობები UNFPA-ს საზაფხულო აკადემიის მონაწილე ახალგაზრდებისთვის სტუმრად თიბისიში — ტექნოლოგიები, განათლება და შესაძლებლობები UNFPA-ს საზაფხულო აკადემიის მონაწილე ახალგაზრდებისთვის
-
მამუკა მდინარაძე: ნაცმოძრაობა და მისი კლასტერი დანაშაულებრივი, აგენტურული ორგანიზაციებია, რომლებიც უნდა აიკრძალონ მამუკა მდინარაძე: ნაცმოძრაობა და მისი კლასტერი დანაშაულებრივი, აგენტურული ორგანიზაციებია, რომლებიც უნდა აიკრძალონ
გადახედვა
-
Aktual.ge: მარნეულში შვილმა მამა მოკლა Aktual.ge: მარნეულში შვილმა მამა მოკლა
გადახედვა
-
ჩინეთში კომერციული ტვინი-კომპიუტერის ინტერფეისის მსოფლიოში პირველი იმპლანტაცია ჩატარდა ჩინეთში კომერციული ტვინი-კომპიუტერის ინტერფეისის მსოფლიოში პირველი იმპლანტაცია ჩატარდა
გადახედვა
-
მამუკა მდინარაძე: ვინ ეკითხებოდათ კელი დეგნანს ან ვინმე სხვას, რაღაცა კანონის შეფასებას "დემოკრატიის შავ დღედ?" მამუკა მდინარაძე: ვინ ეკითხებოდათ კელი დეგნანს ან ვინმე სხვას, რაღაცა კანონის შეფასებას "დემოკრატიის შავ დღედ?"
გადახედვა
-
საქართველოში სტარბაქსის პირველი ფილიალი გაიხსნა — ინტერვიუ ბრენდის წარმომადგენლებთან საქართველოში სტარბაქსის პირველი ფილიალი გაიხსნა — ინტერვიუ ბრენდის წარმომადგენლებთან
კომენტარები