ზურაბიშვილისა და ოცნების აქტივისტები დმანისში ამომრჩეველთა მისვლას ამოწმებენ — ISFED
ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო ორგანიზაციის ინფორმაციით, საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილისა და ქართული ოცნების აქტივისტები დმანისის ოთხ საარჩევნო უბანზე, შენობის შიგნით და მიმდებარე ტერიტორიაზე ამომრჩეველთა გამოცხადებას ამოწმებენ.
მათი განცხადებით, ერთ-ერთ უბანზე ევროპული საქართველოს და მმართველი გუნდის წევრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირებაც მოხდა.
განცხადებაში სხვადასხვა დარღვევებთან ერთად აღნიშნულია, რომ ოზურგეთის 38-ე საარჩევნო უბანზე, სავარაუდოდ, ქართული ოცნების წარმომადგენლებს ამომრჩევლები სამარშრუტო ტაქსებით მიჰყავდათ.
ამომრჩეველთა ნებაზე სავარაუდო ზემოქმედების მცდელობა:
- კვლავ გრძელდება პარტიის აქტივისტების/წარმომადგენლების და ე.წ. "კოორდინატორების" მობილიზება უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე. ამ დროისთვის მსგავსი ფაქტები დაფიქსირდა #50 საჩხერის საარჩევნო ოლქის #3 და #5 საარჩევნო უბნებზე; #17 თელავის საარჩევნო ოლქის #45 საარჩევო უბანზე;
- ხაშურის #35 საარჩევნო ოლქის #4 და #5 საარჩევნო უბნების და #49 თერჯოლის საარჩევნო ოლქის #29 უბნის მიმდებარედ მობილიზებული არიან ქართული ოცნების წარმომადგენლები და აღრიცხავენ მისულ ამომრჩევლებს;
- დედოფლისწყაროს #14 საარჩევნო ოლქის #8 საარჩევნო უბნის წინ დგას სამი ქალი რვეულებით და სიებით. დამკვირვებლის კითხვაზე, რომელ სუბიექტს წარმოადგენენ ერთ-ერთმა უპასუხა, რომ წარმოადგენს სალომე ზურაბიშვილის შტაბს. ისინი მოსული ამომრჩევლის აღრიცხვას აწარმოებენ;
- საგარეჯოს #11 საარჩევნო ოლქის #9 უბანზე, მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს წარმომადგენელს დაურეკა სავარაუდოდ გარეთ მდგომმა კოორდინატორმა და უთხრა, რომ უბანზე ამ დროისთვის სულ მოსულია 90 ამომრჩეველი და აქედან "მათი" არის 70. ასევე გმოთქვა წუხილი დაბალი აქტივობის გამო;
- ბათუმის #79 საარჩევნო ოლქის #48, #77, #78 და #26 საარჩევნო უბნების და ზესტაფონის #51 საარჩევნო ოლქის #47 უბნის გარე პერიმეტრზე მობილიზებულია ხალხი, რომელთა შორისაც სავარაუდოდ არიან როგორც პარტია ქართული ოცნების, ასევე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები;
- ასევე, ბათუმის #79 საარჩევნო ოლქის #31, #81, #66, #23, #48 უბნებზე დაფიქსირდა რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები ნაკადის მომწესრიგებელთან ერთად დგანან და ონლაინ აპლიკაციით ამომრჩეველთა ბაზაში ამოწმებენ მისულ ამომრჩევლებს პირადობის მოწმობის საფუძველზე.
სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება
- ბათუმის #9 უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე დაპირისპირება მოხდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს - მურმან დუმბაძის, ლევან ანთაძის და ლევან ვარშალომიძის, ასევე ქართული ოცნების კოორდინატორს შორის. კერძოდ, ქართული ოცნების კოორდინატორი უბნის გარეთ მანქანაში იმყოფებოდა, როდესაც ენმ-ს წარმომადგენლები მივიდნენ და გადაღება დაუწყეს, რათა დაეფიქსირებინათ მათი ვარაუდით ამომრჩევლების გადამოწმების ფაქტი. ქართული ოცნების წარმომადგენელმა გააპროტესტა გადაღება და ენმ-ს ერთ-ერთ წარმომადგენელს აკრედიტაცია ჩამოგლიჯა, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება მოყვა. ქართული ოცნების წარმომადგენლმა ჯერ განაცხადა რომ, ენმ-ს წარმოამდგენელმა მანქანას ფეხი ხოლო შემდგომ, პოლიციასთან საუბრისას ეს ვერსია შეცვალა და განაცხადა, რომ მანქანისთვის ფეხის დარტყმის გარდა ენმ-ს წარმომადგენელმა მასაც მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. ამ ფაქტს სხვა თვითმხილველი არ ჰყავს.
დამკვირვებლის უფლების შეზღუდვა
- ისნის #5 საარჩევნო ოლქის #56 საარჩევნო უბანზე 40 წუთის განმავლობაში უბანზე ყოფნის უფლების მქონე პირებს ეზღუდებოდათ ფოტო-ვიდეო გადაღება, რაც დამკვირვებლის მითითების შემდეგ აღმოიფხვრა;
- მარნეულის #22 საარჩევნო ოლქის #15 და #72 საარჩევნო უბნებზე კომისიის თავმჯდომარეებმა დამკვირვებელს უკანონოდ შეუზღუდეს ვიდეო გადაღების უფლება.
მარკირების წესის დარღვევა
- კრწანისის #4 საარჩევნო ოლქის #12 საარჩევნო უბანზე ნაკადის მომწესრიგებელმა ორ ამომრჩეველს არ შეუმოწმა მარკირება.
სიაში ხელის არასწორად მოწერა
- ვანის #53 საარჩევნო ოლქის #4 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორმა არასწორად მოაწერა ხელი სიაში;
- მარტვილის #65 საარჩევნო ოლქის #9 საარჩევნო უბანზე ნაკადის მომწესრიგებელმა მარკირების მქონე ამომრჩეველი შეუშვა უბანზე, რომელმაც მისცა ხმა.
ბიულეტენებთან დაკავშირებული პროცედურების დარღვევა
- მთაწმინდის #1 საარჩევნო ოლქის #35 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორმა ორი ბიულეტენი გასცა ამომრჩეველზე, რის გამოც გაცემული ბიულეტენების რაოდენობა მეტი იქნება ხელმოწერების რაოდენობაზე;
- თერჯოლის #49 საარჩევნო ოლქის #20 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორმა ხელმოწერების გადათვლისას აღმოაჩინა, რომ გაცემული ბიულეტენების რაოდენობა ერთით მეტი იყო ხელმოწერების რაოდენობასთან შდარებით;
- ზუგდიდის#67 საარჩევნო ოლქის #19 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორმა ხელმოწერით და ბეჭდით წინასწარ დაამოწმა 5 ბიულეტენი. დამკვირვებლის მითითების შემდეგ რეგისტრატორმა შეწყვიტა ბიულეტენების წინასწარ დამოწმება;
- წყალტუბოს #58 საარჩევნო ოლქის #6 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორმა არ დაამოწმა ბიულეტენი ხელმოწერითა და ბეჭდით, რაც ამომრჩეველმა შეამჩნია კაბინაში შესვლის შემდეგ და მისი მოთხოვნის შემდეგ მოხდა ბიულეტენის სათანადოდ დამოწმება;
- ქუთაისის #59 საარჩევნო ოლქის #20 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა ბიულეტენი კონვერტის გარეშე მოათავსა ყუთში.
არაუფლებამოსილი პირი უბაზე
- საგარეჯოს #11 საარჩევნო ოლქის #30 უბანზე იმყოფებოდა არაუფლებამოსილი პირი, რომელსაც თავმჯდომარემ მითითების შემდეგ დაატოვებია უბანი;
- მარნეულის #22 საარჩევნო ოლქის #13 საარჩევნო უბანზე საკრებულოს დეპუტატი ალი მურადოვის უბანზე შესვლის შემდეგ მოხდა დაპირისპირება დამკვირვებელსა და საკრებულოს დეპუტატის შორის. არსებული ინფორმაციით, დეპუტატი დაემუქრა დამკვირვებელს და ასევე კომისიის წევრებს. ერთ-ერთი დამკვირვებლის თქმით, დეპუტატი ამბობდა: "აი რვის შემდეგ დაგანახებთ ვინ ვარ მე".
ამომრჩეველთა სიის ხარვეზი
- დიდუბის #8 საარჩევნო ოლქის #3 საარჩევნო უბანზე 4 ამომრჩეველი, რომლებიც ამ უბნის ამომრჩევლები არიან და ამ უბანზე აძლევდნენ ხმას არ იყვნენ ამომრჩეველთა სიაში და ვერ მისცეს ხმა.
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
კომენტარები