"მე, როგორც ჩანს, უკვე გავიმარჯვე 28-ში იმიტომ, რომ ზოგიერთები გამოდიან 29-ში, რომ ჩემი გადადგომა მოითხოვონ, ანუ დარწმუნებულები არიან, არა მხოლოდ გამარჯვებაში, არამედ პირველ ტურში", — ამ სიტყვებით დაიწყო დებატების დასკვნითი სიტყვა ქართული ოცნების საპრეზიდენტო კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა.

29 ოქტომბერს, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე დღეს თბილისის პარლამენტის შენობის წინ აქცია დაიგეგმა სახელწოდებით, გადადგეს სალომე ზურაბიშვილი.