მიხაელ შუმახერის მდგომარეობა მკურნალობისას უმჯობესდება
"მიხაელ შუმახერის მდგომარეობა მკურნალობის შედეგად უმჯობესდება და ის ამ მძიმე სიტუაციიდან აუცილებლად გამოვა" - აცხადებს იტალიელი ბიზნესმენი და ფერარის ყოფილი შეფი ლუკა კორდერო დი მონტეცემოლო. ინფორმაციას ტელეგრაფი ავრცელებს.
Formula 1-ის შვიდგზის ჩემპიონის მდგომარეობის გაუარესების შესახებ, თვეების წინ, ინფორმაცია ვრცელდებოდა. მონტეცემოლო ერთ-ერთი იყო, რომელმაც 2016 წლის თებერვალში განაცხადა, რომ შუმახერის ჯანმრთელობის მდგომარეობა "არ იყო კარგი".
ორშაბათს, მან Ecumenical News-ს უთხრა, რომ სიამოვნებით გაამხელდა კარგ სიახლეს:
"სიხარულით გეტყვით, რომ ის რეაგირებს. ვიცი როგორი ძლიერია და დარწმუნებული ვარ, რომ მის შეუპოვრობას უნდა ვუმადლოდეთ, რაც გადამწყვეტია ამ ბრძოლაში. ის აუცილებლად დააღწევს თავს ამ ძალიან, ძალიან რთულ სიტუაციას".
2013 წელს თხილამურების სრიალის დროს დაშავებული გერმანელი მრბოლელის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია დიდი სიხშირით არ ვრცელდება.
შუმახერი 2013 წლის 29 დეკემბერს ალპებში თხილამურებით სრიალის დროს კლდეს დაეჯახა. მიუხედავად იმისა, რომ ის ჩაფხუტს ატარებდა, შუმახერმა თავის ტვინი დაიზიანა და 6 თვე კომაში გაატარა.
2014 წლის 16 ივნისს მიხაელ შუმახერი კომიდან გამოვიდა, 9 სექტემბერს კი კლინიკა დატოვა და ამ დრომდე მკურნალობისა და რეაბილიტაციის პროცესს სახლში გადის.
მრბოლელის მდგომარეობასთან დაკავშირებით უამრავი სპეკულაცია ვრცელდებოდა. მისი მენეჯერი რეგულარულად ასწორებს მედიაში გავრცელებულ ცნობებს შუმახერის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. 2015 წლის დეკემბერში მან უარყო ინფორმაცია, რომ ფორმულა 1-ის ლეგენდამ სიარული შეძლო და გამოცემა Bunte "საშობაოდ ყალბი იმედების გავრცელებაში" დაადანაშაულა.
ბოლო ცნობების მიხედვით, მიხაელ შუმახერი პარალიზებულია და ეტლსაა მიჯაჭვული, მას მეხსიერების პრობლემები აქვს და ლაპარაკი არ შეუძლია.
მისი მეგობარი და FIA-ს პრეზიდენტი ჯინ ტოდტი აცხადებს, რომ შუმახერი ბრძოლას განაგრძობს.
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
კომენტარები