სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიაში ადმინისტრაციული რესურსი გამოიყენეს — სამართლიანი არჩევნები
ფოტო: თბილისის მერია
არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნები მმართველი პარტიის მხარდაჭერილი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე საუბრობს.
ორგანიზაციის განცხადებით, ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა იყო 27 სექტემბერს სალომე ზურაბიშვილის გმირთა მოედანზე თბილისის მერ კახა კალაძესთან და პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძესთან ერთად მისვლა, რის შემდეგაც ფოტომასალა მერიის ვებ და ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა. სამართლიანი არჩევნები აცხადებს, რომ თბილისის მერიის მიერ პრეზიდენტობის კანდიდატის აქტივობის ამსახველი მასალის გავრცელებით დაირღვა საარჩევნო კოდექსის 48-ე მუხლი.
მუხლის თანახმად, დაუშვებელია წინასაარჩევნო კამპანიის პროცესში რომელიმე პოლიტიკური პარტიის ან კანდიდატის სასარგებლოდ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება. მათ შორის იკრძალება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და იმ ორგანიზაციებისათვის, რომლებიც საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდებიან, განკუთვნილი საკომუნიკაციო საშუალებების, საინფორმაციო მომსახურებისა და სხვადასხვა სახის ტექნიკის გამოყენება.
მეორე შემთხვევად ორგანიზაცია ტყიბულის საინფორმაციო ცენტრის Info ტყიბულის გვერდზე გამოქვეყნებულ მასალას ასახელებს. 19 სექტემბერს, გვერდზე სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო შეხვედრის შესახებ დაწერეს.
სამართლიანი არჩევნები ამ შემთხვევაშიც საარჩევნო კოდექსის 48-ე მუხლის დარღვევაზე საუბრობს, რადგან საინფორმაციო ცენტრი Info ტყიბული წარმოადგენს ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებულ დაწესებულებას.
მას შემდეგ, რაც ქართულმა ოცნებამ განაცხადა, რომ დამოუკიდებელ კანდიდატს უჭერს მხარს პარტიის თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ მხარდაჭერა გამოიხატებოდა როგორც ფინანსურად, ასევე სხვა სახის რესურსებით.
ივანიშვილმა მოუწოდა პარტიის წევრებს ყველაფერი გაეკეთებინათ იმისთვის, რომ ზურაბიშვილს არჩევნებში გაემარჯვა. ზურაბიშვილის შემომწირველებს შორის არიან ქართული ოცნების დეპუტატები და პარტიის გენერალური მდივანი, კახა კალაძე.
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
-
რა ეღირება ყურძენი წლევანდელ რთველზე? — საფერავისა და რქაწითელის შესყიდვის ფასები ცნობილია რა ეღირება ყურძენი წლევანდელ რთველზე? — საფერავისა და რქაწითელის შესყიდვის ფასები ცნობილია
გადახედვა
კომენტარები