საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი დღეს, თბილისში, ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად, პრემიერმა, გიორგი კვირიკაშილმა დაასახელა.

კობიაშვილი გლდანის 21-ე ოლქში იქნება ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი.

ლევან კობიაშვილს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად დარჩენა დეპუტატად არჩევის შემთხვევაშიც შეეძლება.