"რიოს" მთავარი გმირი ლურჯი "არა" გადაშენდა
ახლახან მეცნიერებმა დაადასტურეს, რომ ცნობილი ანიმაციის, "რიოს" მთავარი პერსონაჟი ლურჯი "არა" გადაშენდა. ფრინველი ბუნებაში უკვე აღარ გვხვდება.
ანიმაციის სიუჟეტის მიხედვით ლურჯი თუთიყუში, სახელად Blu, თავისი სახეობის უკანასკნელი მამრია, რომელიც 15 წლის განმავლობაში თავისი პატრონის წიგნის მაღაზიაში არსებულ გალიაში იზრდებოდა. ანიმაციაში Blu თავისი სახეობის უკანასკნელ მდედრთან შესახვედრად მიემგზავრება. 2011 წელს ფილმის გადაღებისას ფრინველის ბუნებაში პოვნა ჯერ კიდევ შესაძლებელი იყო.
BirdLife International-ის მიერ ჩატარებულ კვლევაში ნახსენებია, რომ სახეობების გადაშენების მთავარი გამომწვევი მიზეზი ადამიანია. კომპანიის გამოქვეყნებულ ანგარიშში ისიც ნათქვამია, რომ დღეისათვის სახეობების გადაშენება უპრეცენდენტოდ სწრაფი ტემპებით მიდის.
ბუნებაში "არას" 19 სხვადასხვა სახეობა გვხვდება, რომელთაგანაც ხუთი უკვე გადაშენებულია, დანარჩენებს კი გადაშენების საფრთხე ემუქრებათ.
საბედნიეროდ ლურჯი "არას" პოვნა მსოფლიოს სხვადასხვა ზოოპარკებსა და პირად კოლექციებში ჯერ კიდევ შესაძლებელია. კვლევის მიხედვით ამჟამად მსოფლიოში დაახლოებით 80 ლურჯი "არაა" შემორჩენილი.
კომენტარები