ტრამპს ასადის მოკვლა სურდა — ბობ ვუდვორდის წიგნის მთავარი მიგნებები
ფოტო: Getty Images
The Washington Post-ის რედაქტორმა, ბობ ვუდვორდმა თავის წიგნში შიში: ტრამპი თეთრ სახლში (Fear: Trump in White House) აღწერა, როგორ სთავაზობდა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის მკვლელობას და როგორ იპარავდნენ თანამშრომლები დოკუმენტებს პრეზიდენტის მაგიდიდან.
წიგნი დაწერა ლეგენდარულმა ჟურნალისტმა, რომელმაც "უოტერგეიტის სკანდალი" გამოააშკარავა, რამაც ნიქსონის პრეზიდენტობას დაუსვა წერტილი.
რამდენიმე კვირის წინ ტრამპის ყოფილი ადვოკატი, მაიკლ კოენი და მისი საპრეზიდენტო კამპანიის ყოფილი ხელმღვანელი, პოლ მანაფორტი სასამართლომ არაერთ ფინანსურ თაღლითობაში სცნო დამნაშავედ. ამის ფონზე წიგნი პრეზიდენტისთვის ახალი სკანდალის მომასწავებელია.
შიში: ტრამპი თეთრ სახლში, რომელიც ადმინისტრაციის ქაოტური ცხოვრების შესახებაა, თანამშრომლებისა და სხვა თანამდებობის პირების ინტერვიუებს ეფუძნება. ტრამპმა წიგნისთვის ინტერვიუზე უარი თქვა. წიგნი გაყიდვებში 11 სექტემბერს გამოვა, მანამდე კი მის შესახებ The Washington Post-ის სტატიაშია საუბარი.
თეთრი სახლი ჟურნალისტის წიგნს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ისტორიები შეთითხნილია და თეთრი სახლის ყოფილი უკმაყოფილო თანამშრომლები ცდილობენ, რომ პრეზიდენტი ცუდად გამოაჩინონ.
წიგნის ავტორი აღნიშნავს, რომ ტრამპს წინა წელს სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ-ასადის მკვლელობა სურდა, თუმცა თავდაცვის მდივანმა მოთხოვნა არ გაითვალისწინა. წიგნში ტრამპის თანაშემწეებიც არიან აღწერილი, რომლებიც პრეზიდენტის მოთხოვნებს გვერდს უვლიან, რათა შეზღუდონ მისი საშიში ქცევა.
როგორც წიგნშია აღწერილი, ტრამპი თავდაცვის მდივნისგან, ჯიმ მატისისგან ასადის მკვლელობას 2017 წლის აპრილში, სირიის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების შემდეგ ითხოვდა.
"მოდი, მოვკლათ! მოდი, გავაკეთოთ ეს! მოდი, მოვკლათ, ისინი ძალიან ბევრნი არიან", - ამბობდა ტრამპი, რომლის სიტყვებიც წიგნში ვუდვორის მიერაა მოყვანილი.
თავდაცვის მდივანი თავიდან ტრამპს დასთანხმდა, თუმცა თავის თანაშემწეს უთხრა, რომ ამას არ იზამდა. "ჩვენ ბევრად უფრო დაბალანსებულები ვიქნებით", - თქვა მეტისმა და სირიაზე ავიაიერიშის გეგმა შეიმუშავა, რომელიც ასადს საფრთხეს არ უქმნიდა.
ვუდვორდი რამდენიმე შემთხვევას აღწერს, როდესაც თეთრი სახლის თანამშრომლები - კერძოდ კი, ეკონომიკური საკითხების მრჩეველი გერი კონი და აპარატის მდივანი რობ პორტერი - პრეზიდენტის სამუშაო მაგიდიდან დოკუმენტებს იპარავდნენ, რათა მას ხელი არ მოეწერა. წიგნში აღნიშნულია, რომ ამით მათ იმპულსური პრეზიდენტისგან ადმინისტრაციისა და ქვეყნის დაცვა სურდათ.
მაგალითად, თანამშრომლებმა გადამალეს დოკუმენტები, რომლის ხელმოწერის შემთხვევაში აშშ ჩრდილოამერიკული თავისუფალი ვაჭრობის ზონასა (NAFTA) და სამხრეთ კორეასთან სავაჭრო შეთანხმებას დატოვებდა. ვუდვროდის შეფასებით, მსგავსი ქმედება შეიძლება შეფასდეს, როგორც "ადმინისტრაციული სახელმწიფო გადატრიალება".
ვუდვორდის მონაცემებით, ამ წლის 27 იანვარს ტრამპის ყოფილმა ადვოკატმა, ჯონ დაუდმა მას სპეცპროკურორ რობერტ მიულერთან დაკითხვის სიმულაცია მოუწყო. მიულერი 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევას იძიებს.
როგორც წიგნშია აღწერილი, სიმულაციისას გამოჩნდა, რომ ტრამპს ეშლებოდა ფაქტები და ზეწოლას ვერ უძლებდა. დაუდმა კი პრეზიდენტს შესთავაზა, რომ დაკითხვაზე უარი ეთქვა, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში მას დააკავებდნენ. ამაზე კი ტრამპმა უარი განცხადა, რის შემდეგაც დაუდმა სამსახური დატოვა.
ვუდვორდის წიგნში ადმინისტრაციის თანამშრომლები პრეზიდენტს საკმაოდ მწვავედ და კრიტიკულად იხსენიებენ.
აპარატის ხელმძღვანელი დონ კელი დონალდ ტრამპს იდიოტს უწოდებს და ამბობს, რომ უშედეგოდ ცდილობს პრეზიდენტის დარწმუნებას. კელის წინამორბედი რაინს პრიბუსი პრეზიდენტის საძინებელს "ეშმაკის სახელოსნოდ" მოიხსენიებს, რომელშიც ყოველ დილით და უქმეებზე უმპულსურ ტვიტებს ქმნის.
როგორც წიგნშია აღწერილი, თავდაცვის მდივანი მეტისი ამბობს, რომ პრეზიდენტის ცოდნა საერთაშორისო საკითხებში 11-12 წლის ბავშვის ცოდნას უტოლდება. პრეზიდენტის ურთიერთობა ყოფილ სახელმწიფო მდივანთან, რექს ტილერსონთან არ აღდგენილა მას შემდეგ, რაც ტილერსონმა, როგორც წიგნშია ნათქვამი, ტრამპს იდიოტი უწოდა.
ვუდვორდი წიგნში აღწერს, როგორ შეურაცხოფს პრეზიდენტი თავისი ადმინისტრაციის თანამშრომლებს. ჟურნალისტის თქმით, გერი კონი პრეზიდენტს პროფესიონალ მატყუარად მიიჩნევს.
წიგნში აღნიშნულია, რომ ტრამპმა ვაჭრობის მდივანს განუცხადა, რომ მას არ ენდობოდა და ნებისმიერი მოლაპარაკებების წარმართვას უკრძალავდა. ამასთანავე, პრეზიდენტმა თავისი ადმინისტრაციის ყოფილ ხელმძღვანელს, რაინს პრიბუსს ვირთხა უწოდა.
როგორც ჟურნალისტი ამბობს, ტრამპი აშშ-ის გენერალურ პროკურორს ჯეფ სეშნს პირადად არაერთხელ დაესხვა თავს.
"ის გონებრივად ჩამორჩენილია. ჩვეულებრივი სულელი სამხრეთელი. თავისთან ალაბამაში ჩვეულებრივი ადვოკატიც ვერ გახდებოდა", - ამბობდა ტრამპი.
პრეზიდენტის სატელეფონო საუბარი
წიგნის გამოსვლამდე The Washington Post-მა ვუდვორდისა და ტრამპის სატელეფონო საუბრის ჩანაწერი გამოაქვეყნა. სატელეფონო საუბარში ტრამპი ცდილობს საკუთარ მიღწევებსა და წარმატებებზე საუბრობს. ის, ასევე, აღნიშნავს ბობ ვუდვორდთან, რომ წიგნის ინტერვიუსთვის მას არავინ დაკავშირებია, რასაც ჟურნალისტი უარყოფს.
"არავის უმუშავია პრეზიდენტის თანამდებობაზე ისე, როგორც მე. ამას დაზუსტებით გეუბნებით", - განაცხადა ტრამპმა.
ვუდვორდმა პრეზიდენტს უთხრა, რომ წიგნზე მუშაობის პერიოდში საზოგადოებისთვის ბევრი უცნობი ფაქტი და დოკუმენტი შეაგროვა.
"როგორც ვხვდები, ეს ნეგატიური წიგნი იქნება", - უთხრა პრეზიდენტმა.
საუბრის დასრულებისას ვუდვორდმა პრეზიდენტს უთხრა: "მე მჯერა ჩვენი ქვეყნის და რადგანაც თქვენ პრეზიდენტი ხართ, წარმატებას გისურვებთ".
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
-
"ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს "ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს
გადახედვა
-
სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა



კომენტარები