"სულიერებისთვის საშიშია" — მიმართვა, რომლის საფუძველზეც სახელმწიფო ახალგაზრდობის ცენტრმა ტრენინგები შეაჩერა
ფოტო: Gydea Georgia
ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულმა ცენტრმა მანავის "მომავლის ბანაკის" მესამე დღის სატრენინგო სესია გურამ ფალავანდიშვილის მიმართვის საფუძველზე შეაჩერა. ბანაკში ტრენინგს ორგანიზაცია Gydea, გაეროს მოსახლეობის ფონდის ეგიდით უძღვებოდა. ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ედო დემეტრაშვილი On.ge-სთან საუბარში განმარტავს, რომ მათი სესია ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობას ეხებოდა, რასაც საერთაშორისო სტანდარტებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით ახორციელებენ.
გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისი მრავალი წელია თანამშრომლობს ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრთან და ამჟამად მიმდინარეობს კონსულტაციის პროცესი შემდგომი ნაბიჯების დასაგეგმად.
საქმე ეხება ფეისბუქგვერდ "ზნეობაზე" გავრცელებულ წერილს, სადაც გურამ ფალავანდიშვილს მშობლის სტატუსით მიმართავს ბანაკის აქტივობებით უკმაყოფილო ბადრი დავითური.
ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრში On.ge-ს განუცხადეს, რომ შეკითხვები 7-დღიანი საბანაკე პროგრამის მხოლოდ მესამე - ტოლერანტობის დღესთან დაკავშირებით გაჩნდა და ტრენინგები შეჩერდებოდა მანამ, სანამ გაეროს მოსახლეობის ფონდი სიტუაციას არ შეისწავლიდა.
ცენტრის ინფორმაციით, 19 აგვისტოს მანავის "მომავლის ბანაკის" ხელმძღვანელებს, 21 აგვისტოს კი ცენტრის მენეჯმენტს გურამ ფალავანდიშვილმა თანმხლებ პირებთან ერთად წარუდგინა ბადრი დავითურის განცხადება.
უწყების ცნობით, თუ რაიმე მსგავსი გაუგებრობა ხდება, ყოველთვის აჩერებენ აქტივობას, თუმცა, აზუსტებენ იმასაც, რომ ტრენინგის თემატიკაზე მსგავსი ტიპის მიმართვა პირველად მიიღეს.
ფეისბუქგვერდ "ზნეობაზე" გავრცელებული წერილის ავტორი დისკრიმინაციული ტერმინებით აღწერს სატრენინგო აქტივობებს და წერს, რომ მის შვილს უტარდებოდა "გაკვეთილები, რომელიც მიდრეკილი იყო მრუშობისკენ, გარყვნილებისკენ და უკუღმართობისკენ":
"კერძოდ, ასწავლიდნენ, რომ
- კაცი უნდა იპარსავდეს ფეხებს;
- უნდა ეკეთოს საყურე;
- მამაკაცს უნდა ჰქონდეს კიკინები და ა.შ".
წერილში ავტორი ამბობს, რომ ტრენინგის მონაწილეებს ათამაშებდნენ "სულიერებისთვის ხიფათის შემცველ თამაშებს" და კითხვებზე "არას" მიღების შემთხვევაში დაფასთან მდგომ ბავშვს სკოჩავდნენ:
"მე, როგორც მართლმადიდებელი ქრისტიანი, ვფიქრობ ამ ბანაკების ასეთი ფორმით არსებობა სახიფათოა გარდატეხის ასაკში მყოფთა სულებისთვის".
წერილში ნახსენებ ბრალდებებს ცრუს, ცილისმწამებლურსა და არასწორად ინტერპტრეტირებულს უწოდებს ორგანიზაცია Gydea, რომელიც არაფორმალური განათლების აქტივობებს ტრენინგებზე, წლებია ატარებს.
ორგანიზაცია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე აქვეყნებს განცხადებას და წერს, რომ ბადრი დავითურის წერილში მითითებული სავარჯიშოები, ემსახურება მოზარდებისთვის გენდერული სტერეოტიპების შესახებ ინფორმაციის მიწოდებასა და სტერეოტიპების დამსხვრევას.
მათივე განმარტებით, სესიაზე გამოყენებული იყო ქაღალდის სკოჩი და სიცრუა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თითქოს წებოვან ქაღალდს არ აძრობდნენ მონაწილეებს ტრენერები მანამ, სანამ არ აღიარებდნენ იმათ, რაც მათ სურდათ.
Gydea-ს განმარტება სავარჯიშოს შინაარსთან დაკავშირებით
"სავარჯიშოს მიზანია მონაწილეების მხრიდან იმის გააზრება, თუ როგორ შეიძლება ზღუდავდეს ადამიანს (ქალსაც და კაცსაც) გენდერული სტერეოტიპები. აღნიშნულ სავარჯიშოს ჩვენ ვიყენებთ ტრენინგებზე ქალისა და კაცის მიმართ გავრცელებული მახინჯი სტერეოტიპების დემონსტრაციის და არა ვინმეს ჩაგვრის ან დაშინების მიზნით.
სავარჯიშოს დასაწყისში, ტრენერი სთხოვს ტრენინგის მონაწილეებს, დაასახელონ ჩვენს საზოგადოებაში ყველაზე გავრცელებული გენდერული სტერეოტიპები, რომელთაც შემზღუდველი ხასიათი აქვს და იწყება ფრაზით "ქალმა/ქალი არ უნდა ..." ან "კაცმა/კაცი არ უნდა ...". შესაბამისად თითოული სტერეოტიპი, რომელიც იწერება თავად მონაწილეების მხრიდან, არის ნაკარნახები. ტრენერი ორ სვეტად ყოფს დაფას და ერთ სვეტში წერს კაცის შემზღუდველ სტერეოტიპებს, ხოლო მეორეში – ქალის შემზღუდველს.
ამის შემდეგ ტრენერი ჯგუფიდან არჩევს ორ მოხალისეს და დაფაზე ჩამოწერილი თითოეული სტერეოტიპის შესაბამისად "ზღუდავს" მათ ქაღალდის სკოჩით. ამის შემდეგ ტრენერი ეუბნება მონაწილეებს, რომ ეს სავარჯიშო ვიზუალურად გვაჩვენებს, როგორ შეიძლება ზღუდავდეს გენდერული სტერეოტიპები ქალსაც და მამაკაცსაც. თუმცა სტერეოტიპების რღვევა შესაძლებელია. ხშირად საკმარისია ერთი ადამიანი მაინც არსებობდეს საზოგადოებაში, რომელიც სხვანაირად ფიქრობს და ეს საკმარისი აღმოჩნდეს პროცესის დასაწყებად. ტრენერი თავიდან კითხულობს ჩამოწერილ სტერეოტიპებს და თითოეული მათგანის წაკითხვის შემდეგ ეუბნება მონაწილეებს: "თუ ერთი ადამიანი მაინც არის ჯგუფში, რომელიც ფიქრობს, რომ ქალს (კაცს) შეუძლია გააკეთოს ... , მოვიდეს და მოხსნას მას ქაღალდის სკოჩის სხეულის შესაბამისი ნაწილიდან", რის შემდეგაც ჯგუფის წევრები ნელ-ნელა ათავისუფლებენ მოხალისეებს ქაღალდის სკოჩისგან, რაც სტერეოტიპებისა და შემზღუდველიი ნორმებისგან გათავისუფლების სიმბოლოს წარმოადგენს".
ფეისბუქგვერდზე "ზნეობა", სადაც წერილი გავრცელდა, გვერდის ადმინისტრატორი, კომენტარში პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის ხელმძღვანელს, ანა აბაშიძეს, ჰომოფობიური ტერმინებით მოიხსენიებს და მიუთითებს, რომ სწორედ ის უძღვებოდა გასულ წელს ბავშვთა და ახალაზრდობის ცენტრის მიერ ჩატარებულ ტრენინგებს.
ანა აბაშიძე On.ge-სთან საუბრისას ამბობს, რომ თავად დიდი ხანია თანამშრომლობს ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრთან, თუმცა მანავის "მომავლის ბანაკთან" კავშირი არ აქვს. მისი შეფასებით, ის ფაქტი, რომ წერილში აღნიშნული ბრალდებების საფუძველზე შეწყდა ტრენინგები, სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს:
"ორგანიზაციას პროექტის ფარგლებში კიდევ ჰქონდა დარჩენილი რამდენიმე ტრენინგი და ამ განცხადებების გამო უთხრეს, რომ ტრენინგები აღარ ჩატარდება... შუა გზაში მოუწიათ პროექტის შეჩერება. როცა პროექტი აქვთ ცენტრის თანხმობის გარეშე არაფერი გამოვა, ეს ნიშნავს იმაზე მეტს, ვიდრე დაფინანსებაა".
ვინ არის გურამ ფალავანდიშვილი?
მედიის განვითარების ფონდის (MDF) კვლევაში "სიძულვილის ენა", ნათქვამია, რომ გურამ ფალავანდიშვილი 2017 წელს რეგისტრირებული ორგანიზაციის ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარეა. ის 2016 წლის საპრლამენტო არჩევნებზე ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიციის მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატი იყო. ფალავანდიშვილი ექსტრემისტული ქმედებების გამო რამდენჯერმე იყო დაკავებული, მათ შორის 2013 წლის 4 დეკემბერს ხანუკას დღესასწაულზე პლაკატების ჩამოხევისა და ტრიბუნის დაზიანების გამო, ხოლო 2018 წლის 8 მარტს – ტრანსგენდერების აქციაზე მათთვის კვერცხების სროლის გამო.
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა

კომენტარები