მესტიაში, თეთნულდის მწვერვალზე ჩარჩენილი პოლონეთის ორი მოქალაქე გადაარჩინეს. ინფორმაციას საგანგებო სიტუციების მართვის სამსახური ავრცელებს.

როგორც უწყების განცხადებაში წერია, ტურისტები რთულ რელიეფურ ზონაში შემორჩნენ და ჩამოსვლას ვეღარ ახერხებდნენ. ერთ-ერთ 54 წლის ტურისტ კაცს საშუალო სიმძიმის ტრავმა აღენიშნებოდა. მაშველებმა ისინი ვერტფრენით ჩამოიყვანეს.