როგორ მოიგო საკვალიფიკაციო ეტაპიდან გავარდნილმა გუნდმა ევროპის ჩემპიონატი
ფოტო: dreamteamfc
სუსტების ტრიუმფს ყოველთვის თავისებური სილამაზე გააჩნია და ასეა ალბათ იმიტომ, რომ მათი გამარჯვება უფრო მეტად სიმბოლური და არქეტიპულია, ვიდრე უბრალოდ სპორტული.
ცოტა უკან თუ გავიხედავთ, ვნახავთ მოკვდავ ადამიანებს, რომლებიც უკვდავ ღმერთებს უპირისპირდებიან, ვნახავთ დავითსა და გოლიათს, ვნახავთ სამას სპარტელსა და სპარსელებს და საერთოდ არ იქნება უცნაური, რომ ცალსახა ფავორიტების ნაცვლად, უპირატესობას ანდერდოგებს მივანიჭებთ.
ანთროპოლოგიამდე ნუ ჩავალთ, მხოლოდ იმით შემოვიფარგლოთ, რომ, სულ მცირე, ბოლო ათასწლეულებში მაინცაა ჩვენი ცნობიერება ასეთი. გავლენის წყაროები რომ არსებობს, ამაზე არაერთი მითი, ლეგენდა თუ ტექსტი მეტყველებს. სხვათაშორის, ფეხბურთიც ტექსტია, ისევე, როგორც, ყველაფერი სხვა. ტექსტები კი ტექსტებს წარმოშობენ, ლიტერატურის კრიტიკაში არაახალი ამბავია.
1992 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი დანიის ეროვნულმა ნაკრებმა საკმაოდ სუსტად დაიწყო. პირველ შეხვედრაში მათ ფარერის კუნძულები დაამარცხეს, თუმცა ამას ჯერ ირლანდიასთან ფრედ დასრულებული მატჩი და შემდეგ იუგოსლავიასთან წაგებული შეხვედრა მოჰყვა. ამის შემდეგ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მიოლერ-ნილსენმა საკადრო ცვლილებები გაატარა, რასაც გულშემატკივართა მხრიდან კრიტიკა მოჰყვა, თუმცა დანიამ დარჩენილი ხუთი თამაშის მოგება შესძლო. მათ შორის იყო მოგებული მატჩი იუგოსლავიაში.
მიუხედავად ქამბექისა, საკვალიფიკაციო ეტაპი დანიის ნაკრებმა ჯგუფში მეორე ადგილით დაასრულა, პირველი ადგილი იუგოსლავიას დაუთმო და ევროპის ჩემპიონატზე ვერ მოხვდა. და მაშინ, როდესაც ყველაფერი დამთავრდა, ყველაფერი დაიწყო.
1992 წლის ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე 10 დღით ადრე UEFA-მ იუგოსლავიას ტურნირზე ასპარეზობის უფლება ეთნიკური კონფლიქტისა და ომების გამო არ მისცა და შესაბამისად, ევროპის ჩემპიონატზე იუგოსლავიის ნაცვლად მეორეადგილოსანი გუნდი, დანია გავიდა.
ჯგუფურ ეტაპზე ისინი საფრანგეთის, ინგლისისა და შვედეთის ნაკრებებთან მოხვდნენ. რამდენად უცნაურიც არ უნდა იყოს, ვერც საფრანგეთმა და ვერც ინგლისმა ერთი მატჩის მოგებაც ვერ შეძლო. ჯგუფიდან გასული ორი გუნდიდან ერთი შვედეთი იყო, მეორე კი დანია.
იმჟამინდელი ფორმატის თანახმად, ჯგუფიდან გასული გუნდები ნახევარფინალში ხვდებოდნენ. შესაბამისად, პირველი ჯგუფის მეორეადგილოსანი დანია მეორე ჯგუფის მეორეადგილოსან ჰოლანდიის ნაკრებს შეხვდა.
ფოტო: Pinterest
მაშინდელ ჰოლანდიას კუმანი, ბერგკამპი, ვან ბასტენი, გულიტი, ფრანკ დე ბური, რაიკაარდი ჰყავდა. თან მოქმედი ევროპის ჩემპიონები იყვნენ. რთულად თუ წარმოედგინა ვინმეს, რომ ფინალში არა ჰოლანდიელები, არამედ დანიელები გავიდოდნენ. აი, სხვანაირად თუ ვინმეს წარმოედგინა, ეს, უპირველეს ყოვლისა, პიტერ შმეიხელი იქნებოდა, რომელმაც პენალტების სერიაში ვან ბასტენის დარტყმული აიღო და გუნდი ფინალურ ეტაპზე გაიყვანა.
მოქმედი ევროპის ჩემპიონის დამარცხების შემდეგ დანია უკვე მოქმედ მსოფლიო ჩემპიონებს - გერმანიის ნაკრებს შეხვდა. დანიამ სასწაული ბოლომდე მიიყვანა. თასი სწორედ მათ ასწიეს.
ფოტო: dreamteamfc
2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ხორვატიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა აღნიშნა, რომ ეს იყო სიგნალი ისეთი პატარა ქვეყნებისთვის, როგორიც ხორვატია და საქართველოა. ფეხბურთის ქართველი გულშემატკივრების დიდი ნაწილი რომ ხორვატიისკენ იყო, შესაძლოა, ბევრი მიზეზით ყოფილიყო განპირობებული, თუმცა მთავარი, ალბათ მაინც ის იქნებოდა, რომ ხორვატია ჩვენთვის იყო არა ნაკრები, არამედ სიმბოლო. და ცხადია, არამარტო ჩვენთვის.
სპორტში ბევრი მითი სხეულდება, 1992 წლის ევროპის ჩემპიონატი, ამ მხრივ, გამორჩეული იყო.
-
თამაზ ელიზბარაშილის ადვოკატი: ე.წ. დაზარალებულები არიან კონფლიქტის გამომწვევები და აგრესიის ინიციატორები თამაზ ელიზბარაშილის ადვოკატი: ე.წ. დაზარალებულები არიან კონფლიქტის გამომწვევები და აგრესიის ინიციატორები
გადახედვა
-
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
-
საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერით, კომპანია ქართული რძის პროდუქტები წარმოებას აფართოებს საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერით, კომპანია ქართული რძის პროდუქტები წარმოებას აფართოებს
-
საქართველოში 17 წუთის ინტერვალით ორი მიწისძვრა მოხდა საქართველოში 17 წუთის ინტერვალით ორი მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
ისტორიაში პირველად, ორბიტალური კოსმოსური მისია დასავლეთ ევროპიდან შესრულდა ისტორიაში პირველად, ორბიტალური კოსმოსური მისია დასავლეთ ევროპიდან შესრულდა
გადახედვა
-
"ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით" — რას წერს ღარიბაშვილის მე-6 წერილში? "ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით" — რას წერს ღარიბაშვილის მე-6 წერილში?
გადახედვა
-
"ერთი ნომერი ორმა აიფონმა გაიყო" — მალე შეიძლება ორ iPhone-ზე ერთი ნომრით ვისარგებლოთ "ერთი ნომერი ორმა აიფონმა გაიყო" — მალე შეიძლება ორ iPhone-ზე ერთი ნომრით ვისარგებლოთ
გადახედვა
-
რა განსხვავებაა მსოფლიოს ახალ და ძველ რუკას შორის? — ცვლილება 450 წლის შემდეგ რა განსხვავებაა მსოფლიოს ახალ და ძველ რუკას შორის? — ცვლილება 450 წლის შემდეგ
გადახედვა
-
კამერა და ხელოვნური ინტელექტი უკვე კბილის ჯაგრისშიც დაგვხვდება — გაიცანით Dyson-ის CameraJet კამერა და ხელოვნური ინტელექტი უკვე კბილის ჯაგრისშიც დაგვხვდება — გაიცანით Dyson-ის CameraJet
გადახედვა
-
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა
-
HBO-მ ჰარი პოტერის მე-2 სეზონისთვის ტომ რიდლის, დობისა და ჯინი უიზლის მსახიობები შეარჩია HBO-მ ჰარი პოტერის მე-2 სეზონისთვის ტომ რიდლის, დობისა და ჯინი უიზლის მსახიობები შეარჩია
გადახედვა
-
რუსეთში, ჩრდილოეთ კავკასიაში, ზვავის ჩამოწოლის შედეგად სულ მცირე 11 ალპინისტი დაიღუპა რუსეთში, ჩრდილოეთ კავკასიაში, ზვავის ჩამოწოლის შედეგად სულ მცირე 11 ალპინისტი დაიღუპა
გადახედვა
-
კიმ კარდაშიანი და კანიე ვესტი ნორთ ვესტის პირველ სოლო კონცერტს სცენის სხვადასხვა მხრიდან დაესწრნენ კიმ კარდაშიანი და კანიე ვესტი ნორთ ვესტის პირველ სოლო კონცერტს სცენის სხვადასხვა მხრიდან დაესწრნენ
გადახედვა
-
ისრაელში შექმნილ 60$-იან სისხლის ანალიზს ფილტვის კიბოს 93%-იანი სიზუსტით გამოვლენა შეუძლია ისრაელში შექმნილ 60$-იან სისხლის ანალიზს ფილტვის კიბოს 93%-იანი სიზუსტით გამოვლენა შეუძლია
გადახედვა
-
რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის საზღვარზე საავტომობილო ხიდი გაიხსნა რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის საზღვარზე საავტომობილო ხიდი გაიხსნა
გადახედვა
-
ავტოაუქციონი ბათუმში — წარმოდგენილი ავტომობილები და რეგისტრაციის წესები ავტოაუქციონი ბათუმში — წარმოდგენილი ავტომობილები და რეგისტრაციის წესები
-
კაცის სხეულში ღორის თირკმელმა 271 დღე იფუნქციონირა — დოკუმენტირებული რეკორდი კაცის სხეულში ღორის თირკმელმა 271 დღე იფუნქციონირა — დოკუმენტირებული რეკორდი
გადახედვა
-
შსს: მესტიაში არასრულწლოვანების ჩხუბში მესამე პირი ჩაერია და 2 პირი დაჭრა შსს: მესტიაში არასრულწლოვანების ჩხუბში მესამე პირი ჩაერია და 2 პირი დაჭრა
გადახედვა
-
შსს: დააკავეს პირი, რომელმაც ნათესავი სანადირო თოფიდან გასროლით დაჭრა შსს: დააკავეს პირი, რომელმაც ნათესავი სანადირო თოფიდან გასროლით დაჭრა
გადახედვა
-
გონიოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა გონიოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
რეგიონული განვითარების მინისტრის მოვალეობას ზაზა კვიციანი შეასრულებს რეგიონული განვითარების მინისტრის მოვალეობას ზაზა კვიციანი შეასრულებს
გადახედვა

კომენტარები