გარდაბნის რაიონის სოფელ კრწანისში მაშველებმა 11 საცხოვრებელი სახლიდან 15 მოქალაქის ევაკუაცია განახორციელეს. სტიქიის შედეგად არავინ დაშავებულა.

სოფელ კრწანისში ძლიერი წვიმის შედეგად ხევი ადიდდა და სახლის პირველი სართულები, სარდაფები და ეზოები დატბორა.

წყლის ძლიერი ნაკადის გამო პრობლემები შეიქმნა რუსთავშიც, დაიტბორა რამდენიმე ქუჩა. წინასწარი ინფორმაციით, დატბორილია 10 საცხოვრებელი სახლის სარდაფი და ეზო.