"დიდი ძმა" - როგორ იყენებს ჩინეთი სახის ამომცნობ კამერებს კონტროლის დასამყარებლად
ფოტო: VOA News
2018 წლის მარტში, ჩინეთში გაუქმდა შეზღუდვა, რომელიც სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარის პოსტზე ერთი ადამიანის ყოფნას მაქსიმუმ ორი ვადით განსაზღვრავდა. ამრიგად, კომპარტიის მოქმედმა თავმჯდომარემ და ქვეყნის ერთპიროვნულმა მმართველმა სი ძინპინმა კიდევ უფრო გაიმყარა მის ხელთ არსებული ძალაუფლება და მოქმედების მეტი თავისუფლება მიიღო.
სი ძინპინი გახდება პირველი თავმჯდომარე, რომელიც მაო ძედუნის შემდეგ, ამ პოსტს განუსაზღვრელი ვადით დაიკავებს. კონსტიტუციური აკრძალვის გაუქმებამ სი ძინპინს მისცა სრული თავისუფლება, იმოქმედოს თავისი შეხედულებისამებრ და შექმნას მისთვის სასურველი სახელმწიფოს მოდელი.
გასულ ათწლეულებში განხორციელებული რეფორმების შედეგად ჩინეთი მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან ეკონომიკად იქცა. ქვეყნის ეკონომიკური წარმატება მოსახლეობის მნიშვნელოვანმა ნაწილმა საკუთარ თავზე იგრძნო და ცხოვრების დონეც მნიშვნელოვნად ამაღლდა. მიუხედავად ეკონომიკური აღმავლობისა, ჩინეთში ოდნავადაც არ გაზრდილა პიროვნულ და პოლიტიკურ თავისუფლებებზე ხელმისაწვდომობის დონე.
საქმე ისაა, რომ ქვეყნის პოლიტიკური სივრცე ერთპარტიულია. ქვეყანაში არ არსებობს არც ერთი სხვა პარტია, კომუნისტურის გარდა. კომპარტია ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრების ერთადერთი აქტორი და მწარმოებელია.
თუკი მხედველობაში არ მივიღებთ ეკონომიკურ თავისუფლებას, რომელიც ჩინეთის მოქალაქეებმა კაპიტალისტური სისტემაზე გადასვლის შედეგად მიიღეს, სამოქალაქო თავისუფლების თვალსაზრით ჩინეთი კვლავ იმ დონეზეა, რომელზეც მაო ძედუნის მმართველობის დროს იყო.
უახლოეს წლებში ჩინეთის მოქალაქეების პირადი თავისუფლება, სავარაუდოდ, კიდევ უფრო შეიზღუდება. ამ ვარაუდის საფუძველი ჩინეთში მიმდინარე რეფორმებია. სახელმწიფო სულ უფრო ხშირად იყენებს ტექნოლოგიურ პროგრესს და ხელოვნურ ინტელექტს საკუთარი ძალაუფლებისა და მოქალაქეებზე უფრო მეტი კონტროლის დასამყარებლად.
ჩინეთის ტერიტორიაზე არ ოპერირებენ ისეთი კომპანიები, როგორებიცაა: Facebook და Google მაგრამ, ჩინეთის მოქალაქეებს შეუძლიათ, ისარგებლონ ჩინური სოციალური ქსელით, სახელად WeChat ან ჩინური საძიებო სისტემით სახელად Baidu. ამ და ყველა სხვა ჩინური ინტერნეტ თუ ტექნოლოგიური კომპანიის უკან სახელმწიფო დგას.
ინტერნეტის მოქმედების არეალი და თავისუფლება ჩინეთში საკმაოდ შეზღუდულია. ჩინეთის ხელისუფლება უკვე მრავალი წელია, ცდილობს თავის კონტროლს დაუქვემდებაროს ინტერნეტი და ქსელში გავრცელებული ინფორმაცია.
ამის დასტურია ე.წ. ვინი პუჰის ქეისი. მთელ მსოფლიოს ბავშვებისთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი გმირის ფოტოების გავრცელება ჩინურ ქსელში წინა წელს აიკრძალა.
ამ აკრძალვის მიზეზი WeChat-ზე გავრცელებული გამოსახულებები გახდა, სადაც ყურადღება გამახვილებული იყო სი ძინპინსა და ვინი პუჰს შორის ფიზიკურ მსგავსებაზე.
ფოტო: globalriskinsights.com
ამ და მსგავსი გამოსახულებების გავრცელებისთვის სამართალდამცავებმა რამდენიმე ადამიანი დააპატიმრეს. სოციალურ ქსელში ხელისუფლების უმაღლესი პირების, კომუნისტური პარტიის ან იდეოლოგიის მიმართ ქილიკისა თუ კრიტიკის გამო მოქალაქეებს რამდენიმეწლიანი სასჯელი ემუქრებათ.
ჩინეთის ხელისუფლებისა გეგმები მარტო ვინი პუჰის გამოსახულებების აკრძალვით არ შემოიფარგლება.
როგორ აკონტროლებს ხელისუფლება საზოგადოებას ?
აპრილში ჩინეთის პოლიციამ შეძლო ამოეცნო და დაეპატიმრებინა ადამიანი პოპ კონცერტზე, სადაც 60 ათასი ადამიანი იმყოფებოდა. ამის საშუალება პოლიციას მას შემდეგ მიეცა, რაც მოქმედებაში ჩაეშვა სახის ამომცნობი კომპიუტერული პროგრამები. მოქალაქის სახე საკონცერტო დარბაზის შესასვლელში განთავსებულმა სპეციალურმა კამერამ ამოიცნო და მისი დაკავება პოლიციამ კონცერტის დაწყებამდე მოახერხა.
სახის ამომცნობი სპეციალური პროგრამები დღითიდღე უფრო პოპულარულია ჩინეთში. ამ ტექნოლოგიის მეშვეობით ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩინეთში ორი ათასი ადამიანი დააპატიმრეს.
ამ დროისთვის ჩინეთში სათვალთვალო კამერების ყველაზე დიდი ქსელი მოქმედებს. ჩინეთში სულ 170 მილიონი სათვალთვალო კამერაა დამონტაჟებული, ამ კუთხით ჩინეთი რეკორდსმენია, შედარებისთვის, აშშ-ში ასეთი 50 მილიონი ვიდეოკამერა არსებობს. სახელმწიფო გეგმის მიხედვით, 2020 წლისთვის დაგეგმილია კიდევ 450 მილიონი სათვალთვალო კამერის ამუშავება. ამ კამერების აბსოლუტური უმრავლესობა სახის ამომცნობი ტექნოლოგიით იქნება აღჭურვილი.
ფოტო: businessinsider.com
შედეგადად, 2020 წლისთვის სახელმწიფო მის ხელთ არსებული ტექნოლოგიის საშუალებით, რამდენიმე წამის განმავლობაში შეძლებს სახეზე ამოიცნოს ჩინეთის თითქმის ყოველი მოქალაქე. საუბარი 1,4 მილიარდ ადამიანზეა.
ფოტო: Time.com
კამერები განთავსებულია საზოგადოებრივი თავშეყრის თითქმის ყოველ წერტილზე. სათვალთვალო კამერების გარდა, ჩინური პოლიცია უკვე თებერვლიდან იყენებს ე.წ. ჭკვიან სათვალეებს. გარეგნულად ეს მოწყობილობა Google Glass-ს წააგავს. ჩინელი პოლიციელების ახალი გაჯეტი დაკავშირებულია სამართალდამცავების მონაცემთა ბაზასთან. სათვალის გამოყენებისთვის საჭიროა პოლიციელმა არა უმეტეს 5 მეტრის დაშორებიდან შეხედოს ადამიანს, ამის შემდეგ სახის ამომცნობი სისტემა ავტომატურად იწყებს ძიებას და დამთხვევის პოვნის შემთხვევაში, პოლიციელს აცნობებს მოქალაქის საცხოვრებელ მისამართსა და სხვა სახის პირად ინფორმაციას. ამ ოპერაციას მხოლოდ 2-3 წუთი სჭირდება.
ფოტო: washingtonpost.com
ისეთ დიდ ქალაქებში, როგორებიცაა პეკინი და შანხაი, პოლიცია ამ კამერების მეშვეობით წესების დამრღვევ ქვეითებს გამოავლენს. იმ ადამიანების სურათები, რომლებმაც ქუჩა არასწორ დროს და არასწორ ადგილას გადაკვეთეს, ტროტუარებზე განთავსებულ სპეციალურ მონიტორებზე (ე.წ. სირცხვილის დაფაზე) გამოისახება. აღნიშნული დაფიდან საკუთარი გამოსახულების მოსაშორებლად აუცილებელია 20 იუანის ($3) გადახდა.
ფოტო: chinadaily.com.cn
სახელმწიფოს, მის ხელთ არსებული ქსელის გარდა, შეუზღუდავი წვდომა აქვს სხვადასხვა კერძო კომპანიის ქსელზეც. სახის ამომცნობი სათვალთვალო კამერების ქსელით ჩინეთში აღჭურვილია თითქმის ყველა მსხვილი კომპანია, ბანკი, სასტუმრო, ტაქსი.
ფოტო: South China Morning Post
ამ მიმართულებით განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში, სადაც პოპულარულია ანტისახელისუფლებო განწყობები. Bloomberg-ის ინფორმაციით, ჩინეთის ხელისუფლება უკვე იყენებს ხელოვნურ ინტელექტს უიგურ მუსლიმებზე სათვალთვალოდ. უიგურები ძირითადად ჩინეთის დასავლეთ ნაწილში, სინცზიანის ავტონომიურ ოლქში ცხოვრობენ. ამ რეგიონში მათი ხვედრითი წილი 70 პროცენტს აღემატება და, დაახლოებით, 10 მილიონს შეადგენს. ამავე რეგიონში მოქმედებს დაჯგუფება "აღმოსავლეთ თურქესტანი", რომელიც ჩინეთისგან რეგიონის სრულ დამოუკიდებლობას მოითხოვს.
2017 წლის დასაწყისში სინცზიანის რეგიონში პოლიციამ სპეციალური სისტემის გამოყენება დაიწყო, რომელიც სათვალთვალო კამერების მეშვეობით ატყობინებს პოლიციას ადგილობრივი მოსახლეების ადგილსამყოფელს. თუკი, ადგილობრივები, 300 მეტრით მაინც მოშორდებიან ე.წ. უსაფრთხო ზონებს, პოლიცია ამის შესახებ ავტომატურად იგებს. "უსაფრთხო ზონებად" მიიჩნევა მოქალაქის საცხოვრებელი და სამუშაო ადგილი, თუ კი მოქალაქე აღნიშნულ ადგილებს 300 მეტრით მაინც მოშორდა, პოლიციას აქვს უფლება, იგი დაკითხვაზე გადაიყვანოს და ბრალის წაყენებამდე დააპატიმროს.
ამის გარდა, სინცზიანის მაცხოვრებლებს ხელისუფლება ავალდებულებს, GPS-ის დამონტაჟებას ავტომობილებში, ასევე, სპეციალური სახის სკანერებზე შემოწმების გავლას სხვადასხვა სადგურსა და ბაზრობაზე.
ფოტო: wsj.com
სათვალთვალო კამერების ქსელი მხოლოდ ნაწილია იმ მთლიანი ქსელის, რომელიც მოქალაქეებზე ინფორმაციის შეგროვებისთვის და მათზე ზედამხედველობისთვის 2005 წელს შეიქმნა და Skynet-ის სახელწოდებით არის ცნობილი. ამ მიმართულებით ჩინეთს ამბიცია აქვს, ხელოვნური ინტელექტის დარგში მსოფლიო ლიდერი გახდეს.
ჩინეთის ხელისუფლების მტკიცებით, ამ მასშტაბის ფართო სათვალთვალო ქსელი და ინფორმაციის შეგროვება ქვეყანას უფრო უსაფრთხოსა და სტაბილურს ხდის. კამერებს მართლაც ხშირად იყენებენ სხვადასხვა დანაშაულში მხილებული ადამიანების დასაპატიმრებლად ან თუნდაც კრიმინალის პრევენციისთვის, თუმცა ეს ყველაფერი არ არის.
რა მიზანი აქვს ხელისუფლებას ?
2020 წლისთვის ჩინეთში, დაახლოებით, 600 მილიონი სათვალთვალო კამერა იმუშავებს და მათი აბსოლუტური უმრავლესობა სახის ამომცნობი პროგრამით იქნება აღჭურვილი. მარტივად, რომ ვთქვათ ეს ნიშნავს, რომ ჩინეთის ყოველ ორ მოქალაქეზე ერთი სათვალთვალო კამერა იქნება დამონტაჟებული.
2015 წელს ჩინეთის ხელისუფლებამ დაიწყო პროექტი, რომელიც სახის ამომცნობი ტექნოლოგიის საფუძველზე სრულყოფილი მონაცემთა ბაზის შექმნას გულისხმობს. სათვალთვალო კამერების ყველაზე დიდი ქსელის შექმნა კი ამ პროექტის მხოლოდ ერთი ნაწილია.
ამ ტექნოლოგიის დახმარებით, ჩინეთის ხელისუფლებას შეეძლება შეაგროვოს და ერთიან ბაზაში მოაქციოს მოქალაქეების პირადი ინფორმაცია. რაც მთავარია, იგეგმება ხელისუფლების მიერ შეგროვებული მონაცემთა ბაზის გაერთიანება პოლიციის, ბანკების და სხვადასხვა ონლაინ-სერვისების მონაცემთა ბაზებთან.
სწორედ ამ გაერთიანებული და ყოვლისმომცველი მონაცემთა ბაზის საფუძველზე, ჩინეთის ხელისუფლება გეგმავს ე.წ. სოციალური სანდოობის რეიტინგის შემოღებას.
სოციალური სანდოობის რეიტინგში გაერთიანებული იქნება ჩინეთის უკლებლივ ყველა მოქალაქე და დაარქივდება მოსახლეობის სრული პირადი ინფორმაცია. თითოეულ მოქალაქეს თავისი ქცევის საფუძველზე მიენიჭება ქულათა გარკვეული რაოდენობა, სწორედ ამ ქულების მიხედვით გადაწყდება, შეეძლება თუ არა მოქალაქეს სხვადასხვა სერვისით სარგებლობა. მაგალითად, საზღვრის გადაკვეთა, ტურისტული ვიზის მიღება, სოციალური დახმარების აღება, იაფფასიან საბანკო კრედიტებზე განაცხადის შევსება და სხვა.
ჯერჯერობით უცნობია თუ რა სისტემით მოხდება ქულების მინიჭება, თუმცა ცნობილია, რომ სისტემა ცენტრალიზებული იქნება და ამ ოპერაციებს სახელმწიფო სტრუქტურები ჩაატარებენ.
მიუხედავად დასავლეთის კრიტიკისა, ჩინეთის ხელისუფლება გეგმების შეცვლას არ აპირებს. სულ მალე ჩინეთში 1984 წელი დადგება.
-
ქალისა და კაცის იმუნური სისტემა განსხვავდება, მაგრამ არა ისე, როგორც გვეგონა ქალისა და კაცის იმუნური სისტემა განსხვავდება, მაგრამ არა ისე, როგორც გვეგონა
გადახედვა
-
პლანეტის დათბობასთან ერთად პეპლები გადაადგილდებიან — ახალი კვლევა პლანეტის დათბობასთან ერთად პეპლები გადაადგილდებიან — ახალი კვლევა
გადახედვა
-
მიკროდრამები — როგორ ჩაითრია 2-წუთიანმა სერიალებმა მილიონობით ადამიანი? მიკროდრამები — როგორ ჩაითრია 2-წუთიანმა სერიალებმა მილიონობით ადამიანი?
გადახედვა
-
მარნეულში საწვავის ფასის თვითნებურად გაზრდის საქმეზე გაზის კომპანიის ხელმძღვანელი დააკავეს მარნეულში საწვავის ფასის თვითნებურად გაზრდის საქმეზე გაზის კომპანიის ხელმძღვანელი დააკავეს
გადახედვა
-
იავნანა — ქართული ენის პირველი გაკვეთილი ბულბულის აპლიკაციაშია ხელმისაწვდომი იავნანა — ქართული ენის პირველი გაკვეთილი ბულბულის აპლიკაციაშია ხელმისაწვდომი
-
ირაკლი ყანდაშვილი შსს-ს მოუწოდებს, დადიანიძის ოჯახის ადვოკატ ტარიელ კაკაბაძესთან დაკავშირებული განცხადებები იყოს ზედმიწევნით ზუსტი ირაკლი ყანდაშვილი შსს-ს მოუწოდებს, დადიანიძის ოჯახის ადვოკატ ტარიელ კაკაბაძესთან დაკავშირებული განცხადებები იყოს ზედმიწევნით ზუსტი
გადახედვა
-
25 აგვისტოს სითი მოლში ექსკლუზიური ქეშბექი გელოდებათ! 25 აგვისტოს სითი მოლში ექსკლუზიური ქეშბექი გელოდებათ!
-
ასტრონომებმა "მეგა-დედამიწა" აღმოაჩინეს, რომელიც ჩვენი პლანეტასავით კლდოვანია ასტრონომებმა "მეგა-დედამიწა" აღმოაჩინეს, რომელიც ჩვენი პლანეტასავით კლდოვანია
გადახედვა
-
ზვიად ცეცხლაძე ავრცელებს ცრუ და ცილისმწამებლურ ინფორმაციას — პენიტენციური ზვიად ცეცხლაძის წერილზე ზვიად ცეცხლაძე ავრცელებს ცრუ და ცილისმწამებლურ ინფორმაციას — პენიტენციური ზვიად ცეცხლაძის წერილზე
გადახედვა
-
ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოში ჩინეთის ახალგაზრდული დელეგაცია იმყოფებოდა ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოში ჩინეთის ახალგაზრდული დელეგაცია იმყოფებოდა
გადახედვა
-
ფლორიდაში მარჯნის რიფის აღდგენისთვის 1,5 მილიონზე მეტი მარჯნის ემბრიონი გამოიყვანეს ფლორიდაში მარჯნის რიფის აღდგენისთვის 1,5 მილიონზე მეტი მარჯნის ემბრიონი გამოიყვანეს
გადახედვა
-
Sons of Anarchy ახალი სპინოფითა და სიურპრიზით ბრუნდება Sons of Anarchy ახალი სპინოფითა და სიურპრიზით ბრუნდება
გადახედვა
-
Swift-ის გადარჩენა ვერ მოხერხდა — კოსმოსური ტელესკოპი დედამიწაზე ჩამოვარდება Swift-ის გადარჩენა ვერ მოხერხდა — კოსმოსური ტელესკოპი დედამიწაზე ჩამოვარდება
გადახედვა
-
ახალი კვლევა ჰომოს გვარის საზღვრებისა და კლასიფიკაციის გადახედვას გვთავაზობს ახალი კვლევა ჰომოს გვარის საზღვრებისა და კლასიფიკაციის გადახედვას გვთავაზობს
გადახედვა
-
"მონიტორინგი გაუწიეთ სოციალურად დაუცველთა "ბაზის გაწმენდას" — თეონა ჭალიძე სახალხო დამცველს "მონიტორინგი გაუწიეთ სოციალურად დაუცველთა "ბაზის გაწმენდას" — თეონა ჭალიძე სახალხო დამცველს
გადახედვა
-
საგარეო საქმეთა სამინისტრო გაეროს უშიშროების საბჭოს განცხადებაზე ინფორმაციას ავრცელებს საგარეო საქმეთა სამინისტრო გაეროს უშიშროების საბჭოს განცხადებაზე ინფორმაციას ავრცელებს
გადახედვა
-
ცნობილია, სად გაიყიდება სასკოლო ფორმები — მისამართების ჩამონათვალი ცნობილია, სად გაიყიდება სასკოლო ფორმები — მისამართების ჩამონათვალი
გადახედვა
-
კახა კალაძე: 10 სექტემბრისთვის ვგეგმავთ, მოძრაობა აღვადგინოთ ჭოველიძის ქუჩის კვეთიდან ე.წ. ელბაქიძის დაღმართამდე კახა კალაძე: 10 სექტემბრისთვის ვგეგმავთ, მოძრაობა აღვადგინოთ ჭოველიძის ქუჩის კვეთიდან ე.წ. ელბაქიძის დაღმართამდე
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკის მობილბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესოდ დაასახელა Global Finance-მა საქართველოს ბანკის მობილბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესოდ დაასახელა
-
სააკაშვილი გილაურს ენმ-ის დაშლის მცდელობაში ადანაშაულებს — ჯაფარიძე მის ბრალდებებს "უსინდისო ტყუილს" უწოდებს სააკაშვილი გილაურს ენმ-ის დაშლის მცდელობაში ადანაშაულებს — ჯაფარიძე მის ბრალდებებს "უსინდისო ტყუილს" უწოდებს
გადახედვა
-
თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავეს თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავეს
გადახედვა

კომენტარები