რა ვიცით ანაკლიის ახალ ფესტივალზე - Echowaves-ის ლაინაფის წევრები ცნობილია
ფოტო: საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი Echowaves
დღეს, 26 ივნისს, საღამოს 7 საათზე საერთაშორისო ფესტივალი Echowaves პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიების წარმომადგენლებმა საორგანიზაციო ჯგუფის წევრები დააკომპლექტეს, ასევე ფესტივალის დროს დაგეგმილ მუსიკალურ და გასართობ აქტივობებზე ისაუბრეს.
Echowaves 23-დან 26 აგვისტოს ჩათვლით, Check in Georgia-ს ფარგლებში, ანაკლიაში ჩატარდება. ჟანრობრივად განსხვავებულ 5 სცენაზე 150-მდე არტისტი წარსდგება მსმენელის წინაშე. მათ შორის არიან:
- Tricky;
- Solomun;
- Jonas Kopp;
- Function;
- Matthew Dekay;
- Kollektiv Turmstrasse;
- Juan Atkins feat. Dzijan Emin & Tbilisi State Conservatoire Orchestra;
- Nu;
- Dominik Eulberg;
- Henrik Schwarz;
- Viken Arman;
- Derrick Carter;
- Sigha;
- Antigone და სხვ..
ლაინაფის სხვა წევრები დამატებით ერთი კვირის შემდეგ გახდება ცნობილი. ფესტივალის პროექტების მენეჯერი ლანა პაჰიჩი ამბობს, რომ ქართველ მსმენელეს წინ კიდევ ბევრი სიურპრიზი ელის.
"ცოტას თუ მოითმენთ, ნახავთ, რომ წინ კიდევ უფრო დიდი სიურპრიზი გელით. ჩვენ ვცდილობთ, რომ საუკეთესო არტისტები ჩამოვიყვანოთ ფესტივალზე და 3 დაუვიწყარი დღე ვაჩუქოთ მსმენელებს", - ამბობს ლანა პაჰიჩი.
Echowaves ერთ-ერთი ყველაზე დიდი ევროპული ფესტივალის, Exit-ის ქოლგის ქვეშ ტარდება. ფესტივალის მიზანია რეგიონის კულტურულ განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა და ტურისტულად მიმზიდველი პროექტის შექმნა. გარდა მუსიკისა, Echowaves ფესტივალი მოიცავს სპორტულ აქტივობებს, თეატრალურ, სახელოვნებო, კულტურულ ღონისძიებებს, ასევე სოციალურ და საგანმანათლებლო პროექტებს.
ახალ საერთაშორისო ფესტივალზე დიდი ყურადღება ექცევათ ქართველ მუსიკოსებსაც, რომლებიც Echowaves-ზე დაუკრავენ. ესენი არიან: BACHO, Gio Shengelia, Stimmhalt, Tomma, Frequency Shifter, Greenbeam & Leon, Yanamaste და სხვ.
"ამ პროექტის მთავარი მიზანია, რომ ანაკლია, როგორც საფესტივალო ტერიტორია, გაცილებით უფრო პრესტიჟული და ცნობადი გახდეს. ანაკლიას ამის ყველანაირი რესურსი აქვს - ულამაზესი სანაპირო, ინფრასტრუქტურა, კულტურული მიმზიდველობა და სხვ. Check in Georgia-სთან ერთად ამ მიზნის მიღწევა სავსებით რეალურია და ძალიან ცნობილი მუსიკოსების მოწვევით, ჩვენ გვჯერა, რომ ფესტივალი წარმატებული იქნება", - ამბობს Echowaves-ის პროექტების მენეჯერი ლანა პაჰიჩი.
Exit Festival 2000 წელს დაარსდა. მას საფუძველი დიდი სტუდენტური მოძრაობა დაუდო, რომელიც სერბეთში დამოუკიდებლობის და თავისუფლებისთვის იბრძოდა. გარკვეული პერიოდის შემდეგ Exit Festival სრულფასოვან მუსიკალურ ფესტივალად ჩამოყალიბდა, რომელიც ყოველწლიურად მსოფლიო მუსიკალური სცენის ვარსკვლავებს მასპინძლობს.
დაარსებიდან დღემდე Exit Festival-ის სცენაზე ისეთი არტისტები უკრავენ, როგორებიც არიან Depeche Mode, Guns N' Roses, Massive Attack, Faithless, Arctic Monkeys, Jamiroquai, Portishead, Wu-Tang Clan, The Prodigy, Sex Pistols და სხვა.
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
კომენტარები