იარე უფასოდ ტერაბანკის ველოსიპედით - ტერაბანკი საზაფხულო კამპანია "ტერა ბაიკს" იწყებს
ფოტო: ტერა ბანკი
12 ივნისიდან ტერაბანკის საზაფხულო კამპანია ტერა ბაიკი იწყება. კამპანია მიზნად ველოსიპედით სიარულისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას ისახავს. მის ფარგლებში კი, ბანკის არსებულ თუ ახალ მომხმარებლებს ტერაბანკის ველოსიპედებით სარგებლობა თბილისში სრულიად უფასოდ, ნებისმიერ დროს შეეძლებათ.
ზაფხულის განმავლობაში, ტერაბანკის 5 ფილიალთან (ავლაბარში — ქეთევან დედოფლის გამზირი N3, ვაკის პარკის მიმდებარედ — ილია ჭავჭავაძის გამზირი N43, პეკინის გამზირი N24ა, დავით აღამაშენებლის გამზირი N148 და აკაკი წერეთლის გამზირი N60) სპეციალური ველოსადგომები მოეწყობა. სადგომიდან ველოსიპედის გასაყვანად მსურველებს მხოლოდ ტერა ბაიკის ბარათი დასჭირდებათ. ბარათის აღებას ისინი ველოსადგომებთან არსებულ ფილიალებში უფასოდ შეძლებენ.
ამას გარდა, კამპანიის ფარგლებში, ტერაბანკი ტერა ბაიკით სარგებლობის მსურველებს მოსახერხებელ, მოკლე და უსაფრთხო მარშრუტებსაც შესთავაზებს. პროფესიონალი ბაიკერების დახმარებით, უკვე მომზადდა სპეციალური გზამკვლევები, რომლებიც ველოსიპედის მოყვარულებს თბილისის მასშტაბით კომფორტულად გადაადგილებაში დაეხმარება და აჩვენებს, რომ ეფექტური მარშრუტის შემთხვევაში, ველოსიპედით სიარული თბილისშიც მარტივია.
„ტერა ბაიკი ჩვენი საზაფხულო საჩუქარია. ამ კამპანიით ყველა იმ ადამიანის თანამოაზრე ვხდებით, ვისაც ცხოვრების ჯანსაღი წესი და ველოსიპედი ხიბლავს. ამავდროულად, ვფიქრობთ, რომ ტერა ბაიკი ზოგადად ქალაქისთვისაც მნიშვნელოვანი ინიციატივა იქნება. ხშირად ამბობენ, რომ თბილისი ველოსიპედების ქალაქი არ არის, თუმცა თუ მოვინდომებთ და კამპანიის ფარგლებში შექმნილი სპეციალური გზამკვლევებითაც ვისარგებლებთ, ყველაზე ჯანსაღი ტრანსპორტით გადაადგილება ჩვენთანაც იქნება შესაძლებელი. ველოსიპედების ქალაქი კი თბილისიც გახდება. იმედი გვაქვს, ტერაბანკის წამოწყებას ბევრი ადამიანი შემოუერთდება“, — აღნიშნავს ტერაბანკის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი სალომე ქოქოსაძე.
კამპანიაში ჩართულ მომხმარებლებს ველოსიპედით ერთჯერადად სარგებლობა 6 საათის განმავლობაში შეეძლებათ. დროის ამოწურვამდე ნახევარი საათით ადრე მათ სპეციალური გამაფრთხილებელი შეტყობინებაც მიუვათ. თუმცა, ველოსიპედის გაყვანის რაოდენობა შეზღუდული არ არის: სადგომზე დაბრუნების შემდეგ, სურვილის შემთხვევაში, ტერა ბაიკის ბარათის დახმარებით, მომხმარებელი ველოსიპედით სარგებლობას კვლავაც შეძლებს.
საზაფხულო კამპანია ტერა ბაიკი თბილისის მასშტაბით 15 აგვისტოს დასრულდება.
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
კომენტარები