ტვიტერის პასუხი დემი ლოვატოს, რომელმაც დაცვის წევრთან მეძავი უნებართვოდ შეუშვა
ფოტო: Reuters
კვირას ღამით, ამერიკელმა მომღერალმა დემი ლოვატომ, გადაწყვიტა, რომ ტვიტერზე ფანები გაეხარებინა და მათ კითხვებზე ეპასუხა.
მომღერალი ალბათ ვერ იფიქრებდა, რომ ის, რაც "გულწრფელი პასუხი" ეგონა, სინამდვილეში პრობლემებს შეუქმნიდა.
როდესაც ფანმა ჰკითხა, გაეხსენებინა, ყველაზე სასაცილო პრანკი, ლოვატომ ასეთი ისტორია მოყვა [ტვიტი უკვე წაშლილია]:
"ვეგასში ყოფნისას, მეძავი დავიქირავე და ჩემს დაცვის წევრთან, მაქსთან, შევუშვი, რომ ის გაეოცებინა. ის მის ოთახში უნებართვოდ შევიდა და გენიტალიებზე წაავლო. მაქსს შიშისგან გული გაუსკდა, ჰაჰაჰაჰაჰა"
ის, რაც დემის ხუმრობა ეგონა, სექსუალური შევიწროებაა და ტვიტერმა მას შესაბამისად უპასუხა.
"ანუ, მან დაიქირავა ვიღაც, რომელიც სხვას სექსუალურად შეავიწროებდა. ყოჩაღ"
"ეს ნორმალური არაა და ძალიან ცუდი საქციელია. დემის მხრიდან ეს სექსუალურ თავდასხმაში ხელშეწყობაა, მეორე ქალის მხრიდან კი, სექსუალური თავდასხმა. რა ამაზრზენია"
ტვიტერის მომხმარებლები წერდნენ, რომ დემის ტვიტი იმის მაგალითია, რატომ არავინ საუბრობს კაცების სექსუალურ შევიწროებაზე.
"მინდა ხმამაღლა ვთქვა, რომ თავდასხმა თავდასხმაა! სტატისტიკური მონაცემებით, ყველაზე ხშირად მსხვერპლებს მათი ნაცნობები ესხმიან თავს. არც კი შემიძლია იმის წარმოდგენა, როგორ უნდა დაიქირავო ვინმე, რომელიც სხვა ადამიანს ასე უნდა მოექცეს და შემდეგ ამას პრანკი უწოდო. სექსუალური თავდასხმის მსხვერპლნი კაცებიც ხდებიან!"
"რა ვისწავლე დღეს: დემი ლოვატოს აზრით, კაცების სექსუალური შევიწროება სასაცილოა. იქნებ 2018 წელს მაინც მივხვდეთ, რომ კაცების მიმართ ასეთი რამ არც ნორმალურია და არც სასაცილო? ახალი ამბავია, რომ კაცებს გრძნობები აქვთ? და ისინიც შეიძლება გახდნენ სექსუალური შევიწროების მსხვერპლნი?"
ამ გამოხმაურების შემდეგ, დემი ლოვატომ ჩათვალა, რომ ინტერნეტი მის საქციელს ძალიან სენსიტიურად მიუდგა:
"შეიძლება დავწერო, რომ ჟელიბონი მინდა და ხალხი ამასაც კი შეურაცხყოფად მიიღებს"
თუმცა მომღერალს არც ამ ტვიტში გაუმართლა, რადგან ხალხმა ის ხელმეორედ გააკრიტიკა.
მოგვიანებით დემიმ პირველი ტვიტი წაშალა და ბოდიში მოუხადა ყველას, ვინც მისი სიტყვები შეურაცხყოფად მიიღო.
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
-
"ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს "ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს
გადახედვა
-
სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა
კომენტარები