შინაგან საქმეთა მინისტრი ხორავას ქუჩაზე მოკლული ბიჭის მამას, დავით დადუნაშვილსა და სახალხო დამცველს შეხვდა. დადუნაშვილის ადვოკატის თქმით, გარდაცვლილის მამამ მინისტრთან შეხვედრის სურვილი თვითონ გამოთქვა სურვილი.

ადვოკატი ამბობს, რომ შეხვდრის მიზანი იყო დაზარალებულს მიეღო იმ კითხვებზე პასუხი, რომელიც ბოლო პერიოდში გაჩნდა.

"მოწმეზე ზემოქმედებისა და შეუტყობინებლობის ნაწილში არსებული საქმეების გამოძიება გაერთიანდება, გადაიკითხებიან მოწმეები, რომლებიც იყვნენ შემთხვევის თვითმხილველები და უახლოეს პერიოდში რაღაც შედეგებს უნდა ველოდოთ", - განაცხადა დავით დადუნაშილის ადვოკატმა.

საქართველოს სახლხო დამცველის თქმით, შსს-ს პროგრესი აქვს ორივე მიმართულებით. ნინო ლომჯარიას თქმით, გამოძიებასთან დაკავშირებით მას ყველა დოკუმენტი გადაეცემა.