ბექა წიქარიშვილი: ყველა ადეკვატური მოქალაქის ვალდებულებაა ახლა ეს პროცესი კლოუნადისგან ვიხსნათ
ფოტო: On.ge
თეთრი ხმაურის მოძრაობის ლიდერის ბექა წიქარიშვილის განცხადებით, პარლამენტთან მიმდინარე პროტესტი პოლიტიკური ინტერესებისგან უნდა დაიცალოს. ამის შესახებ ბექა წიქარიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.
მისი თქმით, ზაზა სარალიძესთან სასწრაფოდ სალაპარაკო და ასახსნელი, რომ ტრაგედიებს ჩასაფრებული სვავების შემოკრებით პროტესტი შორს ვერ წავა.
"ისინი მხოლოდ შეჭამენ გულწრფელ ტკივილს და ნაცვლად საკუთარ ნაგავს დაყრიან. ყველა ადეკვატური მოქალაქის ვალდებულებაა ახლა ეს პროცესი კლოუნადისგან ვიხსნათ. გუშინ მთელი საღამო რუსთავი 2-ს ვუყურებდი და გული მისკდებოდა იმის ცქერით როგორ ილოკავენ ტუჩებს ჰუმანიზმს ამოფარებული სადისტები (დაქირავებულ ჭირისუფლად მოვლენილი არხის დირექტორის ჩათვლით). სასწრაფოდ დასაცლელია ეს პროტესტი ნაც-ქოცური ნარატივებისგან და წამოსაწევია მათი სამარცხვინო პოლიტიკით გამოწვეული საზოგადოებრივი წუხილები", - დაწერა ბექა წიქარიშვილმა.
ბექა წიქარიშვილი ფიქრობს, რომ ოცნება თავისი საკონსტიტუციო უმრავლესობით ფაქტობრივად უკვე დეფაქტოა.
"აქციების გაშავების კანტორის" ამუშავება მხოლოდ ადასტურებს ამას. არ ვიცი როგორ დასრულდება პროცესები, მაგრამ ბიძინა კი არა მსოფლიო ოლიგარქიაც ვეღარ იხსნის მათ. პოლიტიკური განაჩენი გუნდს გამოტანილი აქვს და დღეს თუ ხვალ აღსრულდება. პოლიტიკური ოპოზიციის არარსებობის ფონზე კი, პრაგმატული თვალსაზრისითაც და საჯარო ინტერესების გათვალისწინებითაც, სჯობს ეს ხვალ მოხდეს", - წერს წიქარიშვილი.
მისი აზრით, უმჯობესი იქნებოდა საგამოძიებო კომისია პოლიტიკურად დამოუკიდებელი პირებისგან დაკომპლექტებულიყო.
"სჯობდა დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანო მოგვეთხოვა, გაიძვერა პოლიტიკოსების ნაცვლად მაღალი სანდოობის მქონე პირებისგან დაგვეკომპლექტებინა და თუ სისტემის დანაშაულებზე ვსაუბრობთ, ხორავას ტრაგედიასთან ერთად (რომელშიც ჩვენი, ეთიკურობისა და მორალურობისგან დაცლილი ქართული ოჯახებისა და საზოგადოების ბრალეულობაც უნდა ამოვიკითხოთ), უნდა მოვითხოვოთ ლევან აბზიანიძის, დემურ სტურუას, ამირან კვირიკაშვილის, პაატა პავლიაშვილის, თემირლან მაჩალიკაშვილის, ფენტანილგარეული ნივთიერებებით დახოცილი ახალგაზრდებისა და სხვა ტრაგიკული საქმეების ხელახალი, ღია და მიუკერძოებელი გამოძიება", - დაწერა ბექა წიქარიშვილმა.
-
ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა
გადახედვა
-
ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ
გადახედვა
-
"ნეტგაზეთი": კონრად ადენაუერის ფონდმა, რომელიც გრანტების კანონის გამო დაიხურა, 2003 წელს ნიკოლოზ სამხარაძეს სწავლა დაუფინანსა "ნეტგაზეთი": კონრად ადენაუერის ფონდმა, რომელიც გრანტების კანონის გამო დაიხურა, 2003 წელს ნიკოლოზ სამხარაძეს სწავლა დაუფინანსა
გადახედვა
-
მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკმა მასწავლებლებს სხვადასხვა შეთავაზება მოუმზადა მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკმა მასწავლებლებს სხვადასხვა შეთავაზება მოუმზადა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისში და ბათუმში გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისში და ბათუმში გაიმართება
-
ChatGPT-ში ამიერიდან ტანსაცმლის მოსინჯვას შეძლებთ ChatGPT-ში ამიერიდან ტანსაცმლის მოსინჯვას შეძლებთ
გადახედვა
-
ახალი პროფესია, ახალი ეტაპი — ნათია მახარაშვილის გზა კულინარიისკენ | საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი ახალი პროფესია, ახალი ეტაპი — ნათია მახარაშვილის გზა კულინარიისკენ | საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი
-
როგორ ცვლის AI გლობალურ შრომის ბაზარს — საერთაშორისო გიგანტების გამოცდილება როგორ ცვლის AI გლობალურ შრომის ბაზარს — საერთაშორისო გიგანტების გამოცდილება
-
პროკურატურამ ფულის გათეთრებაზე ძმებ ფეიქრიშვილებს ახალი ბრალდება წაუყენა პროკურატურამ ფულის გათეთრებაზე ძმებ ფეიქრიშვილებს ახალი ბრალდება წაუყენა
გადახედვა
-
ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა
გადახედვა
-
ნამდვილი კადრები თუ AI? — Nikon-ის კონკურსში გამარჯვებულ ვიდეოს ეჭვქვეშ აყენებენ ნამდვილი კადრები თუ AI? — Nikon-ის კონკურსში გამარჯვებულ ვიდეოს ეჭვქვეშ აყენებენ
გადახედვა
-
მომავალ წელს სასკოლო ფორმებისთვის ბიუჯეტიდან ₾15,5 მლნ იქნება გათვალისწინებული მომავალ წელს სასკოლო ფორმებისთვის ბიუჯეტიდან ₾15,5 მლნ იქნება გათვალისწინებული
გადახედვა
-
რა არის ლეტალური ინიექცია და როგორ გადაურჩა მის ორ დოზას სიკვდილმისჯილი ქალი რა არის ლეტალური ინიექცია და როგორ გადაურჩა მის ორ დოზას სიკვდილმისჯილი ქალი
გადახედვა
-
გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტი 5 740 000 ლარი იქნება გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტი 5 740 000 ლარი იქნება
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა
-
რა ქონებას ფლობს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი? რა ქონებას ფლობს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი?
გადახედვა
-
შემდეგი პოდკასტი: როგორ ჩნდება ცნობიერება — ტვინის ყველაზე დიდი საიდუმლო შემდეგი პოდკასტი: როგორ ჩნდება ცნობიერება — ტვინის ყველაზე დიდი საიდუმლო
-
ფრიდრიხ ნაუმანის ფონდმა საქართველოში მუშაობა შეაჩერა ფრიდრიხ ნაუმანის ფონდმა საქართველოში მუშაობა შეაჩერა
გადახედვა
-
ლევან ჟორჟოლიანი: უცხოურ გრანტებზე თანხმობების გაცემის მაჩვენებელი 95%-ია ლევან ჟორჟოლიანი: უცხოურ გრანტებზე თანხმობების გაცემის მაჩვენებელი 95%-ია
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, მათი F-16-ების ნახევარი დიდი ხანია ევროპაშია რემონტის მიზნით ზელენსკის თქმით, მათი F-16-ების ნახევარი დიდი ხანია ევროპაშია რემონტის მიზნით
გადახედვა
-
იტალიის სენატში დოკუმენტური ფილმის "ბუჩამდე იყო აფხაზეთი" ჩვენება და დისკუსია გაიმართა იტალიის სენატში დოკუმენტური ფილმის "ბუჩამდე იყო აფხაზეთი" ჩვენება და დისკუსია გაიმართა
გადახედვა
კომენტარები