ზაზა სარალიძე

1 Jun. 2018, 11:41

დიდი მადლობა, ბატონო პრემიერო სამძიმრის გამოცხადებისთვის. ახლა რაც შეეხება ხელახალ გამოძიებას. მაგ უმეცარი ნაბიჯით მე ვეღარ მომატყუებთ. რომელ გამოძიებაზეა საუბარი, როდესაც აღარც მოწმეები და აღარც ნივთმტკიცებები აღარ არსებობს.

მოწმეების მშობლები დააშინეს პროკურატურის დახმარებით სუბელიანის ოჯახმა და აგრეთვე გაანადგურეს ნივთმტკიცებები. როგორ ფიქრობთ? ვინმე გადადგამს ნაბიჯს და თავიანთი შვილების სიცოცხლეს ეჭვქვეშ დააყენებენ???

მე ვიცი, რომ განწირული ვარ ამ საქმიდან გამომდინარე და ადრე თუ გვიან მომიღებთ ბოლოს და ბატონი იური ვაზაგაშვილის ბედს გავიზიარებ.

მაგრამ მე არ მოგცემთ უფლებას ჩემ შვილს სულში ჩააფურთხოთ იქამდე, სანამ ცოცხალი ვარ. მაგ ზღაპრებს მე ექვსი თვე ვისმენდი.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
  2. ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ?
  3. ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
  4. თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
  5. მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ სერგო მეთოფიშვილი დაინიშნა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ სერგო მეთოფიშვილი დაინიშნა. პლენუმის გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია უზენაესი…