ხორავას ქუჩაზე გარდაცვლილის მამა, ზაზა სარალიძემ მთავარ პროკურორთან, ირაკლი შოთაძესთან შეხვედრის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ On.ge-ს ჟურნალისტი პროკურატურის შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან იუწყება.

ამ დრომდე ზაზა სარალიძე ითხოვდა, რომ პროკურორი შენობის გარეთ გამოსულიყო.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩის საქმეზე ერთი ბრალდებული სარალიძის ნაწილში გაამართლა, ხოლო მეორე ბრალდებულს სარალაძის ნაწილში მუხლი შეუცვალეს. კერძოდ, მუხლი განზრახ მკვლელობიდან მკვლელობის მცდელობად გადაკვალიფიცირდა.

დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებული გამოძიებას არ ჰყავს და დაკავებულს ედავებიან მხოლოდ განზრახ მკვლელობის მცდელობას.