რა კავშირია ბრიუსელისა და პარიზის ტერაქტებს შორის
ფოტო: AFP
- ბელგია ევროპაში ისლამური სახელმწიფოს მებრძოლების უმსხვილეს ექსპორტიორია
- ბრიუსელის ტერაქტი პარიზის ტერაქტში ეჭვმიტანილის, სალაჰ აბდესლამის დაკავებიდან 3 დღეში მოხდა
- აბდესლამის დაკავების დროს ცნობილი გახდა, რომ მორიგი ტერაქტი ბრიუსელში იგეგმებოდა
- ბრიუსელში, მოლენბიკში, უამრავი ახალგაზრდა ემზადება ISIS-ის რიგებში გასაწევრიანებლად
- წლების განმავლობაში ქვეყანაში არსებულ ტერორიზმთან დაკავშირებულ პრობლემას ბელგიის მთავრობა ვერ უმკლავდება
რა კავშირია პარიზისა და ბრიუსელის ტერაქტებს შორის
გუშინ, 22 მარტს ბრიუსელის აეროპორტსა და მეტროში განხორცილებული თავდასხმებზე, ისევე როგორც 2015 წლის 14 ნოემბერს პარიზში მომხდარ ტერორისტულ აქტებზე, პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფებამ ISIS აიღო. ჯერჯერობით უცნობია, არის თუ არა რაიმე რეალური კავშირი პარიზის ტერაქტსა და ბრიუსელში მომხდარ აფეთქებებს შორის. თუმცა, არსებობს მოსაზრება იმის შესახებ, რომ ბრიუსელის ტერაქტი პარიზის ტერაქტის გაგრძელება იყო.
22 მარტს ბელგიის დედაქალაქში ორი აფეთქება მოხდა. პირველი თავდასხმა ბრიუსელის აეროპორტში განხორციელდა, მეორე კი-ადგილობრივ მეტროსადგურში. ტერორისტული აქტის შედეგად 31 ადამიანი გარდაიცვალა, 261 კი დაშავდა.
დაახლოებით 4 თვის წინ, პარიზშიც განხორციელდა ტერორისტული აქტები. 6 ლოკაციაზე განხორციელებულ თავდასხმებს სულ 130 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 368 კი დაშავდა. საფრანგეთის დედაქალაქში მომხდარი ტერორისტული აქტის შემდეგ, მალევე გაირკვა, რომ თავდასხმის სავარაუდო მეთაური, ისლამური სახელმწიფოს ტერორისტი, ბელგიის მოქალაქე Abdelhamid Abaaoud იყო. აბააოუდი ტერაქტიდან ხუთ დღეში პოლიციის მიერ ჩატარებული ერთ-ერთი რეიდის დროს მოკლეს. კიდევ ერთი გადარჩენილი ტერორისტი, რომელსაც სამართალდამცავი ორგანოები ეძებდნენ, 26 წლის ბრიუსელის მოქალაქე Salah Abdeslam იყო, რომლის 31 წლის ძმამაც ტერაქტის დროს თავი აიფეთქა.
ბიბისის 19 მარტის ინფორმაციით, ოთხთვიანი ძებნის შემდეგ ბელგიის სამართალდამცავმა ორგანოებმა ბრიუსელში აბდესლამი დააკავეს. ის ქალაქის გარეუბან Molenbeek-ში ოთხ ადამიანთან ერთად პოლიციის მიერ ჩატარებული რეიდების დროს აიყვანეს. ბელგიის ხელისუფლება იტყობინებოდა, რომ დაკავებამდე აბდესლამი კიდევ გეგმავდა ტერაქტს, ამჯერად ბელგიაზე თავდასხმას.
ამავე მოსაზრებას ეთანხმება ბრიუსელის უნივერსიტეტის პროფესორი დეივ სინარდეთიც, რომლის თქმითაც 22 მარტს ბელგიაში მომხდარი ტერაქტები დიდი ხნით ადრე დაიგეგმა, თუმცა ბოლო დღეებში პარიზის ტერაქტში ეჭვმიტანილების დაჭერამ, გეგმის განხორციელება უბრალოდ დააჩქარა.
ბელგიის დასახლება მოლენბიკში ჯიჰადისტები ცხოვრობენ
ოქსფორდის უნივერსტეტის კვლევამ აჩვენა, რომ დასავლეთი ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით, ბელგიაში ყველაზე დიდი რაოდენობის ჯიჰადისტია. აისის მებრძოლების მოძებნის პროცესში მთავარ როლს კი სოციალურ ქსელები ასრულებენ.
განხილვის საგანია ასევე ამ პროცესში მეჩეთების ჩართულობის საკითხიც. მოლენბიკის ერთ-ერთმა მკვლევარი, მონტასერ ალდემეეჰი ამბობს, რომ იმ სასულიერო პირების დასახელება შეუძლია, რომლებიც სირიაში საბრძოლველად გაემგზავრნენ. თუმცა, ამავდროულად არსებობენ ჯიჰადისტები, რომლებსაც მეჩეთში სერთოდ არ უვლიათ და სირიასა და ერაყში ე.წ. ქუჩის ბანდების მეშვეობით მოხვდნენ.
მოლენბიკი ბრიუსელის ჩრდილო ნაწილის გარეუბანია, სადაც 10 ათასი ადამიანი ცხოვრობს, რომელთა შორის ჯიჰადისტების ძალიან დიდი რაოდენობაა. ამ ადგილას პირველად დაახლოებით 50 წლის წინ თურქი და მაროკოელი იმიგრანტები დასახლდნენ. ადგილობრივი მუსლიმი მოსახლეობის რამდენიმე წევრი უკვე დიდი ხანია, რაც ტერორისტულ დაჯგუფებებთან კავშირშია შემჩნეული. ქალაქის სხვა ნაწილების განვითარების პარალელურად აღნიშნულ დასახლებაში უმუშევრობა 40%-ს აღწევს, ხოლო სიღარიბის, კრიმინალისა და ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების მაჩვენებელი მაღალია.
ქალაქის ამ ნაწილის მოსახლეობის 23-30% ძირითადად დაბალი განათლებისა და შემოსავლის მქონე მუსლიმები არიან, რომლებიც ხშირად დასაქმების სფეროში დისკრიმინაციის მსხვერპლნი ხდებიან. იმიგრანტების დიდი ნაწილი ხშირ შემთხვევაში წამგებიან მდგომარეობაში იმყოფება, რადგან ისინი მხოლოდ ფრანგულად ან არაბულად საუბრობენ, მაღაზიებში კი ითხოვენ ფრანგულის, ფლამანდრულის, ჰოლანდიურისა და ხშირად ინგლისურის ცოდნასაც. ამასთან, ზოგიერთი მუსლიმი საუბრობს იმაზეც, რომ 2012 წელს ისლამური ვუალის ტარების აკრძალვამ საზოგადოებრივ ადგილებში მუსლიმებისა და კათოლიკეების გაუცხოება გამოიწვია.
ITINERA-ს ინსტიტუტის თანამშრომელმა, ბილალ ბენიაიქმა გასულ წელს The Washington Post-თან მოლენბიკის რაიონში კონსერვატორული რელიგიური სკოლების შექმნისათვის დახარჯულ თანხებზე ისაუბრა, რომლებიც 1970-იან წლებში ბრიუსელში საუდის არაბეთისა და სპარსეთის ყურის მდიდარი ქვეყნებიდან შევიდა. აღნიშნულთან დაკავშირებით მნიშვნელოვან ცნობებს გვაწვდის ბელგიელი ჟურნალისტის ჰინდ ფრაიჰის 10 წლის წინ გაკეთებული ნაშრომიც, რომლშიც ის წერს, რომ მას შემდეგ, რაც მოლენბიკში თავი სოციოლოგიის სტუდენტად გაასაღა, აღმოაჩინა რომ ექსტრემისტული ლიტერატურის შეძენა, რომელიც მკითხველს ურწმუნოებთან ბრძოლისკენ მოუწოდებს, თავისუფლად შეეძლო. ფრაიჰის თქმით, წიგნებში საუბარია, თუ როგორ შეუძლიათ ჯიჰადისტებს საიდუმლო სიმბოლოებითა და კოდებით კომუნიკაცია.
მოლენბიკში მან ის ახალგაზრდა მუსლიმებიც ნახა, რომლებიც რადიკალისტი მოძღვრების გავლენის ქვეშ იმყოფებოდნენ. როგორც ფრაიჰი აღნიშნავს, ბელგიის ხელისუფლების უმოქმედობის გამო, ახლა არსებობს მთელი თაობა, რომელიც ელოდება, თუ როდის მიიღებს ტერორისტულ მოქმედებებში მონაწიელეობას. ამ ადამიანთა რიცხვი უცნობია, რადგან ისინი შეიძლება საშუალო კლასის მოსახლეობაში ღიად, ჩვეულებრივი ადამიანებივით ცხოვრობდნენ.
თავის წიგნში ფრაიჰი წერს, რომ ის შეხვდა სამ ახალგაზრდა მუსლიმს, რომლებმაც სკოლას თავი დაანებეს და მოგვიანებით სირიაში წავიდნენ. ეს ახალგაზრდები ჯიბგირები იყვნენ, თუმცა თავად ამ ქმედებას ჯიჰადს უწოდებდნენ, რადგან თავდასხმებს ბრიუსელის დასავლეთის ნაწილის მოსახლეობაზე ახორციელებდნენ. ფრაიჰმა მათ უთხრა, რომ მათი ქმედება რასიზმს უფრო წააგავდა, მათ კი უპასუხეს, რომ ეს განგსტერული ისლამი იყო
“ამ ახალგაზრდა ადამიანებს არ აქვთ სამსახური და მომავალი, ასე რომ მათი დარწმუნება, მათთვის დიდი სამომავლო ისტორიის შექმნა, ძალიან ადვილია. ვგულისხმობ დიდ, კოლექტიურ ისტორიას, ოცნებებს, მიზნებს, იდეალიზმს", - ამბობს ფრაიჰი.
ბელგია ტერორისტების პრობლემას ვერ უმკლავდება
მიუხედავად იმისა, რომ ბრიუსელი წლების განმავლობაში ევროპული კულტურისა და პოლიტიკის ცენტრად ითვლებოდა, ბოლო დროს მისი რეპუტაცია სწორედ ტერორისტულ დაჯგუფებებთან და ექსტრემიზმთან კავშირმა გააფუჭა. მეტიც, ვაშინგტონ პოსტის ინფორმაციით, უკანასკნელ წლებში თითქმის 500 ბელგიელი მოქალაქე სირიასა და ერაყში მიმდინარე კონფლიქტში იბრძოდა, საბოლოოდ კი მათი უმეტესობა ისლამური სახელმწიფოს რიგებში გაწევრიანდა. სწორედ ამ ფაქტებზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ ბელგია ევროპაში ისლამური სახელმწიფოს მებრძოლების უმსხვილეს ექსპორტიორად იქცა.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ ბელგიაში მცხოვრებმა უამრავმა მუსლიმმა თავად შეძლო აისისთან კავშირის დამყარება. სირიასა და ერაყში წასული ზოგიერთი ადამიანი ან საბრძოლო მოქმედებების დროს დაიღუპა, ან იქ დარჩა, სხვები კი ევროპაში დაბრუნდნენ. ბელგიის ხელისუფლება ფიქრობს, რომ საბრძოლო მოქმედებებიდან 100-მდე მებრძოლი შეიძლება დაბრუნებულიყო, მათ შორის აბააოუდიც, რომელიც პარიზის ტერაქტის ერთ-ერთი ლიდერად ითვლება.
ისლამური სახელმწიფოს ამ და სხვა მებრძოლების მიერ შექმნილი საფრთხე ბელგიის სახელმწიფოსათვის სირთულე აღმოჩნდა. პრობლემა მხოლოდ ჯიჰადისტების პოტენციურ რაოდენობაში არ მდგომარეობს. ქვეყანა ასევე ცნობილია, როგორც შეიარაღებული კონტრაბანდისტების რეგიონული ცენტრი, ხოლო ბელგიის ორენოვანი სტრუქტურა გამომძიებლებს ინფორმაციის გადაცემის პროცესშიც უქმნის პრობლემებს.
ასევე აღსანიშნავია, რომ ბრიუსელის პოლიციის ვიდეო თვალთვალის სისტემის ხარისხი პარიზისა და ლონდონის სათვალთვალო სისტემებისას ბევრად ჩამოუვარდება. ნათელია, რომ ქვეყნის თავდაცვის სისტემაში რიგი ხარვეზებია. ბელგიის მოქალაქეები კი შეშინებულები არიან, მათთვის უცნობია, მოხდება თუ არა მათ ქვეყანაში მორიგი ტერაქტი.
აშშ-ს ტერორიზმთან ბრძოლის ექსპერტი კლინ ვოთსი კი განმარტავს, რომ ბრიუსელის თავდასხმები პარიზის ტერაქტის გაგრძელებაა, თუმცა უცნობია, ბელგიის დედაქალაქში მომხდარ ტერორისტულ აქტს მოჰყვება თუ არა რაიმე სახის გაგრძელება.
მასალა მომზადებულია უცხოურ მედიაზე დაყრდნობით.
-
რომის პაპი: მე კვლავაც ხმამაღლა ვისაუბრებ ომის წინააღმდეგ, შევეცდები მშვიდობის ხელშეწყობას რომის პაპი: მე კვლავაც ხმამაღლა ვისაუბრებ ომის წინააღმდეგ, შევეცდები მშვიდობის ხელშეწყობას
გადახედვა
-
სოფელ ველისციხეში, უხვი ნალექის შედეგად ადიდებულმა ხევმა ე.წ "ჟორსის ხიდი" დააზიანა სოფელ ველისციხეში, უხვი ნალექის შედეგად ადიდებულმა ხევმა ე.წ "ჟორსის ხიდი" დააზიანა
გადახედვა
-
ჩინეთი Tisza-ს და მის ლიდერს უნგრეთის არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს ჩინეთი Tisza-ს და მის ლიდერს უნგრეთის არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს
გადახედვა
-
ოპოზიციური ალიანსი პიტერ მადიარის პარტიას უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს ოპოზიციური ალიანსი პიტერ მადიარის პარტიას უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს
გადახედვა
-
ლევან მახაშვილი: უნგრეთში არჩევნებს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში ვაკვირდებოდით ლევან მახაშვილი: უნგრეთში არჩევნებს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში ვაკვირდებოდით
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს და ოცნებას "გარდაეცვალათ" მამა, ვიქტორ ორბანის სახით მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს და ოცნებას "გარდაეცვალათ" მამა, ვიქტორ ორბანის სახით
გადახედვა
-
დავით მათიკაშვილი: მნიშვნელოვანია, რომ უნგრელ და ქართველ ხალხსა და ხელისუფლებებს შორის ურთიერთობა გაღრმავდეს დავით მათიკაშვილი: მნიშვნელოვანია, რომ უნგრელ და ქართველ ხალხსა და ხელისუფლებებს შორის ურთიერთობა გაღრმავდეს
გადახედვა
-
მაკა ბოჭორიშვილი: ვგეგმავთ ვიზიტებს ტაჯიკეთსა და ყირგიზეთში მაკა ბოჭორიშვილი: ვგეგმავთ ვიზიტებს ტაჯიკეთსა და ყირგიზეთში
გადახედვა
-
"ლელო": "ორბანის მმართველობის წინააღმდეგ საზოგადოების მკაფიო პოზიცია არის მაგალითი იმისა, რომ არცერთი სისტემა არ არის ურღვევი" "ლელო": "ორბანის მმართველობის წინააღმდეგ საზოგადოების მკაფიო პოზიცია არის მაგალითი იმისა, რომ არცერთი სისტემა არ არის ურღვევი"
გადახედვა
-
მსოფლიო ლიდერები პიტერ მადიარის არჩევნებში გამარჯვებას ულოცავენ მსოფლიო ლიდერები პიტერ მადიარის არჩევნებში გამარჯვებას ულოცავენ
გადახედვა
-
პეტერ მადიარი: უდიდესი პატივია, რომ მოგვანდეთ მთავრობის ფორმირება და ის, რომ მომდევნო 4 წლის განმავლობაში ვიმუშაოთ თავისუფალი, ევროპული, ფუნქციონირებადი და ჰუმანური უნგრეთისთვის პეტერ მადიარი: უდიდესი პატივია, რომ მოგვანდეთ მთავრობის ფორმირება და ის, რომ მომდევნო 4 წლის განმავლობაში ვიმუშაოთ თავისუფალი, ევროპული, ფუნქციონირებადი და ჰუმანური უნგრეთისთვის
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ვულოცავ პეტერ მადიარს და მის პარტიას უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ირაკლი კობახიძე: ვულოცავ პეტერ მადიარს და მის პარტიას უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას
გადახედვა
-
ურსულა ფონ დერ ლაიენი: უნგრეთმა ევროპა აირჩია. ქვეყანა ევროპულ გზას უბრუნდება. კავშირი ძლიერდება ურსულა ფონ დერ ლაიენი: უნგრეთმა ევროპა აირჩია. ქვეყანა ევროპულ გზას უბრუნდება. კავშირი ძლიერდება
გადახედვა
-
პეტერ მადიარი: ბუდაპეშტი EU-სა და NATO-ს ძლიერი მოკავშირე იქნება პეტერ მადიარი: ბუდაპეშტი EU-სა და NATO-ს ძლიერი მოკავშირე იქნება
გადახედვა
-
საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიოს სააღდგომო ეპისტოლე საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიოს სააღდგომო ეპისტოლე
გადახედვა
-
ისტორიული მისია შესრულებულია! — Artemis 2-ის ეკიპაჟი დედამიწაზე მშვიდობით დაბრუნდა ისტორიული მისია შესრულებულია! — Artemis 2-ის ეკიპაჟი დედამიწაზე მშვიდობით დაბრუნდა
გადახედვა
-
მარიკა არევაძის ინფორმაციით, 9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ კაცს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა მარიკა არევაძის ინფორმაციით, 9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ კაცს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
გადახედვა
-
BMG: ზაზა ფაჩულია რაჭაში ჰესს ააშენებს BMG: ზაზა ფაჩულია რაჭაში ჰესს ააშენებს
გადახედვა
-
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით 11 აპრილის 23:00-დან 12 აპრილის 04:00 საათამდე თბილისის მეტროთი მგზავრობა უფასო იქნება აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით 11 აპრილის 23:00-დან 12 აპრილის 04:00 საათამდე თბილისის მეტროთი მგზავრობა უფასო იქნება
გადახედვა
-
პოლონეთში 5 თვის ქართველი ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად გარდაიცვალა — დაკავებულია დედა, მამა ძებნაშია პოლონეთში 5 თვის ქართველი ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად გარდაიცვალა — დაკავებულია დედა, მამა ძებნაშია
გადახედვა
-
ვლადიმერ პუტინმა უკრაინასთან "სააღდგომო ზავი" გამოაცხადა ვლადიმერ პუტინმა უკრაინასთან "სააღდგომო ზავი" გამოაცხადა
გადახედვა

კომენტარები