პრეზიდენტის 2018 წლის მოხსენება - სრულად
საქართველოს პრეზიდენტმა რამდენიმე საათის წინ დაასრულა 2018 წლის მოხსენება. მისი სიტყვით გამოსვლა რამდენიმე აქტუალურ თემას შეეხებოდა, მათ შორის მედიასა და სასამართლოს.
On.ge-ს პრეზიდენტის 2018 წლის მოხსენების ტექსტი ადმინისტრაციამ გამოუგზავნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
პრეზიდენტის მოხსენება
ჩემი დღევანდელი გამოსვლა მეხუთე გამოსვლაა პარლამენტში, რომელიც ბუნებრივად, ბოლო წლებში ჩვენი ერთად მოღვაწეობის შეჯამებაა. ბუნებრივია, ეს პროცესი ვერ იქნება სრული, თუ ჩვენ არ შევეხებით 2012 წელს და იმ ცვლილებას, რომელიც მაშინ მოხდა.
დღეს საქართველოს პარლამენტში არ არის ბევრი ის ადამიანი, რომელიც ამ პროცესის შემოქმედი იყო, მაგრამ მთელ ქართულ საზოგადოებას ახსოვს ის მიღწევა, რომელიც მაშინ შედგა, იმიტომ რომ ეს იყო საქართველოსთვის წინგადადგმული ნაბიჯი.
ხელისუფლების მშვიდობიანი შეცვლა გახდა ის მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელმაც ჩვენი ქვეყანა თვისობრივად წინ წასწია. მე მახსენდება 2013 წელიც, როდესაც ჩვენ ერთად ვმოღვაწეობდით საქართველოს მთავრობაში და ის სულისკვეთება, რაც მაშინ იყო იმიტომ, რომ მაშინ განხორციელებული რეფორმები, ის, რაც გააკეთა დავით სერგეენკომ, დავით კირვალიძემ, ის, რაც გავაკეთე მე განათლების სისტემაში და შემიძლია ვთქვა, რომ მას მერე განათლების სისტემაში არც არაფერი გაკეთებულა, იყო ორიენტირებული საქართველოს რიგით მოქალაქეზე, იყო ორიენტირებული იმაზე, რომ შეცვლილიყო რიგითი ქართველის ყოფა.
ასე მოხდა ჯანდაცვაში, ასე მოხდა სოფლის მეურნეობაში და ამ სულისკვეთებით მე დავთანხმდი ვყოფილიყავი ქართული ოცნების საპრეზიდენტო კანდიდატი, რადგან ეს მუშაობა და მოღვაწეობა გაგრძელებულიყო იმიტომ, რომ მართლაც აღმაფრთოვანებელი იყო, როცა ჩვენი ყოველდღიური მუშაობით ვცვლიდით რიგითი ქართველის ცხოვრების პირობებს.
დღეს ჩვენ შევეცდებით შევაჯამოთ ის, რაც მერე განვვლეთ.
საგარეო პოლიტიკა
პირველი, მინდა დავიწყო ჩვენი საგარეო პოლიტიკური კურსით და არსებული ვითარებით. ევროპული ინტეგრაცია შთამბეჭდავ შედეგებს გვაჩვენებს, ეს არის ასოცირების ხელშეკრულება, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი და ეს არის, სულ ბოლოს მიღწეული უმაღლესი დონის დიალოგი.
ჩვენ ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერას საქართველოს მიმართ, სულ მალე, 26 მაისს დავინახავთ, თუ რა ძლიერი მხარდაჭერა აქვს საქართველოს დასავლეთისგან.
ნატო-სთან მიმართებით ჩვენ ვიყავით მანამდეც ასპირანტი ქვეყანა და დავრჩით ასპირანტ ქვეყნად, მაგრამ დრამატულად გაიზარდა ნატო-ს წვრთნები საქართველში, გვაქვს არსებითი პაკეტი, გაზრდილია თავდაცვისუნარიანობის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები და ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ ის რეფორმები, რომლებიც თავდაცვის მიმართულებით ხორციელდება საქართველოში აძლიერებს ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას.
აქვე მინდა, ერთი მხრივ, მადლობა ვუთხრა ყველა იმ ჯარისკაცს, რომელიც საქართველოს დროშას ასე ამაყად მაღლა სწევს, ყველა იმ ოჯახს, რომელმაც განიცადა ტკივილი ჩვენი ჯარისკაცების დაღუპვით და ხაზი გავუსვა იმას, რომ სწორი იქნება თავდაცვის სფეროში დაწყებული რეფორმების მასშტაბის გაზრდა და შესაბამისად, დაფინანსების გაზრდა, რაც ნამდვილად გააძლიერებს ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას.
თავდაცვის სფეროში მიმდინარეობს ეფექტური თანამშრომლობა, მათ შორის, შეერთებულ შტატებთან და არის ძალიან საინტერესო სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტია.
იწყება მოლაპარაკებები და შეიძლება სერიოზულად გაღრმავდეს მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის მიმართულებით. ამ თვალსაზრისით, მინდა აღვნიშნო, რომ ინვესტორების და მათი ინტერესების დაცვა საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ეს მოლაპარაკებებიც წარმატებულად გაგრძელდეს და მეტი ინვესტორი შემოვიდეს ჩვენს ქვეყანაში.
საერთოდ, თავისუფალ ვაჭრობას თუ შევხედავთ, ჩვენ აქ შთამბეჭდავი შედეგი გვაქვს.
რეალურად, ვიწყებდით მაშინ, როგორც ქვეყანა, რომელსაც დაახლოებით, 200 მილიონიან ბაზართან ჰქონდა თავისუფალი ვაჭრობა და დღეს საქართველოს 2 მილიარდიან ბაზარზე შეუძლია თავისუფალი ვაჭრობით გაიტანოს თავის პროდუქცია. ეს პოზიტიურია და წინაპირობაა ეკონომიკური ვითარების გაჯანსაღების და გამოსწორების, იმიტომ რომ იმ სტრატეგიულ ფუნქციასთან ერთად, რომელიც საქართველოს განსაზღვრული ჰქონდა, როგორც ტრანზიტულ ქვეყანას, თავისუფალი ვაჭრობა კიდევ უფრო ზრდის და აუმჯობესებს ინვესტიციების მოზიდვის და ეკონომიკის გაძლიერების პერსპექტივებს.
თუმცა, როდესაც ვახასიათებთ საგარეო-პოლიტიკურ ვითარებას - ბუნებრივია, მთავარ ფაქტორს უნდა მივაქციოთ ყურადღება - რუსეთის ფედერაციას. ამ მიმართულებით, არაერთხელ აღმინიშნავს, რომ ჩვენს დიპლომატიას ნამდვილად წარმატებულია.
არაღიარების პოლიტიკა რუსეთს ფაქტობრივად ჩაუვარდა და მსოფლიო თანამეგობრობამ ნათლად შეაქცია ზურგი იმ უსამართლობას, რომლის გატანასა და, ასე ვთქვათ, გაყიდვასაც რუსეთი ცდილობდა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების მცდელობით.
ჩვენ გვაქვს პოზიტიური დინამიკა, აგრეთვე გაეროში ლტოლვილთა და დევნილთა დაბრუნების შესახებ რეზოლუციასთან მიმართებაში. მთლიანობაში, მსურს ვთქვა, რომ ის პოლიტიკა, რომელიც განსაზღვრული იყო და არის რუსეთის მიმართ და, რომელიც მდგომარეობს სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკაში, სწორი და ადეკვატურია, იმიტომ, რომ ერთ-ერთი მთავარი მიზანია - არ წამოვეგოთ პროვოკაციას და რუსეთის სახელმწიფოს, რომელიც ამ ეტაპზე საკუთარი განვითარების აგრესიულ ფაზაში იმყოფება, არ მივცეთ შესაძლებლობა, ასე ვთქვათ, გამოაჩინოს ძალა ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში. ეს კიდევ უფრო აქტუალურია იმ ახალ ფაზაში, რომელშიც ფაქტობრივად მთელი მსოფლიო შედის რუსეთთან ურთიერთობის თვალსაზრისით.
რუსეთთან ურთიერთობა
2018 წელი, შეიძლება ითქვას, რომ რუსეთის მხრიდან იყო განსაზღვრული, როგორც ცივი ომის იმიტაციის, ცივი ომის შექმნის მცდელობა. ცივი ომის სპეციფიკა და პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ცივი ომის დროს მესამე ქვეყნებში, რომლებიც დაცულნი არ არიან ბოლომდე, და საქართველო ჯერ კიდევ არ არის ნატოს წევრი, ამ ქვეყნებში, ასე ვთქვათ, იარაღის ჟღარუნის პოლიტიკა განახორციელოს.
ამიტომ ჩვენ დღეს განსაკუთრებით გვჭირდება ამ მიმართულებით ფხიზლად ყოფნა და მე მიმაჩნია, რომ სწორია სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა. მაგრამ აი, ამ ახალ ფაზაში ჩემი აზრით, კიდევ უფრო ძლიერი უნდა იყოს მოტივაცია- პოლიტიკური კუთვნილების გარეშე, ჩვენი, ყველას გაერთიანებისა იმ ღირებულებების ირგვლივ, რასაც ჩვენი სამშობლოს მთლიანობის, ერთიანობის დაცვა ჰქვია.
ამ ფონზე ჩემთვის ნამდვილად გაუგებარია ის პოლიტიკა, რომელიც ხორციელდებოდა პრეზიდენტის ინსტიტუტთან მიმართებაში.
რუსეთთან ამ ვითარებაში მყოფი ქვეყანა აუქმებს პოლიტიკურ ორგანოს, სადაც უნდა მიმდინარეობდეს მსჯელობა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის თაობაზე. აუქმებს უშიშროების საბჭოს, ყველა პოლიტიკურ კონტექსტს, რომ თავი დავანებოთ, თვითგადარჩენის ინსტინქტის ტოლფასია, რომ ჩვენ ასეთი ინსტიტუტები არ გავაუქმოთ და ამ თემებზე მაინც ვიყოთ გაერთიანებული და გვქონდეს ნათელი ხედვა, რომ ჩვენი სამშობლოს დასაცავად ყველანი ერთიანი ვართ.
ოცნებასთან უთანხმოება
ჩემთვის გასაოცარი იყო, როდესაც 2015 წელს მე გამოვაცხადე დისკუსიები ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებაში და ყველა პარტია, ყველა ინტერესჯგუფი მოვიდა და ყველასთან მქონდა შესაძლებლობა დიალოგი მეწარმოებინა და ქართულმა ოცნებამ ამ დიალოგს ზურგი შეაქცია.
საერთოდ, იგნორირება და ზურგის შექცევა ისეთი თემების მიმართ, რომლებიც ჩვენი გამაერთიანებელი უნდა იყოს და რომელშიც არ უნდა იყოს განსხვავებული პოზიცია ჩემი აზრით არასწორია.
გაგახსენებთ, სულ ახლახანს დაყენებულ რამდენიმე ინიციატივას: ეს არის შეერთებულ შტატებთან საგანგებო წარმომადგენლის ინიციატივა; ეს არის საქართველოს მხარდამჭერი აქტის ინიცირება, რომელიც ჩემი მხრიდან მოდიოდა. ეს ის საკითხებია, რომლებშიც უკრაინელები ჩვენზე წინ არიან რუსეთთან მიმართებაში და თავის საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით.
რატომ უნდა ხდებოდეს ასეთი ინიციატივებისთვის ზურგის შექცევა და იგნორირება? საერთოდ, პოლიტიკა იგნორირების და ინსტიტუტების შესუსტების, ჩემი აზრით, კონკრეტულ პოლიტიკოსებს კი არ ასუსტებს, ასუსტებს ქვეყანას.
ის პროცესები, რასთან მიმართებაშიც მე არაერთხელ მქონდა ამ პარლამენტში გამოსვლაც და ინიცირებაც, იყო მიმართული იქითკენ, რომ დაგვეცვა სახელმწიფო ინსტიტუტები, ეროვნული ბანკი, სასამართლო, პრეზიდენტის ინსტიტუტი.
პოლიტიკური ინსტიტუტების შესუსტება
რა მიზანი შეიძლება ჰქონდეს ინსტიტუტების შესუსტებას ქვეყნისთვის? ამ თვალსაზრისით, თუ გადავავლებთ თვალს რა გაკეთდა 2017 წელს კონსტიტუციის ცვლილებაში, ჩვენ დავინახავთ, რომ ძირითადმა ინიციატივებმა სწორედ რომ შეასუსტა ქვეყნის დემოკრატიაც და ინსტიტუტებიც.
შევხედოთ თვითმმართველობის მიმართულებით არსებულ ვითარებას - შევასუსტეთ თვითმმართველობა, მივიღეთ ნაკლები თვითმმართველი ქალაქები.
პრეზიდენტის ინსტიტუტთან მიმართებაში - გავაუქმეთ არჩევნები, რაც მოსახლეობის ნების საწინააღმდეგო იყო და რაც მთავარია, ათწლეულობით დაპირებული რეფორმა საპარლამენტო არჩევნებისა - გადავდეთ 2024 წლისთვის.
პოლიტიკური ინსტიტუტების შესუსტება, პოლიტიკოსების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები, ჩემი აზრით, საბოლოო ჯამში შეიძლება იმ მომენტში რომელიმე პოლიტიკოსს ასუსტებდეს, მაგრამ საბოლოო ჯამში, ქვეყნის ინსტიტუციურ მართვას ასუსტებს.
ამ თვალსაზრისით, როდესაც ვუყურებ რა მოხდა 2016 წელს, მე ვხედავ, რომ 2016 წლის არჩევნები იყო პოლიტიკური კლასის მიზანმიმართული გაქრობა. პოლიტიკური პარტიების მიზანმიმართული შესუსტება, როგორც მთავარი მოთამაშეებისა საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში.
ამ პერიოდის განმავლობაში, არ გადაიდგა ნაბიჯები იმისთვის, რომ გაძლიერებულიყო პოლიტიკური ოპოზიცია, იმისთვის რომ შექმნილიყო წინაპირობა ძლიერი ოპოზიციისთვის, არცერთი კანონმდებლობა არ შეიქმნა ამ მიმართულებით. და საერთოდ, როდესაც მახსენდება 2015 წელს წამების კადრების საჯარო ჩვენება, მე შემიძლია ვთქვა, რომ ევროპული პოლიტიკური კულტურიდან და კლასიდან ნამდვილად გვაშორებს ასეთი ნაბიჯები.
გამოუსწორებელი შეცდომები
თუმცა ამავე დროს, ამ წლების განმავლობაში ნამდვილად შეიცვალა სახელმწიფოს სახე და ის აღარ არის აგრესიული. მოქალაქეს აღარ ეშინია სახელმწიფოსი, განსხვავებით, წინა წლებისგან. ეს ნიშნული თავიდანვე, 2012 წელს დაიდო ხელისუფლების ცვლილების დროს და ეს ნიშნული შენარჩუნებულია.
პოზიტიური ცვლილებები ხდება, როგორც პენიტენციალური სისტემის თვალსაზრისით, ასევე სისხლისსამართლებრივი დევნის თვალსაზრისით. მაგრამ, ეს ცვლილება უნდა გატარებულიყო ბევრად უფრო ღრმად.
სამართალდამცავი სისტემა უნდა დაცლილიყო იმ პიროვნებებისაგან, რომლებიც ასოცირებულები არიან (და ამაზე კითხვის ნიშანი არ იბადება) იმ ძალადობებთან, რომელიც მანადე ხდებოდა. ამიტომ მივესალმე მე თქვენს ინიციატივას "გირგვლიანის შესწორებების" შესახებ, რომ სწორედ დევნა კი არა, დაცლა მომხდარიყო, რომ აღარასდროს განმეორებულიყო ის, რამაც მაშინ, 2012 წელს, მთელი საქართველო გაგვაერთიანა ძალადობის წინააღმდეგ. ეს არ გაკეთდა.
აქედან გამომდინარე, როდესაც ჩვენ არ ვცვლით იმ ინდივიდებს პროკურატურაში და სხვა სისხლისსამართლებრივი დევნის ორგანოებში, რომელთა ხელითაც ხდებოდა ძალადობა, რანაირად უნდა გვქონდეს იმედი, რომ გამოძიებულ იქნება და საზოგადოებისთვის სამართლიანად იქნება მიწოდებული პრეზიდენტ გამსახურდიას საქმე, ზურაბ ჟვანიას საქმე, რაფალიანცის საქმე, მუხთარლის საქმე.
ჩვენ ეს მიზანი, მისია და ეს მანდატი გვქონდა, როდესაც ვცვლიდით ხელისუფლებას, რომ ეს ძალადობა შეცვლილიყო, და რა თქმა უნდა, მიუხედავად იმისა, რომ ძალადობა არ ხორციელდება დღეს, მაინც ეს ინდივიდები რჩებიან და ამ სტრუქტურების დეპოლიტიზაცია არ მომხდარა.
სასამართლო სისტემა
აქვე ბუნებრივია, არ შემიძლია, ზუსტად იგივე კონტექსტში, იგივე ემოციით, არ შევეხო სასამართლო სისტემას.
მართლაც ძალიან რთულია სასამართლო სისტემის რეფორმა და ამას ერთ დღეში ვერ გააკეთებ და სწორიც იქნებოდა, რომ არ გვქონოდა იმის ამბიცია, რომ ეს ერთ დღეში მოხდება, მაგრამ სასამართლო სისტემის ცვლილებისათვის საფუძვლის ჩაყრა ჩვენი საერთო ვალდებულება იყო.
ჩვენ რა ვუქენით ამ ვალდებულებას ბოლო დანიშვნებით და იმ პროცესით, რომელიც წარვმართეთ? - უვადოდ გადავდეთ ეს პროცესი.
მედიაგარემო
2012 წელს ჩვენ გვახსოვს, როდესაც ოპოზიციაში ვიყავით, რა პირობებში გვიწევდა საარჩევნო კამპანია და რა მედიაგარემო იყო. ნამდვილად, 2012 წლის შემდეგ მედიაგარემო გათავისუფლდა და მედიის შტურმები აღარ ხორციელდება. თუმცა, რაღაც ტიპის არაძალადობრივი, მაგრამ სირთულეების შექმნა მედიის მიმართ მაინც ხდება და ჰკითხეთ ნებისმიერი მედიის წარმომადგენელს - ისინი სტრესის რეჟიმში მუშაობენ, მუდმივი მოლოდინის რეჟიმში, რომ რაღაც სირთულეები იქნება მათ წინაშე.
ბიზნესი
ბიზნესის მიმართულებითაც ჩვენ შევძელით და ის წნეხი, რომელიც იყო ბიზნესზე, ნამდვილად აღარ ხორციელდება და ბიზნესი თავისუფალია. ეს ნამდვილად პოზიტიური და წინგადადგმული ნაბიჯია.
მე ასევე მივესალმები პრემიერის ინიციატივებს საგადასახადო მიმართულებით და ესეც გვაჩვენებს, რომ გადადგმულია პოზიტიური ნაბიჯი. მივესალმები სტარტაპებისა და ინოვაციების ხელშეწყობას, თუმცა, 2020-ის მიზანი სოციალური თანასწორობის მიმართულებით, სამწუხაროდ, ვერ იქნა მიღწეული და შეიძლება ითქვას, რომ მაღალია ეკონომიკური უთანასწორობა ჩვენს საზოგადოებაში - ეს ფაქტია! და ამ უთანასწორობის ფონზე, რა თქმა უნდა, სერიოზული დარტყმა იყო ჩვენი მოსახლეობისათვის ის პროცესები, რაც მიმდინარეობდა საბანკო სესხებთან მიმართებაში.
თუმცა, აქვე მე მინდა მადლობა ვუთხრა ეროვნულ ბანკს, რომელიც ყველა ღონეს ხმარობს იმისთვის, რომ ამ მიმართულებით სტაბილური და განჭვრეტადი იყოს ვითარება.
მცირე და საშუალო ბიზნესი ჯერ კიდევ ძალიან მცირე მოცულობისაა ჩვენს ქვეყანაში და ჯერ კიდევ დიდი ბიზნესის ჩრდილშია. მაგრამ მთავარი შემკვრელი ამ პრობლემატიკის არის დასაქმება. ჩვენ დღეს ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ეს პრობლემა ფაქტიურად მოსახლეობის უმრავლესობის წინაშე დგას.
უმუშევრობა
აქ არ მინდა მე სტატისტიკურ დებატებში შესვლა - რამდენი უმუშევარი და რამდენი დასაქმებულია, მაშინ როცა სტატისტიკა ასეთ განსაზღვრებას ეფუძნება, რომ მაგალითად, წინა შვიდი დღის განმავლობაში სულ მცირე ერთი საათით მაინც მუშაობდა შემოსავლის მიღების მიზნით, ეხმარებოდა უსასყიდლოდ, ან ფორმალურად ირიცხებოდა მომუშავედ. აი ამ ფორმულიდან გამომდინარე დგინდება თურმე უმუშევრობა საქართველოში.
ჩემი მეგობარი ზურაბ ჟვანია ამბობდა ხოლმე, რომ ყველაზე კარგი სტატისტიკა მაცივარია. გამოაღებ მაცივარს ოჯახში და მიხვდები - როგორი ეკონომიკური მდგომარეობაა. და დღეს ჩვენ გვაქვს ისეთი მდგომარეობა დასაქმების თვალსაზრისით, რომ ჩვენი მოქალაქეები მზად არიან რეალურად სიცოცხლის მოსპობის რისკის მიუხედავად არ დაკარგონ სამსახური და ყოველდღე გადიან სამსახურში, სადაც სიკვდილი ემუქრება. აქ მე არ ვლაპარაკობ შრომის უსაფრთხოებაზე და იმ მდგომარეობაზე, რომელიც არის დასაქმების თვალსაზრისით.
შეჯამება
შესაბამისად, დღეს ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ რა თქმა უნდა, 2012 წლის მერე ბევრი რამე იქნა მიღწეული. 6 წლის თავზე ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ სახელმწიფომ საგარეო პოლიტიკური თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა, სახელწიფო აღარ არის მოძალადე; ამ 6 წლის განმავლობაში ჩვენ, სამწუხაროდ, შევასუსტეთ ინსტიტუტები და ვერ შევქმენით უფრო დემოკრატული სახელმწიფო სისტემა, რომელიც უფრო სწრაფად მიებმებოდა ხალხს და საზოგადოებას.
ამ პერიოდში ჩვენ შევედით იმ რეალობაში, რომელშიც, ვინც პოლიტიკაში ყოფილხართ გახსოვთ, შედიოდნენ სხვა პოლიტიკური პარტიებიც, მოქალაქეთა კავშირი იქნებოდა ეს, თუ ნაციონალური მოძრაობა, როდესაც ხელისუფლების იმხელა კონცენტრაცია ხდება, რომელიც საშიში ხდება დემოკრატიისათვის, საშიში ხდება მმართველი პარტიისათვის.
ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ კიდევ ერთხელ შევიდეთ დრამატული ცვლილებების ეპოქაში. დემოკრატია და ხელისუფლების გადანაწილება არის პასუხი მთელ იმ პრობლემებზე, რაზეც მე თქვენ მოგახსენებდით.
ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ საქართველოს ისტორიის მაგალითები და დღეს უნდა მივცეთ ხალხს დემოკრატიული პროცესი და ეს უნდა ხორციელდებოდეს როგორც თვითმმართველობის დონეზე, ასევე სხვა დონეებზე.
ამიტომ ჩემი ყველაზე დიდი მოწოდება და რჩევა ამ პარლამენტისთვის არის სასწრაფოდ, სანამ ახალი კონსტიტუცია შევიდა ძალაში, შევცალოთ საარჩევნო კანონი - არა 2024 წელს, არამედ დღესვე. ვიფიქროთ ამ კანონის ცვლილებაზე და ხელისუფლების გადანაწილებაზე, რომელიც იქნება სერიოზული წინაპირობა ქვეყნის და მმართველი პარტიის სტაბილურობისთვის.
დიდ მადლობას მოგახსენებთ ყურადღებისათვის, მზად ვარ თქვენთან სასაუბროდ იმ ემოციით, რომ ყველანი ამ ქვეყნის მოქალაქეები ვართ და ჩვენ ძალიან უნდა გვადარდებდეს ქვეყნის მომავალი და სტაბილურობა.
ღმერთი ფარავდეს საქართველოს!
-
გადახედვანინო წილოსანი: ხალხი ვერ შეუკრიბეს, მიკროფნი ვერ ჩაურთეს, ლიაკა ხოშტარიას და ანა ნაცვლიშვილის დონის აქტივისტად აქციეს… ნინო წილოსანი: ხალხი ვერ შეუკრიბეს, მიკროფნი ვერ ჩაურთეს, ლიაკა ხოშტარიას და ანა ნაცვლიშვილის დონის აქტივისტად აქციეს…
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი: ილია და აკაკი უყურებენ ახალ საქართველოს, რომელიც თქვენით დაიბადა, ხვალ, ზეგ ძლიერი და ევროპული იქნება, ამას ვერავინ გააჩერებს სალომე ზურაბიშვილი: ილია და აკაკი უყურებენ ახალ საქართველოს, რომელიც თქვენით დაიბადა, ხვალ, ზეგ ძლიერი და ევროპული იქნება, ამას ვერავინ გააჩერებს
-
გადახედვამარტა კოსი: ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიში საქართველოს საპარლამენტო არჩევნების სერიოზულ ხარვეზებზე მიუთითებს მარტა კოსი: ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიში საქართველოს საპარლამენტო არჩევნების სერიოზულ ხარვეზებზე მიუთითებს
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ორბელიანის მოედანზე მოწყობილი საახალწლო სოფლის სცენაზე ავიდა და კახელების მარშს მიმართა სალომე ზურაბიშვილი ორბელიანის მოედანზე მოწყობილი საახალწლო სოფლის სცენაზე ავიდა და კახელების მარშს მიმართა
-
გადახედვათამთა მიქელაძე ეუთო/ოდირის დასკვნასთან დაკავშირებით კობახიძის შეფასებებს პუნქტობრივად პასუხობს თამთა მიქელაძე ეუთო/ოდირის დასკვნასთან დაკავშირებით კობახიძის შეფასებებს პუნქტობრივად პასუხობს
-
გადახედვარასა იუკნევიჩიანე: საჭიროა 29 დეკემბრამდე სასწრაფო საერთაშორისო მოქმედება მცოცავი დიქტატურის წინააღმდეგ ქართველების მხარდასაჭერად რასა იუკნევიჩიანე: საჭიროა 29 დეკემბრამდე სასწრაფო საერთაშორისო მოქმედება მცოცავი დიქტატურის წინააღმდეგ ქართველების მხარდასაჭერად
-
გადახედვამაიკლ კარპენტერი: სასწორზე საქართველოს დემოკრატია დევს მაიკლ კარპენტერი: სასწორზე საქართველოს დემოკრატია დევს
-
გადახედვათურქეთში სასწრაფო დახმარების ვერტმფრენი საავადმყოფოს შენობას შეეჯახა და ჩამოვარდა — არის მსხვერპლი თურქეთში სასწრაფო დახმარების ვერტმფრენი საავადმყოფოს შენობას შეეჯახა და ჩამოვარდა — არის მსხვერპლი
-
გადახედვა"ოცნების" პრემიერი, ირაკლი კობახიძე, სალომე ზურაბიშვილს გასამართლებით ემუქრება "ოცნების" პრემიერი, ირაკლი კობახიძე, სალომე ზურაბიშვილს გასამართლებით ემუქრება
-
გადახედვაირაკლი კობახიძე: ხელახალი არჩევნების დანიშვნის საფუძველი არ არსებობს ირაკლი კობახიძე: ხელახალი არჩევნების დანიშვნის საფუძველი არ არსებობს
-
გადახედვაკობახიძის მტკიცებით, საპროტესტო აქციებში მონაწილეობას 3 000-მდე კაცი იღებს კობახიძის მტკიცებით, საპროტესტო აქციებში მონაწილეობას 3 000-მდე კაცი იღებს
-
გადახედვაკობახიძე ზურაბიშვილზე: ვნახოთ, სად გააგრძელებს ის ცხოვრებას - გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ კობახიძე ზურაბიშვილზე: ვნახოთ, სად გააგრძელებს ის ცხოვრებას - გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ
-
გადახედვაპუტინი: სურვილის შემთხვევაში რუსეთისა და აშშ-ს ურთიერთობის ნორმალიზება შესაძლებელია პუტინი: სურვილის შემთხვევაში რუსეთისა და აშშ-ს ურთიერთობის ნორმალიზება შესაძლებელია
-
გადახედვაწილოსანი: გამჭვირვალობის კანონზე გაზაფხულის აქციას რომ აზიარებენ, ჰგონიათ ეს გუშინ ხდებოდა წილოსანი: გამჭვირვალობის კანონზე გაზაფხულის აქციას რომ აზიარებენ, ჰგონიათ ეს გუშინ ხდებოდა
-
გადახედვაუკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
-
გადახედვასაგანგებო: ჭავჭავაძის გამზირზე გაჩენილი ხანძრის ქრობისას მეხანძრე-მაშველი დაიღუპა საგანგებო: ჭავჭავაძის გამზირზე გაჩენილი ხანძრის ქრობისას მეხანძრე-მაშველი დაიღუპა
-
გადახედვარაუფოღლუ: ორპარტიული ჯგუფი MEGOBARI აქტს ახალ კონგრესს იანვარშივე წარუდგენს რაუფოღლუ: ორპარტიული ჯგუფი MEGOBARI აქტს ახალ კონგრესს იანვარშივე წარუდგენს
-
გადახედვაუწყვეტი პროტესტის 25-ე დღე — თბილისში დაგეგმილი აქციების განრიგი უწყვეტი პროტესტის 25-ე დღე — თბილისში დაგეგმილი აქციების განრიგი
-
გადახედვაშ-ფოთი: ფოთში, საახალწლო ღონისძიებებში ჯამში 385 908 ლარი დაიხარჯება შ-ფოთი: ფოთში, საახალწლო ღონისძიებებში ჯამში 385 908 ლარი დაიხარჯება
-
გადახედვათავისუფალი ბიზნესების განცხადებას ხელს 1900-ზე მეტი კომპანია აწერს თავისუფალი ბიზნესების განცხადებას ხელს 1900-ზე მეტი კომპანია აწერს
-
გადახედვა21:00 საათზე პრეზიდენტი პარლამენტთან ხალხს მიმართავს 21:00 საათზე პრეზიდენტი პარლამენტთან ხალხს მიმართავს
კომენტარები