ფოტორეპორტაჟი: ჯაზის საერთაშორისო დღეს, Miles Electric Band-მა თბილისის ჯაზ-ფესტივალი დახურა
30 აპრილს, ჯაზის საერთაშორისო დღეს, რიგით 21-ე საერთაშორისო ჯაზ-ფესტივალი დასრულდა.
მესამე დღეს, საღამო ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში კონსერვატორიის ჯაზ-ბენდმა გახსნა, რომელზეც ლილიკო კორკოტაშვილმაც იმღერა.
ამის შემდეგ, საქართველოში ამერიკის საელჩოს ატაშემ სცენაზე Miles Electric Band მოიწვია. ცხრა ვარსკვლავისგან დაკომპლექტებული მუსიკალურ ჯგუფის ხელმძღვანელი ვილს უილბერნი იყო. მუსიკოსებს შორის იყვნენ როგორც მაილზ დეივისის ბენდის წევრები, ასევე ახალი ვარსკვლავებიც. ბენდმა დევისის "ელექტრონული პერიოდის" მუსიკა შეასრულა. საღამოს სპეციალური სტუმარი იყო საქსაფონისტი რავი კოლტრეინიც.
ჯაზ-ფესტივალის განმავლობაში, მსმენელებს ამერიკული ჯაზ-ტრიოს Bad Plus-ის და აკაპელას ჟანრში მოღვაწე ამერიკული ჯგუფი Naturally 7-ის კონცერტებზე დასწრების საშუალებაც ჰქონდათ.
ორგანიზატორთა გადაწყვეტილებით, 2018 წლიდან, თბილისის ჯაზ-ფესტივალი ყოველწლიურად, შემოდგომის ნაცვლად გაზაფხულზე, აპრილის ბოლოს გაიმართება და ჯაზის მოყვარულებისთვის კიდევ ერთ მნიშვნელოვან თარიღს, ჯაზის საერთაშორისო დღეს, დაემთხვევა.
კომენტარები