როგორ შეიძლება დაიცვას ქალმა თავი თავდასხმისას - 7 ილუსტრაცია
საბრძოლო ხელოვნების ოსტატმა, ვიქტორ ლიალკომ დაწერა წიგნი, რომელშიც აღწერილია ის ყველაზე ეფექტიანი მეთოდები, რომლებიც ქალებს თავდასხმის შემთხვევაში თავდაცვაში დაეხმარებათ.
აღნიშნულ წიგნზე დაყრდნობით, ილუსტრატორმა თავდაცვის ყველაზე მარტივი და ეფექტიანი გზები დახატა. მათი გამოყენება კი ყველა ქალს შეუძლია, საჭიროების შემთხვევაში, იმის მიუხედავად, რამდენად დიდი ან მძიმეა თავდამსხმელი.
1. დასაწყისში, მნიშვნელოვანია ყველაზე მტკივნეული ადგილების დამახსოვრება
არ აქვს მნიშვნელობა თავდამსხმელის ზომას, რადგან ყველაზე მტკივნეული წერტილების ცოდნის შემთხვევაში დარტყმა შეგიძლიათ.
2. ყველაზე მარტივი და ყველაზე ეფექტიანი მოძრაობები
თუ თავდამსხმელს სურათზე აღნიშნულ ორ-ორ თითს საწინააღმდეგო მიმართულებით გადაუგრიხავთ, ის მუხლებზე დაეცემა. თუ ხელზე ვერ მიწვდებით, მუშტით ან თითებით ლავიწის ძვლებს შორის დარტყმით მას ორიენტაციას დაურღვევთ და გონზე მოსასვლელად მას დრო დასჭირდება.
ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული ნაწილი საზარდულია. ამით შეიძლება თავდამსხმელის რამდენიმე-წამიანი პარალიზებაც შეძლოთ, რაც გასაქცევად საკმარის დროს მოგცემთ.
3. თუ წინიდან დაგიჭერენ
თუ წინიდან დაგიჭერენ, ხელების აწევას ზედა რჩევების განსახორციელებლად ვეღარ შეძლებთ, ამიტომ მხრები და ხელები უბრალოდ წინ გამოწიეთ, რაც თქვენსა და თავდამსხმელს შორის სივრცეს გააჩენს. ამის შემდეგ, მიზანში მისი ცხვირი ამოიღეთ და თავით დაარტყით, რის შემდეგაც ის მომენტალურად უკან დაიხევს. ამის შემდეგ კი საზარდულში მუხლის თავით ამოარტყით.
თუ თქვენსა და თავდამსხმელს შორის კვლავ არის გარკვეული სივრცე, მაშინ თქვენი ხელის გულის გამოყენებით შეგიძლიათ მისი მოგერიება. გაჭიმეთ მარცხენა მკლავი და მას ჯერ ნიკაპსა და ცხვირზე მეორე ხელის გულით დაარტყით, შემდეგ კი საზარდულში - მუხლით. ეს მას მოძრაობის უნარს რამდენიმე წამით წაართმევს.
4. როგორ გაითავისუფლოთ ხელები
თუ თავდამსხმელი თქვენს ხელის მაჯას ჩაეჭიდება, ცერა თითის წესი გაიხსენეთ და თქვენი მკლავი თავდამსხმელის ცერა თითის მიმართულებით გადაატრიალეთ.
თუმცა, თუ მას თქვენი ხელი მჭიდროდ უჭირავს, მაშინ მაჯა ცერა თითისკენ გადახარეთ და როდესაც მისი მკლავის ქვეშ მოაქცევთ, მაქსიმალური სიძლიერით გამოქაჩეთ.
5. თუ ზურგიდან დაგიჭერენ
თავდამსხმელები მსხვერპლს ხშრად ზურგიდან ეპარებიან, რადგან ეს ყველაზე მარტივი გზაა მკლავების გასაკავებლად, რათა მათი გამოყენება ვეღარ შეძლონ.
თავის გასათავისუფლებლად, სწრაფად გადაიხარეთ უკან და ეცადეთ, რომ თავდამსხმელს თქვენი თავის უკანა ნაწილით დაარტყათ. ამ დროს, თავდამსხმელი ცალ ფეხს წინ წევს, ამ დროს კი სწრაფად დაიხარეთ დაბლა, ჩასჭიდეთ ხელი მის ფეხს და თქვენკენ მოქაჩეთ. ამ დროს თავდამსხმელი წონასწორობას დაკარგავს და აუცილებლად დაეცემა.
6. თუ თქვენს დაჭერას გვერდიდან ეცდებიან
ამ დროს ყველაზე ძლიერი დარტყმის საშუალება გეძლევათ, რადგან იდაყვი თავდამსხმელის წინააღმდეგ ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული "იარაღია".
დაარტყით თავდამსხმელს საფეთქელზე, ყბაში ან ცხვირზე. ამის შემდეგ, ის უკან დაიხევს, რის შემდეგაც მის მუცელში ან გულ-მკერდზე დარტყმას შეძლებთ.
7. თუ კედლის წინ დაგიჭერენ
ხშირად თავდამსხმელები მსხვერპლს კუთხეში, კედელთან მიიმწყვდევენ. ამ სიტუაციაში, მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ წინააღმდეგობის გაწევა და მისი სუსტი წერტილების მიზანში ამოღება თქვენს მდგომარეობაზეა დამოკიდებული.
- თუ თავდამსხმელის ორივე მკლავი აწეულია, გაშლილი ხელის გულით იღლიაში დაარტყით.
- თუ თქვენი მკლავიდან ერთი ქვემოთაა, მაშინ მის მკერდზე, ყბაში და კისერზე დარტყმა შეგიძლიათ.
- თუმცა ამ დროს ყველაზე ეფექტიანი იერიში საკუთარი თავით შეგიძლიათ განახორციელოთ. დაიხარეთ ოდნავ, შემდეგ სწრაფად შეხტით და თავით ყბაში დაარტყით. ეს მოძრაობა მას მაშინვე დააკარგვინებს ორიენტაციას და სიტუაციიდან თავის დახსნის შანსს მოგცემთ.
იმედი გვაქვს, ამ საბრძოლო ხერხების გამოყენება არასდროს მოგიწევთ, მაგრამ თუ საფრთხეში აღმოჩნდებით, იცოდეთ როგორ დაიცვათ თავი და გახსოვდეთ მტკივნეული წერტილები.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის სტატისტიკის მიხედვით, ყოველი 3 ქალიდან ერთს (35%) თავისი ცხოვრების განმავლობაში გამოუცდია ფიზიკური ან/და სექსუალური ძალადობა პარტნიორის, ან არა პარტნიორის მხრიდან.
-
ისპანახიანი პური ინსულინისა და შიმშილის სამართავად? — მეცნიერთა ახალი ექსპერიმენტი ისპანახიანი პური ინსულინისა და შიმშილის სამართავად? — მეცნიერთა ახალი ექსპერიმენტი
გადახედვა
-
მდინარაძის წერილი და ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალება — რას წერს ღარიბაშვილი მე-5 წერილში? მდინარაძის წერილი და ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალება — რას წერს ღარიბაშვილი მე-5 წერილში?
გადახედვა
-
მძიმე მეტალის მოსმენა ფიზიკური ტკივილის ატანას აადვილებს — კვლევა მძიმე მეტალის მოსმენა ფიზიკური ტკივილის ატანას აადვილებს — კვლევა
გადახედვა
-
საია: სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის კონკურსის წესი რამდენიმე ფუნდამენტურ კითხვას აჩენს საია: სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის კონკურსის წესი რამდენიმე ფუნდამენტურ კითხვას აჩენს
გადახედვა
-
მნიშვნელოვანი ნაბიჯი მსოფლიო ჩემპიონატისკენ — რა მოგვცა ამ ორმა გამარჯვებამ? მნიშვნელოვანი ნაბიჯი მსოფლიო ჩემპიონატისკენ — რა მოგვცა ამ ორმა გამარჯვებამ?
-
ვინ იყო ნენსი გრეის რომანი — ასტრონომი, რომელსაც "ჰაბლის დედა" უწოდეს ვინ იყო ნენსი გრეის რომანი — ასტრონომი, რომელსაც "ჰაბლის დედა" უწოდეს
გადახედვა
-
ნეპალში მასობრივი დაკრძალვები მიმდინარეობს — წყალდიდობისგან დაღუპულთა რიცხვმა 1 000-ს გადააჭარბა ნეპალში მასობრივი დაკრძალვები მიმდინარეობს — წყალდიდობისგან დაღუპულთა რიცხვმა 1 000-ს გადააჭარბა
გადახედვა
-
ხელოვნურ ინტელექტთან ხშირი კომუნიკაცია ადამიანებს სულ უფრო რობოტულს ხდის? — კვლევა ხელოვნურ ინტელექტთან ხშირი კომუნიკაცია ადამიანებს სულ უფრო რობოტულს ხდის? — კვლევა
გადახედვა
-
კროსვორდი: დაასრულე ცნობილი ნახატის სახელი კროსვორდი: დაასრულე ცნობილი ნახატის სახელი
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური ციხეში პატიმართა განთავსების ლიმიტის გაზრდას განმარტავს პენიტენციური სამსახური ციხეში პატიმართა განთავსების ლიმიტის გაზრდას განმარტავს
გადახედვა
-
დუეინ დევისი თუფაქ შაკურის მკვლელობის ორგანიზებაში დამნაშავედ ცნეს დუეინ დევისი თუფაქ შაკურის მკვლელობის ორგანიზებაში დამნაშავედ ცნეს
გადახედვა
-
FT: ილონ მასკი თანახმაა, უკრაინამ Starlink-ით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმები განახორციელოს FT: ილონ მასკი თანახმაა, უკრაინამ Starlink-ით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმები განახორციელოს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი Forbes Georgia Under 30-ის მთავარი წარმდგენია საქართველოს ბანკი Forbes Georgia Under 30-ის მთავარი წარმდგენია
-
12 ფოტო იმის დასტურად, რომ ლუჩანო პავაროტი შენზე უკეთ ატარებდა შვებულებას 12 ფოტო იმის დასტურად, რომ ლუჩანო პავაროტი შენზე უკეთ ატარებდა შვებულებას
-
"ისლანდია ამ დრომდე არავის დაუდანაშაულებია რუსული გავლენების გამტარებლად?!" — ნინო წილოსანი ისლანდიის რეფერენდუმზე "ისლანდია ამ დრომდე არავის დაუდანაშაულებია რუსული გავლენების გამტარებლად?!" — ნინო წილოსანი ისლანდიის რეფერენდუმზე
გადახედვა
-
გააგზავნე მინიმუმ 200 ერთეულის Ria-ს ფულადი გზავნილი დისტანციურად და დასაჩუქრდი გააგზავნე მინიმუმ 200 ერთეულის Ria-ს ფულადი გზავნილი დისტანციურად და დასაჩუქრდი
-
გიგა ფარულავა: გეორგიევსკის ტრაქტატის შემდეგ რუსეთმა გააუქმა ეკლესიის ავტოკეფალია, დაუქვემდებარა რუსულ სინოდს და საუკუნეზე მეტხანს რუსი ეგზარქოსებით მართავდა! გიგა ფარულავა: გეორგიევსკის ტრაქტატის შემდეგ რუსეთმა გააუქმა ეკლესიის ავტოკეფალია, დაუქვემდებარა რუსულ სინოდს და საუკუნეზე მეტხანს რუსი ეგზარქოსებით მართავდა!
გადახედვა
-
პროკურატურამ დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე კიდევ ორ პირს წაუყენა ბრალი პროკურატურამ დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე კიდევ ორ პირს წაუყენა ბრალი
გადახედვა
-
ზუგდიდი-ანაკლიის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა ზუგდიდი-ანაკლიის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი გადახდების მიმართულებით საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა Global Finance-მა საქართველოს ბანკი გადახდების მიმართულებით საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა
-
შალვა ნათელაშვილი Eagle Hills-თან გაფორმებული ხელშეკრულების გამო სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვს შალვა ნათელაშვილი Eagle Hills-თან გაფორმებული ხელშეკრულების გამო სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვს
გადახედვა
კომენტარები