თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განახლებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლი გაიხსნა
ფოტო: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენი ზოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.
ბილიკის რეაბილიტაცია 12 კვირაში დასრულდა. განახლებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლი დღეს ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა გახსნა.
ქუმსიშვილმა აღნიშნულ პროექტს სიმბოლური, წარმატებული და გამორჩეული უწოდა:
"ნამდვილად საამაყოა ის ფაქტი, რომ ასეთი შეზღუდული ვადების, უდიდესი მოცულობის და დაძაბულობის ფონზე პროექტის ყველა მონაწილემ შეძლო საერთო საქმისთვის გაერთიანება. სწორედ ამ წარმოუდგენელი და უპრეცენდენტო პროექტის შედეგად, ჩვენ გვაქვს სრულად განახლებული ასაფრენი ზოლი და ახალი II კატეგორიის სანავიგაციო შუქტექნიკა, რომელიც უზრუნველყოფს კიდევ უფრო მეტ უსაფრთხოებას და კომფორტს ავიაკომპანიებისა და მგზავრებისთვის".
განათების ახალი სისტემა აამაღლებს ფრენების უსაფრთხოების დონეს საქართველოში
პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, თბილისის აეროპორტის რეაბილიტაციის და განახლების პროცესი გრძელდება, კეთდება საჰაერო ხომალდების ახალი სადგომები და დაწყებულია ახალი მოფრენის ტერმინალის მშენებლობა.
შუქ-სასიგნალო სისტემის უზრუნველსაყოფად ეკონომიკის სამინისტროს შპს საქაერონავიგაციამ იტალიელ, უკრაინელ და ფრანგ კოლეგებთან ერთად 10 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა.
ფოტო: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, განათების ახალი სისტემა კიდევ უფრო აამაღლებს ფრენების უსაფრთხოების დონეს საქართველოში და საჰაერო ხომალდებს, ძლიერი ნისლის, ცუდი მეტეოპირობებისა და მხედველობის დროს, აფრენა-დაფრენას საგრძნობლად გაუადვილებს.
აეროპორტის ინფრასტრუქტურის განვითარებასა და სანავიგაციო სისტემების განახლებაში 70 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა. პროექტის ფარგლებში დასაქმდა 200-მდე ადამიანი. სამუშაოებზე მობილიზებული იყო 60-ზე მეტი ერთეული ტექნიკა, რისთვისაც კომპანია Black Sea Group-მა 7 200 000 აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელა.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ბილიკის რეაბილიტაციის პროცესში დაიგო 135.000 ტონა ასფალტი და მისი მშენებლობისთვის გამოყენებულ იქნა ზუსტად ის ტექნოლოგია, რომლითაც აბუ-დაბის ფორმულა 1-ის სარბოლო მოედნის მშენებლობა განხორციელდა.
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
-
"ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს "ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს
გადახედვა
-
სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა
კომენტარები