რას ყვებიან ქალები ზვიად დევდარიანის მხრიდან სექსუალურ შევიწროებაზე
ფოტო: კადრი ვიდეოდან / YouTube
ქალთა მოძრაობამ რამდენიმე დღის წინ ზვიად დევდარიანი სექსუალურ შევიწროების 10-მდე შემთხვევაში დაადანაშაულა.
On.ge ქალების ისტორიებს გთავაზობთ. ზოგიერთ მათგანს On.ge თვითონ ესაუბრა, ისტორიების ნაწილი კი - ქალთა მოძრაობამ მოგვაწოდა.
ანონიმურობის დაცვის მიზნით, ყველა ქალის სახელი შეცვლილია.
ნათია
ნათია ყვება, რომ როდესაც ზვიად დევდარიანმა შეავიწროვა 19 წლის იყო. როგორც თვითონ ამბობს, ზვიად დევდარიანი, როგორც საზოგადოებისთვის ავტორიტეტული პიროვნება, ფეისბუკზე ჰყავდა დამატებული.
ფოტოებს მილაიქებდა ხოლმე. მერე პირადშიც მომწერა, თავიდან არანაირი ცუდი რეაქცია არ მქონია, არც რაიმე სახის შევიწროება მიგრძვნია და არც ცუდად აღმიქვამს. მერე შიგადაშიგ ისეთ კითხვებს მისვამდა, რაც მე ცუდად მაგრძნობინებდა თავს: "რა გაცვია ახლა", "რა კარგი კანი გაქვს" და ა.შ.
როდესაც ვეუბნებოდი რომ არ მსიმოვნებდა, ამას ყურადღებას არ აქცევდა. ყოველ საღამოს ამას მეუბნებოდა, რომ ავეყოლიებინე
როდესაც ვეუბნებოდი რომ არ მსიმოვნებდა, ამას ყურადღებას არ აქცევდა. ყოველ საღამოს ამას მეუბნებოდა, რომ ავეყოლიებინე. მერე ნომერი მთხოვა და მივეცი, რადგან პირადად მინდოდა მეთქვა, რომ მსგავსი ქმედებები აღარ გაეგრძელებინა. დამირეკა და როდესაც მელაპარაკებოდა იგივეს აგრძელებდა, მეკითხებოდა "ახლა წევხარ", "გძინავს", "როგორი პიჟამო გაცვია" და ა.შ. მე ვუთხარი ჩემი სათქმელი და გავთიშე ყურმილი. თუმცა მერე თვითონ მირეკავდა და მე არ ვპასუხობდი.
მერე სამსახურში მომაკითხა მანქანით. ჩავჯექი მანქანაში და იგივე გავუმეორე, რომ ასე აღარ გაეკეთბინა და შემშვებოდა. მაგრამ უცბად ხელი წამოიღე ჩემთან, ფეხებს შორის და საცვალზე მწვდა უხეშად ისე, რომ ვაგინაც კი მეტკინა. გავბრაზდი ძალიან, მაგრამ ეს მას არ შეუმჩნევია და მითხრა, რომ ეს იყო მისი ფეტიში და სექსუალურად აღაგზნებდა.
გადმოვედი მანქანიდან და შევწყვიტე მასთან კონტაქტი. მერე მწერდა დროდადრო "მომენატრე", "მინდიხარ", თუმცა ვაიგნორებდი. ისიცი კი დამიმალა, რომ ცოლი ჰყავდა. მითხრა, რომ ცოლს დიდი ხნის გაშორებული იყო.
ეს დაახლოებით ხუთი თვე გრძელდებოდა. საბოლოოდ ის შემეშვა. თუმცა როგორც ახლა აღმოვაჩინე, ფეისბუკზე დამბლოკა, მერე ინსტაგრამზე მწერდა და იქ უკვე მე დავბლოკე.
სოფო
სოფო ამბობს, რომ თავის ისტორიას ამ დრომდე არ ყვებოდა, რადგან ზვიად დევდარიანის ავტორიტეტულობის გამო ეგონა არავინ დაუჯერებდა. ლაპარაკი კი მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც სახალხო დამცველმა დევდარიანი სამეურვეო საბჭოს კანდიდატად დაასახელა.
ვნახე ვაკანსია, აკეთებდნენ რაღაც პროექტებს და ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე სიდას პროექტებით დავინტერესდი.
მე თვითონ დავუკავშირდი. ჩვენი კონტაქტი შედგა ფეისბუქით. იქედან გამომდინარე, რომ ძალიან დიდი სანაცნობი წრე გვყავდა, გადავწყვიტე, სანამ ვაკანსიაზე გავაგზავნიდი და განიხილავდა ისე მოვუყვები, პროექტით დაინტერესებული ვარ-მეთქი.
ამ გარემოებამ შემიქმნა პრობლემა საჯაროდ მესაუბრა, რადგანაც რამდენჯერაც ვთქვი, რომ ასეთი შემთხვევა დამემართა, ყველამ დამადანაშაულა მე, რადგან თვითონ მივწერე. მე საერთოდ არ ვიცოდი ვისთან მქონდა საქმე და რა ამბავი იყო.
მივედი გასაუბრებაზე და აღმოვაჩინე, რომ შენობაში სრულიად მარტო ვიყავი მაშინ, როდესაც სხვებიც უნდა ყოფილიყვნენ.
სამსახური შემომთავზა იმ შემთხვევაში თუ გავხდებოდი მისი სექსუალური პარტნიორი. დაახლოებით, ორი საათი გრძელდებოდა ჩვენი საუბარი და ყველაფერი მიყავდა ამისკენ
სამსახური შემომთავზა იმ შემთხვევაში თუ გავხდებოდი მისი სექსუალური პარტნიორი. დაახლოებით, ორი საათი გრძელდებოდა ჩვენი საუბარი და ყველაფერი მიყავდა ამისკენ. რამდენჯერაც სამსახურზე დავიწყებდი ლაპარაკს, მეუბნებოდა როგორ მოვწონვარ და როგორ დამიკავშირებდა ცხოვრებას.
ჩემი შემთხვევა რთული იყო იმ მხრივაც, რომ ყველა იმ პირობაზე, რაზეც საუბრობდა, კვერი დავუკარი. მაგრამ ესეც მხოლოდ იმისათის, რომ იქიდან მშვიდობით გამოვსულიყავი ან არ გავეუპატიურებინე, ან რამე მსგავსი. მე ვუთხარი, რომ დავფიქრდებოდი. ჩემგან არ წასულა აგრესია და პანიკაც არ დავიწყე. შენობაში მარტო ვიყავი და სრულიად დაუცველი, ვერაფერს ვერ გავაკეთებდი ძალიანაც რომ მდომებოდა. მარტო არ გამომიშვა, თვითონ გამომიყვანა მანქანაში ჩამსვა და გამიყვანა.
იქედან როგორც კი გამოვედი და მივხვდი რასთან მქონდა საქმე, გავწყვიტე ყველანაირი კონტაქტი. ყველა წყაროდან დავბლოკე. მეორე ფეისბუქი ჰქონდა, საიდანაც ჩემს დამატებას ცდილობდა, თუმცა იქაც დავბლოკე.
ერთი შემთხვევა იყო. გზაზე გადავდიოდი და მისი მანქანა დავინახე, სერია ვიცანი, თვითონაც დამინახა და ფარები ააციმციმა.
ნატალია
წესიერად არ ვიცნობდი. ვიცოდი ვინც იყო, მაგრამ არ ვიცნობდი. ერთ-ერთ იმ მომენტში მიმდინარე პროცესებზე უნდა გვესაუბრა და ტელეფონით ვესაუბრე, გავეცანი და მითხრა, ტელეფონზე საუბარს, ჯობია შევხვდეთო. რა თქმა უნდა, მივედი.
მალევე აღმოვაჩინე, რომ საქმიანი საუბარი არ გქვონდა. ცოტა ხანში ხელი ფეხზე ჩამიცურა და მითხრა, რომ ზევით ნომერი აგვეღო. ეს ყველაფერი ხდება საჯარო სივრცეში - ამ დროს გვერდით კონფერენციაა და ბევრი ნაცნობი წამებში ლანჩზე შეიძლება გამოვიდეს. მოკლედ, გაოგნებულმა მეჩქარება-მეთქი, ვუთხარი და გამოვედი. გასასვლელთან თავი გაიგიჟა, რას გაბრაზდი, თუ არ გინდა კი არავინ გაძალებს და ბარემ მანქანით მიგიყვანო თუ რაღაც. მოკლედ მერე მანქანაშიც ცადა ეკოცნა.
ჩუმად ხარ იმიტომ, რომ ასეთ დროს ძალიან მარტივად გაქცევენ მსხვერპლიდან დანმაშავედ
შემდეგ, კიდევ ერთ საქმიან შეხვედრაზე ჰქონდა ჩემი კოცნის მცდელობა. ამის მერე, რა თქმა უნდა, აღარ მინახავს, მაგრამ ნუ მიმოწერის დროს მცდელობები ჰქონდა კიდევ. უბრალოდ, ჩუმად ხარ იმიტომ, რომ ასეთ დროს ძალიან მარტივად გაქცევენ მსხვერპლიდან დანმაშავედ.
ნინო
მე ბუნდოვნად მახსოვს დეტალები, მაგრამ მახსოვს, რომ შემაწუხა და ის, რომ ეს შეწუხება სხვებზე მეტად დამამახსოვრდა, ალბათ იმიტომ, რომ უფლებადამცველის და მათ შორის ქალების უფლებათა დამცველის იმიჯი ჰქონდა. ერთხელ მყავდა ნანახი საერთო მეგობრებთან სუფრაზე, სადაც გავიცანი და მეტი არც მიკონტაქტია, მერე შემხვდა კაფეში და მოვიკითხე თავაზიანად.
მერე უკვე გავიგე სხვების ამბები, პირველწყაროებიდან, რომ აი ასე ყველას აწუხებს, ზოგს ფიზიკურადაც, მათ შორის მასთან მუშაობის პერიოდშიც და შეიკრა სურათი, რა "ქალთა უფლებადამცველიცაა"
მერე დაიწყო ფეისბუქზე ტვინის წაღება. ეს მახსოვს, რომ მითხრა კარგი კანი მაქვს და დააყოლა, თვითონაც კარგი აქვს, არ დაამთავრა. ეს საერთო მეგობრების ფაქტორი რაღაცნაირად მაფერხებდა, რომ უხეშად მომეშორებინა, თავაზიანად ვერ და არ მიხვდა. მერე უკვე გავიგე სხვების ამბები, პირველწყაროებიდან, რომ აი ასე ყველას აწუხებს, ზოგს ფიზიკურადაც, მათ შორის მასთან მუშაობის პერიოდშიც და შეიკრა სურათი, რა "ქალთა უფლებადამცველიცაა".
ეს როლი რომ არ ჰქონდეს მორგებული და ახლა საერთოდ უფლებადაცველობის ქვოტით არ მოენდომებინა საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრობა, ალბათ რიგით შემწუხებლად დარჩებოდა და ახლაც არ გახმაურდებოდა ამდენი შეწუხებული ქალის მიერ. ახლა ამ კაცის არჩევა იქნება მისი დამსახელებლის და ამრჩევის დისკრედიტაცია და ამავე დროს ქმნის მისი კომპრომეტირების მაღალ რისკს.
ელენე
დევდარიანთან კომუნიკაციის პირველი ერთი კვირის მანძილზე, არ აღქმიქვამს თავი სექსუალური შევიწროების მსხვერპლად. ერთმანეთს ასე თუ ისე ვიცნობდით და რომ მომწერა, დიდად არ გამკვირვებია.
დაახლოებით, ერთი კვირის შემდეგ გახშირდა მისი წერილები. ძირითადად მე აღმწერდა. რა ფერის კანის მაქვს, ფრჩხილზე როგორი ლაქი მისვია. თავს უხერხულად ვგრძნობდი. არავითარი ემოციური კავშირი მე მასთან არ მქონია, რაც ვუთხარი კიდეც. ამ პასუხის შემდეგ დროებით შეწყვიტა ჩემთან კომუნიკაცია, ცოტა ხნის შემდეგ ჩაიზე დამპატიჟა, რაზეც ჩემგან უარი მიიღო. შემდეგ სასტუმროში მთავაზობდა შეხვედრას, რაზეც ასევე ვპასუხობდი, რომ არ მსურდა და ნუ მწერდა.
ყველაზე რთული მომენტი იყო, როცა სამსახურში მომაკითხა და ფაქტობრივად, მაიძულა ჩავსულიყავი და მის მანქანაში ჩავმჯდარიყავი. ბრძანებითი ტონი ჰქონდა, თითქოს მიბრძანა ისე მითხრა "ჩაჯექი".
ის ფსიქოლოგიურად მოქმედებებდა ჩემზე და თავს ეს ცუდად მაგრძნობინებდა
ახლა რომ ვიხსენებ, ვერც ვხვდები რატომ ვერ შევძელი სათანადო წინააღმდეგობის გაწევა. ის ფსიქოლოგიურად მოქმედებებდა ჩემზე და თავს ეს ცუდად მაგრძნობინებდა. პატარა ვიყავი მაშინ, ახლა თითქოს უფრო გავძლიერდი, მაგრამ არა იმდენად, რომ ამ თემაზე საჯაროდ საუბარი შევძლო.
ქრისტინე
დევდარიანი ჩემი უფროსი იყო, მაშინ 23 წლის ვიყავი. საქმე გავაკეთე ცუდად და მომწერა შემდეგ ჯერზე მე თვითონ გამოგყვებიო.
ერთადერთი, რაც "მიტყდება" ისაა, რომ რაღაც პონტში ავყევი, მართლა იმის მეშინოდა, რომ არ გამაგდოს სამსახურიდან-მეთქი
"მანქანაში ჩაჯექი" და "რა იყო, გეშინია, კი არ ვიკბინებიო", - ბრძანებითი ტონი ჰქონდა
ვიფიქრე, რომ სამსახურიდან შეეძლო გავეთავისუფლებინე. ჩემი სამსახური ჩემი ოჯახის შემოსავლის წყარო იყო, ამიტომ, რა თქმა უნდა, ვნერვიულობდი. ამ მომენტიდან დაიწყო ჩვენი ჩათი ფეისბუქზე, 2-3 დღე გაუჩერებლად მწერდა, ერთადერთი, რაც "მიტყდება" ისაა, რომ რაღაც პონტში ავყევი, მართლა იმის მეშინოდა, რომ არ გამაგდოს სამსახურიდან-მეთქი. ისტერიულად ვგზავნიდი აქეთ-იქით CV-ებს, რომ მოვშორებოდი. ეგრე ჰაერზე ვერ წამოვიდოდი.
ზვიად დევდარიანის პასუხი
ქალთა მოძრაობის განცხადების გავრცელების შემდეგ დევდარიანმა კანიდატურა მოხსნა. მისი კანდიდატურა გამოითხოვა სახალხო დამცველმაც. ბრალდებებზე საპასუხოდ კი მან თქვა, რომ სამართლებრივი გზებით დავისთვის მზად არის.
დღეს, 18 მარტს კი, ლიბერალმა ზვიად დევდარიანისგან მიიღო წერილი, რომელიც სოფოს (სახელი შეცვილილია) ისტორიის პასუხია. მისი თქმით, შეხვედრის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა.
-
მეცნიერებმა დედამიწის ისტორიაში უდიდესი მორიელი გამოავლინეს მეცნიერებმა დედამიწის ისტორიაში უდიდესი მორიელი გამოავლინეს
გადახედვა
-
ვარსკვლავი ისე განადგურდა, რომ კვალი არ დატოვა — რა ვიცით ვარსკვლავი ისე განადგურდა, რომ კვალი არ დატოვა — რა ვიცით
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: თუ ამერიკულ მხარეს ჰქონდა ანაკლიის პორტის ინტერესი, შეეძლოთ მონაწილეობა ირაკლი კობახიძე: თუ ამერიკულ მხარეს ჰქონდა ანაკლიის პორტის ინტერესი, შეეძლოთ მონაწილეობა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცხოველი ერთი დეტალით ქვიზი: გამოიცანი ცხოველი ერთი დეტალით
-
დააგროვეთ 10-ჯერ მეტი PLUS ქულა Tbilisi Mall-ში შოპინგისას დააგროვეთ 10-ჯერ მეტი PLUS ქულა Tbilisi Mall-ში შოპინგისას
-
ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ პატივს სცემს იმ მიზეზებს, რა მიზეზებითაც ჩინეთმა გაეროში საქართველოს მხარდამჭერ რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ პატივს სცემს იმ მიზეზებს, რა მიზეზებითაც ჩინეთმა გაეროში საქართველოს მხარდამჭერ რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა
გადახედვა
-
OpenEvidence — ჩატბოტი, რომელმაც ამერიკელი ექიმების გული მოიგო OpenEvidence — ჩატბოტი, რომელმაც ამერიკელი ექიმების გული მოიგო
გადახედვა
-
მისია Artemis 3-ში მონაწილე ასტრონავტების ვინაობა უკვე ცნობილია — გაიცანით ეკიპაჟი მისია Artemis 3-ში მონაწილე ასტრონავტების ვინაობა უკვე ცნობილია — გაიცანით ეკიპაჟი
გადახედვა
-
Cryptal-ზე კრიპტოს ყიდვა, ბალანსის შევსება და თანხის გატანა საერთაშორისო საბანკო ბარათით არის შესაძლებელი Cryptal-ზე კრიპტოს ყიდვა, ბალანსის შევსება და თანხის გატანა საერთაშორისო საბანკო ბარათით არის შესაძლებელი
-
ეროვნულმა ბანკმა $100 მლნ-ის მონეტარული ოქრო შეიძინა ეროვნულმა ბანკმა $100 მლნ-ის მონეტარული ოქრო შეიძინა
გადახედვა
-
FT: EU-ს მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციების 21-ე პაკეტში ქართული კრიპტოპლატფორმები მოხვდნენ FT: EU-ს მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციების 21-ე პაკეტში ქართული კრიპტოპლატფორმები მოხვდნენ
გადახედვა
-
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მეზობელმა მეზობელი მოკლა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მეზობელმა მეზობელი მოკლა
გადახედვა
-
დაესწარი საქართველოს ბანკის ვებინარს და გაიგე, როგორ შეგიძლია ისწავლო აშშ-ში სრული დაფინანსებით დაესწარი საქართველოს ბანკის ვებინარს და გაიგე, როგორ შეგიძლია ისწავლო აშშ-ში სრული დაფინანსებით
-
შალვა პაპუაშვილის თქმით, ბრიუსელი უვიზო მიმოსვლის წინაპირობად რუსეთისთვის სანქციების დაწესებას ასახელებს შალვა პაპუაშვილის თქმით, ბრიუსელი უვიზო მიმოსვლის წინაპირობად რუსეთისთვის სანქციების დაწესებას ასახელებს
გადახედვა
-
შონ "დიდი" ქომბსს არასრულწლოვან მსახიობზე სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ შონ "დიდი" ქომბსს არასრულწლოვან მსახიობზე სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
Apple-ის განახლებული Siri ევროკავშირში ხელმისაწვდომი არ იქნება — აი, რატომ Apple-ის განახლებული Siri ევროკავშირში ხელმისაწვდომი არ იქნება — აი, რატომ
გადახედვა
-
აშშ-ის საიმიგრაციო სამსახურის დაკავების ცენტრში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა აშშ-ის საიმიგრაციო სამსახურის დაკავების ცენტრში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა
გადახედვა
-
თქვენო აღმატებულებავ, გისურვებთ უწყვეტ წარმატებას — ირაკლი კობახიძე სი ძინპინს წერილს უგზავნის თქვენო აღმატებულებავ, გისურვებთ უწყვეტ წარმატებას — ირაკლი კობახიძე სი ძინპინს წერილს უგზავნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის და კომაროვის ყველაზე მასშტაბური STEM ოლიმპიადის გამარჯვებული ცნობილია საქართველოს ბანკის და კომაროვის ყველაზე მასშტაბური STEM ოლიმპიადის გამარჯვებული ცნობილია
-
AI განათლება მომავლის შესაძლებლობებისთვის: თიბისისა და GAIA-ს ერთობლივი ინიციატივები AI განათლება მომავლის შესაძლებლობებისთვის: თიბისისა და GAIA-ს ერთობლივი ინიციატივები
-
სტუდიო ლიბერთი Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის მთავარი პარტნიორია სტუდიო ლიბერთი Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის მთავარი პარტნიორია

კომენტარები