წითელას ეპიდაფეთქება საქართველოში - ყველაზე მეტი დაავადებული აჭარაშია
ფოტო: AP
საქართველოში მწვავე ინფექციური ვირუსული დაავადების - წითელას ეპიდემიოლოგიური აფეთქებაა. წლის დასაწყისიდან უკვე 374 შემთხვევა დაფიქსირდა, ყველაზე რთული ვითარება აჭარის რეგიონშია (226 დაავადებული), შემდეგ მოდიან სამეგრელო (49), თბილისი (40), იმერეთი (23), გურია და ქვემო ქართლი (12-12). ამ დროისთვის წითელათი დაავადებულთა 57 პროცენტი14 წლამდე ბავშვია, 40 პროცენტი კი 15-დან 40 წლამდე პირი.
ვინაიდან წითელა მაღალი გადამდებლობით ხასიათდება, იოლად ვრცელდება ჰაერით (ხველება, ცემინება) საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში (NCDC) დაავადებულთა რიცხვის მატებას პროგნოზირებენ. სპეციალისტთა განმარტებით, განსაკუთრებულ რისკ-ჯგუფს წარმოადგენენ ის პირები, რომლებსაც არ გადაუტანიათ ეს დაავადება, გამოტოვებული აქვთ თუნდაც ერთი აცრა ან წითელას ვაქცინით არასოდეს აცრილან.
ფოტო: VOA
ეპიდემიოლოგი, პროფესორი პაატა იმნაძე ამბობს, რომ წითელას მორიგი ეპიდაფეთქება საქართველოში მოსალოდნელი იყო, ვინაიდან სხვადასხვა მიზეზით, როგორც ბავშვებში, ისე მოზარდებსა და მოზრდილებში დიდი ჯგუფი დაგროვდა, რომელსაც წითელას მიმართ იმუნიტეტი არ გააჩნიათ:
"დღეს ჩვენთან გვაქვს წითელას არატიპიური ეპიდაფეთქება, როდესაც დაავადებულთა მნიშვნელოვანი ნაწილი მოზრდილია. ეს კატეგორია ბავშვი როცა იყო, მაშინ ან არ იყო ვაქცინა, მოშლილი იყო იმუნიზაციის სისტემა ან სხვა მიზეზით არ აიცრნენ.
ჩვენი კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 20-25 წლის ასაკის, მოქალაქეთა 12 პროცენტი, და 40 წლამდე, მოქალაქეთა 10 პროცენტი, არაიმუნური პირია - ანუ წითელასადმი იმუნიტეტი არ გააჩნია. მათი რიცხვი საკმაოდ დიდია, წითელა კი ჰაერით ძალიან ადვილად ვრცელდება ანუ ეპიდაფეთქებისთვის სამწუხაროდ ნოყიერი ნიადაგი გვაქვს", - ამბობს იმნაძე.
საქართველოში წითელას საწინააღმდეგო აცრები 1968 წლიდან დაიწყო, როცა საბჭოთა კავშირში წითელას ეპიდემია ბავშვთა სიკვდილიანობის გამომწვევი ერთ-ერთი ძირითადი დაავადება იყო, მაშინ მხოლოდ ერთი აცრა კეთდებოდა. წითელა-წითურას ეპიდემიამ მეორედ საქართველოში 2004-2005 წლებში იფეთქა: 14 500-მდე პირი დაავადდა და 9 ადამიანი დაიღუპა. ამ საგანგაშო ვითარებას წითელა-წითურა-ყბაყურას საწინააღმდეგო კომბინირებული ვაქცინით (MMR) გეგმიური იმუნიზაციის დანერგვა მოჰყვა.
2004 წლიდან ეს ვაქცინა ბავშვებს პირველად ერთი წლის, განმეორებით კი ხუთი წლის ასაკში უფასოდ უკეთდებათ. პარალელურად სახელმწიფო 41 წლამდე ასაკის ნებისმიერ მოქალაქის ვაქცინაციასაც აფინანსებს.
ვინაიდან ბევრმა მშობელმა არ იცოდა, (და დღემდე არ იცის) რომ ერთი აცრა პატარას მხოლოდ 85 პროცდნტით იცავს, ორი აცრა კი 98 პროცენტით, 2013-2015 წლებში საქართველოში კიდევ ერთმა ეპიდემიამ იფეთქა. წითელათი დაავადებული 11 000 ადამიანიდან 4 დაიღუპა.
ეპიდემიოლოგების აზრით, საქართველოში წითელას პერიოდული ეპიდაფეთქებები ერთი მხრივ, 1990-იან წლებში იმუნიზაციის პროგრამის დიდ ჩავარდნას უკავშირდება, რის შედეგადაც დიდი რაოდენობით არასრულად აცრილი არაიმუნური პირები დაგროვდა, რომლებიც უკვე მოზრდილ ასაკში ავადდებიან; მეორე მხრივ კი ქვეყანაში არაიმუნური ფენის გაზრდა, უმცროსი ასაკის ბავშვების, გეგმიური ვაქცინაციით არასათანადო მოცვამ გამოიწვია.
2008 წელს, საქართველოში 6-დან 27 წლის ასაკის ერთი მილიონი ადამიანის MMR-ის აცრის პროგრამა იყო დაგეგმილი, თუმცა ვაქცინაციისადმი უარყოფითი საზოგადოებრივი განწყობებისა და აგვისტოს ომის გამო, მაშინ 500 000 ადამიანის აცრა მოხერხდა.
თავი და თავი ამ რთული პრობლემის, ქართულ საზოგადოებაში აცრების მიმართ დღემდე არსებული გაუთვიცნობიერებელი შიში და კარგად "შეფუთული" მითებია, რომ თითქოს ვაქცინაცია ჯანმრთელობისთვის საშიშია.
ყველაზე ცნობილი მითი, რომელმაც არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით გეგმიურ იმუნიზაციას უდიდესი ზიანი მიაყენა, ინგლისელ მეცნიერ ენდრიუ უეკფილდს ეკუთვნის. 1998 წელს, მან ავტორიტეტულ სამედიცინო ჟურნალ Lancet-ში გამოაქვეყნა კვლევა, სადაც ამტკიცებდა რომ თითქოს წითელა-წითურა-ყბაყურას ვაქცინა აუტიზმს იწვევდა.
ეპიდემიოლოგი პაატა იმნაძის თქმით, ბოლო 20 წელიწადში არაერთხელ დამტკიცდა, რომ ამ კვლევას და მის ავტორს მეცნიერებასთან და მედიცინასთან არაფერი აკავშირებს:
"ამ ყალბი კვლევის გამოაშკარავებას მოჰყვა ის, რომ ეს ადამიანი დიდი ბრიტანეთის ექიმთა ასოციაციიდან გარიცხეს და ექიმობა აუკრძალეს. ჰქონდა სასამართლო დავა და ბრიტანეთის დატოვებაც მოუხდა. მსოფლიო მედიცინის ისტორიაში არ მახსენდება შემთხვევა, როცა ასეთმა ავტორიტეტულმა ჟურნალმა კვლევა ამოიღო და ბოდიში მოიხადა. თუმცა, უეკფილდის სიცრუის "ვირუსულ" შედეგებს ევროპასა და აშშ-ში ახლა იმკიან".
უეკფილდის ყალბ კვლევას შედეგად მასობრივი პანიკა მოჰყვა და 2001-2003 წლებში, წითელა-წითურა-ყბაყურას საწინააღმდეგო კომბინირებული ვაქცინის გამოყენება მთელ მსოფლიოში 80 პროცენტით შემცირდა, ამან როგორც ევროპის, ისე ამერიკის კონტინენტზე არაიმუნური ფენა და წითელას ეპიდემიების რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა. 2017 წელს ევროპის კონტინენტზე წითელათი დაავადების რიცხვმა რეკორდულად, ოთხჯერ მოიმატა (5 273-დან 21 315-მდე) და 35 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
2018 წლის პირველ სამ თვეში საქართველოს გარდა, წითელას დიდი ეპიდაფეთქებაა უკრაინაში, ინგლისში, საბერძნეთში, იტალიაში, რუმინეთში, სერბეთში, საფრანგეთსა და გერმანიაში. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში ამბობენ, რომ წითელა ძალზედ საშიში დაავადებაა, რომელსაც არაერთი გართულება ახლავს, თვით ლეტალური შედეგის ჩათვლით.
NCDC-ში გვირჩევენ, რომ აუცილებლად გადავამოწმოთ ჩვენი და ჩვენი შვილების აცრის სტატუსი და აცრების ჩასატარებლად დაუყოვნებლივ მივმართოთ ექიმს.
-
საქართველოში გერმანიის ელჩის განცხადებით, საქართველოში მოქმედი 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს" საქართველოში გერმანიის ელჩის განცხადებით, საქართველოში მოქმედი 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს"
გადახედვა
-
ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა
გადახედვა
-
OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე
გადახედვა
-
"ნეტგაზეთი": კონრად ადენაუერის ფონდმა, რომელიც გრანტების კანონის გამო დაიხურა, 2003 წელს ნიკოლოზ სამხარაძეს სწავლა დაუფინანსა "ნეტგაზეთი": კონრად ადენაუერის ფონდმა, რომელიც გრანტების კანონის გამო დაიხურა, 2003 წელს ნიკოლოზ სამხარაძეს სწავლა დაუფინანსა
გადახედვა
-
მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკმა მასწავლებლებს სხვადასხვა შეთავაზება მოუმზადა მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკმა მასწავლებლებს სხვადასხვა შეთავაზება მოუმზადა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისში და ბათუმში გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისში და ბათუმში გაიმართება
-
ChatGPT-ში ამიერიდან ტანსაცმლის მოსინჯვას შეძლებთ ChatGPT-ში ამიერიდან ტანსაცმლის მოსინჯვას შეძლებთ
გადახედვა
-
ახალი პროფესია, ახალი ეტაპი — ნათია მახარაშვილის გზა კულინარიისკენ | საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი ახალი პროფესია, ახალი ეტაპი — ნათია მახარაშვილის გზა კულინარიისკენ | საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი
-
როგორ ცვლის AI გლობალურ შრომის ბაზარს — საერთაშორისო გიგანტების გამოცდილება როგორ ცვლის AI გლობალურ შრომის ბაზარს — საერთაშორისო გიგანტების გამოცდილება
-
NGO-ები: მოვითხოვთ დაუყოვნებლივ რეაგირებას მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე NGO-ები: მოვითხოვთ დაუყოვნებლივ რეაგირებას მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე
გადახედვა
-
პროკურატურამ ფულის გათეთრებაზე ძმებ ფეიქრიშვილებს ახალი ბრალდება წაუყენა პროკურატურამ ფულის გათეთრებაზე ძმებ ფეიქრიშვილებს ახალი ბრალდება წაუყენა
გადახედვა
-
ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა
გადახედვა
-
მომავალ წელს სასკოლო ფორმებისთვის ბიუჯეტიდან ₾15,5 მლნ იქნება გათვალისწინებული მომავალ წელს სასკოლო ფორმებისთვის ბიუჯეტიდან ₾15,5 მლნ იქნება გათვალისწინებული
გადახედვა
-
რა არის ლეტალური ინიექცია და როგორ გადაურჩა მის ორ დოზას სიკვდილმისჯილი ქალი რა არის ლეტალური ინიექცია და როგორ გადაურჩა მის ორ დოზას სიკვდილმისჯილი ქალი
გადახედვა
-
ოქტომბერში შესაძლოა 26-27°-მდე დათბეს — გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი ოქტომბერში შესაძლოა 26-27°-მდე დათბეს — გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი
გადახედვა
-
მსჯავრდადებულ გიორგი დავითაძის ოჯახის განცხადებით, პენიტენციური სამსახური "დანაშაულს ფარცხავს" მსჯავრდადებულ გიორგი დავითაძის ოჯახის განცხადებით, პენიტენციური სამსახური "დანაშაულს ფარცხავს"
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი? რა ქონებას ფლობს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი?
გადახედვა
-
შემდეგი პოდკასტი: როგორ ჩნდება ცნობიერება — ტვინის ყველაზე დიდი საიდუმლო შემდეგი პოდკასტი: როგორ ჩნდება ცნობიერება — ტვინის ყველაზე დიდი საიდუმლო
-
ფრიდრიხ ნაუმანის ფონდმა საქართველოში მუშაობა შეაჩერა ფრიდრიხ ნაუმანის ფონდმა საქართველოში მუშაობა შეაჩერა
გადახედვა
-
ევროკომისიამ უკრაინას ფინანსური სტაბილურობისა და რეფორმების მხარდასაჭერად €2.9 მლრდ გამოუყო ევროკომისიამ უკრაინას ფინანსური სტაბილურობისა და რეფორმების მხარდასაჭერად €2.9 მლრდ გამოუყო
გადახედვა
-
ლევან ჟორჟოლიანი: უცხოურ გრანტებზე თანხმობების გაცემის მაჩვენებელი 95%-ია ლევან ჟორჟოლიანი: უცხოურ გრანტებზე თანხმობების გაცემის მაჩვენებელი 95%-ია
გადახედვა


კომენტარები