გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთის დროშის ქვეშ მცურავმა გემმა ფოთის ნავსადგურის ნავმისადგომთან სამეურნეო-ფეკალური წყლებით ზღვა დააბინძურა.

გემის კაპიტანს ფოთის საქალაქო სასამართლომ 65 000 ლარის ოდენობით საჯარიმო სანქცია დააკისრა, რასაც დაემატა გარემოსათვის მიყენებული ზიანის თანხა - 1 276 ლარის ოდენობით.

უწყების თქმით, გემი საქართველოს ტერიტორიულ წყლების დატოვებას ჯარიმის გადახდის შემდეგ შეძლებს.