NGO-ები და მედიაორგანიზაციები მუხთარლის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვენ
ფოტო: თორნიკე მანდარია/ On.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციები აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხტარლის გატაცებასთან დაკავშირებით პარლამენტს სთხოვენ, რომ შექმნას დროებითი საგამოძიებო კომისია და ამ საქმეზე საპარლამენტო კონტროლი უზრუნველყოს.
"ამასთან, საქართველოს მთავარ პროკურორს გამოძიების პროცესში საერთაშორისო გამომძიებლების/ექსპერტების მონაწილეობასა და მაქსიმალური ანგარიშვალდებულებისა და გამჭირვალობის მიდგომების დაცვას ვთხოვთ".
ორგანიზაციების თქმით, მუხტარლის გატაცების საქმის გამოძიების მიმართ მაღალი საზოგადოებრივი მოლოდინის მიუხედავად, პროცესის ანალიზი აჩვენებს, რომ ის მნიშვნელოვანი ხარვეზებით მიმდინარეობს, რაც გამოძიების დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის მიმართ ნდობას მნიშვნელოვნად ასუსტებს.
1. ინსტიტუციური დამოუკიდებლობის პრობლემა. მიუხედავად იმისა, რომ დაკავებისთანავე განაცხადა, რომ მისი გატაცება საქართველოს ტერიტორიიდან ორგანიზებულად, სავარაუდოდ, საქართველოს კრიმინალური პოლიციის თანამშრომლების უშუალო მონაწილეობით განხორციელდა, გამოძიების ინსტიტუციური დამოუკიდებლობის სტანდარტების დარღვევით, საქმეზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო. საქმე გამოსაძიებლად პტოკურატურას ორი თვის დაგვიანებით, 2017 წლიის 20 ივლისს გადაეცა.
საქმეზე სიმართლის დადგენისთვის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი და გადაუდებელი მტკიცებულებების, მათ შორის, ვიდეო ჩანაწერების მოპოვება, სწორედ შსს-მ მნიშვნელოვანი ხარვეზებით განახორციელა. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, გამოძიების მიერ არ ყოფილა ამოღებული გამტაცებლების გადაადგილების მარშუტზე თბილისიდან ლაგოდეხამდე არსებული კერძო ობიექტების ვიდეო ჩანაწერები, ხოლო ამავე პერიმეტრზე არსებული შს სამინისტროს ვიდეო კამერები, მოწმის ჩვენების მიხედვით გათიშული იყო. საქმეში არსებული მასალის მიხედვით, არ ფუნქციონირებდა სასაზღვრო-საემიგრაციო პუნქტ "ცოდნაზე" (ლაგოდეხი) გარე პერიმეტრზე არსებული კამერების ჩამწერი მოწყობილობა. შსს-ს მიერ საქმისთვის ყველაზე არსებითი და პირდაპირი მტკიცებულებების არასათანადოდ მოპოვება, მთლიანობაში გამოძიების არაობიექტურობისა და არაეფექტიანობის შესახებ ეჭვებს აძლიერებს.
ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის მაუწყებელი პროექტისა (OCCRP) და ტელეარხი რუსთავი 2-ის ჟურნალისტებთან ჩაწერილი ახსნა-განმარტებები, რომლებიც აფგან მუხტარლის გატაცებას დამოუკიდებლად იძიებდნენ, მიუთითებს ეჭვზე, რომ სავარაუდოდ შსს-ს თანამშრომლებმა წაშალეს კერძო კამერებით ჩაწერილი მასალა.
აფგან მუხტარლის გატაცემის საქმეზე შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ გაკეთებული საჯარო განცხადება, მიმდინარე გამოძიების არაეფექტიანობის შესახებ ვარაუდს კიდევ უფრო ხელშესახებს ხდიდა, რომელიც თითქმის უაპელაციოდ იმეორებდა საქმეზე აზერბაიჯანის ხელისუფლების ოფიციალურ ვერსიას, და უგულვებელყოფდა აზერბაიჯანის ხელისუფლების მხრიდან აფგან მუხთარლის პოლიტიკური დევნისა და მისი დაკავების ინტერესის გარემოებას.
მთლიანობაში, გამოძიების საწყის ეტაპზევე მნიშვნელოვანი მტკიცებულების მოპოვების პროცესში გამოვლენილმა ხარვეზებმა და გამოძიების ინსტიტუციური დამოუკიდებლობის სტანდარტის დარღვევამ, არსებითად შეამცირა საქმეზე სიმართლის დადგენისა და რეალური გამოძიების შესაძლებლობა.
2. ქმედების კვალიფიკაციის პრობლემა. ამ დრომდე საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა) მიმდინარეობს. მიუხედავად იმისა, რომ საქმის გარემოებები უჩვენებს გატაცების პროცესში ორგანიზებული ჯგუფის მონაწილეობის, მისი საზღვარგარეთ გაყვანის და ასევე, აფგან მუხთარლის ოჯახისა და სახელმწიფოს ინტერესებისთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების ფაქტს, პროკურატურამ აფგან მუხთარლისა და ლეილა მუსტაფაევას ადვოკატის არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, საქმის კვალიფიკაცია, სსკ-ის 143-ე მუხლის მე-4 ნაწილითარ შეცვალა. ამასთან, გამოძიება უგულებელყოფს აფგან მუთხარლის გატაცების ფაქტით მისთვის და მისი მეუღლისთვის, ლეილა მუსტაფაევასთან ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელშეშლის ინტერესსა და შედეგს, რომელიც ასევე უნდა გახდეს გამოძიების საგანი (სსკ-ის 154-ე მუხლის მეორე ნაწილი).
3. დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე უარი. საქმეზე გამოძიების დაწყებიდან თითქმის 9 თვე გავიდა, თუმცა, დანაშაულის შესახებ დასაბუთებული ვარაუდის არ არსებობის გამო, პროკურატურა უარს აცხადებს აფგან მუხთარლის (ასევე სსკ-ის 154-ე მუხლის ქვეშ ლეილა მუსტაფაევის) დაზარალებულად ცნობაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება გამორიცხავს გამოძიების პროცესში დაზარალებულის ეფექტურ მონაწილეობას, ხოლო საჯარო კონტროლის შეზღუდვის ფონზე, ძლიერდებაეჭვები მიმდინარე გამოძიების ილუზორული ხასიათის შესახებ.
4. ჯეროვანი გამოძიების პრობლემა. საგამოძიებო ორგანოების განმარტების მიუხედავად, რომ მათ საქმეზე დაკითხეს 200-ზე მეტი მოწმე და შეაგროვეს მნიშვნელოვანი მოცულობის ვიდეო მასალა, შეგროვებული მტკიცებულებების მნიშვნელოვანი ნაწილი არარელევანტური ჩანს - გამოკითხული მოწმეების დიდ ნაწილს არ ქონიათ რაიმე შემხებლობა საქმესთან. ამ დრომდე გამოძიებამ ვერ უზრუნველყო იმ მანქანის იდენტიფიცირება, რომლითაც მოხდა აფგან მუხთარლის გატაცება და მისი გადაადგილების ტრაექტორიის, მათ შორის, საზღვრის კვეთის მონაკვეთის აღდგენა.
5. შესაძლო პოლიტიკური ლოიალობის პრობლემა. საქართველოში მოღვაწე აზერბაიჯანიდან დევნილი ჟურნალისტებისა და აქტივისტების საქმეების ანალიზი აჩვენებს, რომ 2016 წლიდან საქართველოს მთავრობამ ალიევის რეჟიმის მიმართ კრიტიკულად განწყობილი აქტივისტების/ჟურნალისტების დიდ ნაწილს უარი განუცხადა ბინადრობის მოწმობების ან ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე. უარის თქმის საფუძველი თითქმის ყველა შემთხვევაში "ეროვნული უსაფრთხოების დაცვის" ინტერესი იყო, რომელიც ეფექტიან და რეალურ სასამართლო კონტროლს არ ექვემდებარება. დისიდენტების დიდი ნაწილი უთითებს, საქართველოში ყოფნის პერიოდში კერძო პირების მიერ მათი დევნის, თვალთვალისა და აღნიშნულ ინციდენტებზე ქართული პოლიციის გულგრილობისა და არაეფექტიანი რეაგირების გამოცდილებაზე. ამ პირობებში აზერბაიჯანიდან დევნილი აქტივისტების/ჟურნალისტების დიდ ნაწილს საქართველოს დატოვება მოუწია. აფგან მუხტარლის გატაცების საქმე ამ პრაქტიკისა და ადამიანის უფლებების პოლიტიკური ინსტრუმანტალიზების ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი გახდა.
ამ ეჭვებს აძლიერებს აზერბაიჯანის პარლამენტის წევრის, ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის - ელმან ნასიროვის მიერ რადიო თავისუფლებისათვის 2017 წლის 9 ივნისს მიცემული ინტერვიუც, რომელშიც მან განაცხადა, რომ აფგან მუხთარლის დაპატიმრება აზერბაიჯანის და ქართული სპეცსამსახურების ერთობლივი ძალისხმევის და ნაბიჯების შედეგად მოხდა (მომავალში მან ეს განცხადება უარყო).
საქმეზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის თვითკრიტიკული განცხადება და შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილება - საზღვრის დაცვის და კონტრდაზვერვის სამსახურის უფროსების გათავისუფლების თაობაზე, ცხადია, არ შეიძლება განხილული იქნას საკმარის რეაგირებად.
საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებები აფგან მუხტარლის საქმეზე მკვეთრად კრიტიკული იყო და ისინი საქართველოს მთავრობას დროული და ეფექტიანი გამოძიებისკენ მოუწოდებდნენ. მათ შორის, 2017 წლის 3 ივნისს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოხატა შეშფოთება მომხდარზე და მოუწოდა საქართველოს უზრუნველეყო სრული, გამჭვირვალე და დროული გამოძიება . გამჭვირვალე გამოძიების ჩატარების აუცილებლობა ხაზგასმულია ევროპარლამენტის 2017 წლის 15 ივნისის რეზოლუციაშიც. 2018 წლის 12 იანვარს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გაკეთებული განცხადება, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო დეპარტამენტი ყურადღებით ადევნებს თვალყურს სავარაუდო გატაცების საქმეზე საქართველოში წარმოებულ გამოძიებას და ხედავს საფუძვლიანი, გამჭვირვალე და დროული გამოძიების ჩატარების აუცილებლობას, იმის მაჩვენებელია, რომ დაუშვებელია საქმეზე არსებული კითხვები და ეჭვები პასუხგაუცემელი დარჩეს. გამოძიების გაჭიანურება სერიოზულ ზიანს აყენებს საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობას და სახელმწიფოს საერთაშორისო იმიჯს.
ადგილობრივი და საერთაშორისო საზოგადოების მიერ აფგან მუხტარლის საქმეზე ეფექტიანი გამოძიების მოთხოვნის მიუხედავად, ამ დრომდე მიმდინარე გამოძიების პროცესი ხარვეზიანი და ნაკლებად ეფექტიანია.
გარდა ზემოთ აღნიშნულისა, ხელმომწერი ორგანიზაციები მოვუწოდებთ საქართველოს მთავარ პროკურორს:
- თანამშრომლობისთვის შესაბამის ფორმატში, უზრუნველყოს პარტნიორი ქვეყნების (ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ქვეყნების) ექსპერტებისა და გამომძიებლების ჩართვა გამოძიების პროცესში, რისი გამოცდილებაც სხვა მნიშვნელოვან საქმეებზე უწყებას უკვე გააჩნია;
- საქმეზე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, დაინტერესებული ორგანიზაციებისთვის უზრუნველყოს გამოძიების პროგრესისა და მომავალი გეგმების შესახებ ინფორმაციის დროული გაზიარება;
- პერიოდულად პროაქტიულად გაასაჯაროოს ინფორმაცია გამოძიების პროგრესის შესახებ.
ხელმომწერი 34 ორგანიზაცია:
- კონსტიტუციის 42-ე მუხლი;
- ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC);
- ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA);
- თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი;
- ადამიანის უფლებათა ცენტრი;
- მედიის განვითარების ფონდი (MDF);
- საქართველოს დემოკრატიული ინიციტივა (GDI);
- ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI);
- ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო (OSGF);
- საერთაშორისო გამჭირვალობა (TI);
- მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი;
- ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI);
- სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED);
- საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS);
- სამოქალაქო განვითარების სააგენტო (სიდა);
- პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR);
- ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის;
- საფარი;
- საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია;
- საინფორმაციო ცენტრების ქსელი;
- საქარველოს ბიზნეს მედია ასოციაცია;
- კონსტიტუციური კვლევების ცენტრი;
- მმართვლობის მონიტორინგის ცენტრი;
- მედიის ინსტიტუტი;
- ტვ პირველი;
- ლიბერალი;
- მონიტორი;
- ჯემნიუსი;
- მედიაკლუბი;
- ნეტგაზეთი;
- ბათუმელები;
- რუსთავი 2;
- ტაბულა;
- On.ge;
- OC Media.
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
კომენტარები