როგორ შევიძინოთ კრიპტო-ვალუტები (ალტკოინები)
სტატია თავდაპირველად გამოქვეყნდა გირჩის საიტზე.
ეს სტატია მხოლოდ საინფორმაციო ხასიათისაა. არ ჩადოთ ფული კრიპტო-ვალუტებში, თუ მზად არ ხართ, რომ ეს ფული დაკარგოთ. ასეთი ინვესტიციები სარისკო საქმეა.
კრიპტო-ვალუტებთან ურთიერთობის ორი გზა არსებობს:
- ვაჭრობა (ყიდვა-გაყიდვა და ამით მოგების მიღების მცდელობა)
- ინვესტირება (რომელიმე პერსპექტიული კოინის ყიდვა და ერთი წლით დატოვება, იმის იმედით, რომ ეს კოინი ამ ხნის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაძვირდება).
- ორივე შემთხვევაში გჭირდებათ რაიმე წყარო, რითაც ლარს ან დოლარს კრიპტო-ვალუტაში გადაცვლით, შესანახად ან შემდგომი ვაჭრობისთვის.
ამ სტატიაში ვეცდებით ჩამოვწეროთ ყველა ის ნაბიჯი, რაც დაგჭირდებათ კრიპტო-ბაზარზე შესასვლელად.
ამის ორი გზა არსებობს:
დავიწყოთ პირველით (აქვე - emoney.ge-ზე ნებისმიერი პრობლემის აღმოჩენის შემთხვევაში, მიწერეთ ონლაინ-დახმარების სამსახურს, „დახმარების“ ღილაკი ნახეთ მარჯვენა ქვედა კუთხეში):
- დარეგისტრირდით emoney.ge-ზე
- შეავსეთ თქვენი emoney ანგარიში იმ თანხით, რაც გსურთ ჩადოთ კრიპტო-ვალუტაში.
ანგარიში შეგიძლიათ შეავსოთ პლასტიკური ბარათის გადაბმით, სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან ან ლიბერთი-ბანკის ფილიალში მისვლით და თქვენს ანგარიშზე ფულის შეტანით. ამ ლინკზე ნახავთ ყველა ვიდეო-ინსტრუქციას, თუ როგორ შეავსოთ ანგარიში სხვადასხვა მეთოდით. - მას მერე, რაც თქვენს ანგარიშზე ფული დევს, უნდა იყიდოთ რომელიმე კრიპტო-ვალუტა, რომელსაც გადაიტანთ უცხოურ სავაჭრო ბირჟაზე და იქ ამ ვალუტით ივაჭრებთ.
ამისთვის არ არის რეკომენდებული შეიძინოთ ბიტკოინი - ბიტკოინის ტრანზაქციები ხშირად იჭედება და დიდ დროს ანდომებს. იყიდეთ Litecoin ან Ripple… ვთქვათ, ლაითკოინი.
ან იგივეს აკეთებთ უცხოურ ვებ გვერდზე:
- რეგისტრირდებით ამ ვებ გვერდზე CEX.IO
- Deposit ღილაკით გადადიხართ და თქვენს ანგარიშს აბამთ თქვენსავე პლასტიკურ ბარათს.
ვერიფიკაციისთვის ვებ გვერდი მოგთხოვთ თქვენი ბარათისა და პირადობის მოწმობის ფოტოებს, ასევე სელფს პლასტიკურ ბარათთან. ამ ყველაფრის გაგზავნის შემდეგ, წესით, მალევე მოგცემენ ვერიფიკაციას და შეგეძლებათ ბარათიდან პირდაპირ ამ ვებ გვერდზე დღეში 300$ შეიტანოთ (დღიური შენატანების ლიმიტი შეგიძლიათ გაიზარდოთ დამატებითი ვერიფიკაციით); - აქაც ყიდულობთ საწყის კრიპტო-ვალუტას, რომელსაც სავაჭრო ბირჟაზე გადაიტანთ პატარა კრიპტო-ვალუტების საყიდლად. ამ შემთხვევაში, ყიდულობთ Ethereum-ს, რადგან მისი მეშვეობით ტრანზაქციების გაკეთება უფრო სწრაფად არის შესაძლებელი.
მას მერე, რაც საბაზისო კრიპტო-ვალუტა გაქვთ, შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ კრიპტო-ბირჟაზე და შეიძინოთ თქვენთვის სასურველი წვრილ-წვრილი კრიპტო-ვალუტები.
ამისთვის ჩვენ განვიხილავთ იმ ბირჟას, რომელთანაც მუშაობის გამოცდილება გვაქვს.
ბინანსი binance.com
რეგისტრირდებით ამ ბირჟაზე. საიტი ტრანზაქციებისთვის მოგთხოვთ ორსაფეხურიან ვერიფიკაციას. ამისთვის გამოიწერთ Google Authentificator-ს თქვენს ტელეფონში, შემდეგ ტელეფონის კამერით დაასკანერებთ იმ QR კოდს, რომელსაც საიტი მოგცემთ და შემდეგ რენდომად გენერირებულ 6-ნიშნა კოდებს გამოიყენებთ ხოლმე თქვენი ვინაობის დასადასტურებლად. iOS Android
ახლა უკვე დროა თქვენი ეთერიუმი ან ლაითკოინი ბინანსზე გადაიტანოთ.
- ამისთვის შევდივართ Binance.com > Funds > Deposites & Withdrawals.
სერჩში მოძებნით იმ ვალუტას, რომელიც გაქვთ ნაყიდი და გინდათ, რომ ბინანსზე შემოიტანოთ. (ETH - cex.io-დან, LTC - emoney.ge-დან) და ამ ვალუტის გასწვრივ დააწვებით Deposit ღილაკს, რომლის მერეც ჩამოიშლება დირექტორია, სადაც დაინახავთ თქვენთვის დაგენერირებული საფულის მისამართს. - აკოპირებთ თქვენი საფულის მისამართს.
- ახლა მიდიხართ emoney.ge-ზე ან cex.io-ზე და იქ არსებული კრიპტო-კოინები გადაგაქვთ ბინანსზე.
Emoney-სთვის - დაკლიკეთ Litecoin ღილაკზე.
- გახსნილ ფანჯარაში დაკლიკეთ “გაგზავნა-მოთხოვნა”-ს
- “მიმღებში” ჩაწერეთ თქვენი ლაითკოინ საფულის მისამართი (რომელიც დაგიგენერირათ ბინანსმა)
- “რაოდენობა”-ში წერთ, რამდენი ლაითკოინის გადარიცხვა გსურთ ბინანსზე
- დააჭირეთ “გაგზავნას”.
ამ ყველაფრის შესრულების შემდეგ, დაახლოებით 10 წუთში, თქვენი ლაითკოინები აისახება ბინანსის ანგარიშზე.
CEX-ისთვის
Home Page-ზე აწვებით ღილაკს Withdraw
- გახსნილ ფანჯარაში, მარჯვენა მხარეს ჩამონათვალში პოულობთ ETH-ს
- მის გასწვრივ წერთ, რამდენი ეთერიუმი გინდათ გადაიტანოთ ბინანსზე
- მისამართის ველში წერთ საფულის იმ მისამართს, რომელიც მოგანიჭათ ბინანსმა
და აწვებით Withdraw-ს.
დაახლოებით 10 წუთში თქვენი ეთერიუმი დაჯდება ბინანსის ანგარიშზე.
მას მერე, რაც ბინანსზე თქვენს ანგარიშზე ზის ეთერიუმი, უკვე შეგიძლიათ სხვა კრიპტო-ვალუტების შესყიდვა.
ლაითკოინით პირდაპირ სხვა ვალუტებს ვერ იყიდით, ამისთვის ლაითკოინით ჯერ უნდა იყიდოთ ეთერიუმი, ხოლო შემდეგ ეთერიუმით შეიძენთ სხვა კოინებს.
ერთი კრიპტოვალუტით მეორე კრიპტოვალუტის შეძენა ბინანსზე ხდება ასე:
გადადიხართ Exchange > Basic-ში.
- მარჯვენა ზედა კუთხეში მონიშნავთ ETH-ს.
- სერჩში ჩაწერთ თქვენთვის სასურველი ვალუტის შემოკლებულ სახელს, მაგალითად, Verge-სთვის ეს სახელი XVG-ა.
- დააკლიკებთ XVG/ETH წყვილზე.
- Amount-ში ჩაწერთ, რამდენი კოინის ყიდვა გსურთ.
- შეგიძლიათ, დაკლიკოთ პროცენტებზე, რითაც თქვენი ეთერიუმის შესაბამისი პროცენტით შეიძენთ თქვენთვის სასურველ ვალუტას.
BUY - 1-5 წამიანი პაუზის შემდეგ, თქვენი ოპერაცია შესრულდება და თქვენს FUND-ებში გამოჩნდება ახლად შეძენილი ვალუტა.
ჩვენი აზრით პერსპექტიული რამდენიმე კრიპტო-ვალუტა:
- Litecoin (LTC)
- Ripple (XRP)
- Verge (XVG)
- Reddcoin (RDD)
- Cardano (ADA)
- Iota (IOT)
- TRONIX (TRX)
სხვადასხვა კრიპტო-ვალუტებზე შეგიძლიათ ინფორმაცია მიიღოთ აქედან. თქვენი კრიპტო-პორტფელის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ აკონტროლოთ ამ აპლიკაციაში.
სულ ეს იყო.
კომენტარები