გიორგი ლუკავას 7-წლიანი ტყვეობა აფხაზეთში, დასრულდა
ფოტო: VOA
თითქმის შვიდწლიანი ტყვეობის შემდეგ, ოკუპირებული აფხაზეთის დრანდის ციხიდან, საქართველოს მოქალაქე გიორგი ლუკავა გაანთავისუფლეს. საქართველოს სამხედრო პოლიციის ყოფილი თანამშრომელი, ოკუპირებულ ანკლავში 20 წლიან სასჯელს, აფხაზი მესაზღვრეების გატაცებისა და მკვლელობის მუხლით იხდიდა. ლუკავას ბრალი არ უღიარებია.
გიორგი ლუკავა 2011 წლის 8 მაისს, ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ ქვემო ბარღების სასაფლაოზე მაშინ დაიჭირეს, როცა შვილების საფლავს ასუფთავებდა. აფხაზებმა ლუკავა ქართული პარტიზანული მოძრაობა ტყის ძმების წევრად გამოაცხადეს და ბრალი, 1994 წელს, სოფელ თაგილონში აფხაზ მესაზღვრეებზე შეიარაღებულ თავდასხაში დასდეს, რა დროსაც ორი აფხაზი ადგილზე დაიღუპა, 12 კი უგზო-უკვლოდ დაიკარგა.
2013 წლის სექტემბერში სოხუმის სასამართლომ ლუკავას 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და 225 ათასი რუსული რუბლით (10 000 ლარი) დააჯარიმა.
ბოლო წლებში, ჟენევისა და გალის (IPRM) შეხვედრების ფარგლებში, ქართული მხარე ლუკავას გათავისუფლებას მუდმივად მოითხოვდა, რაზეც აფხაზური მხარე უარს აცხადებდა. 2016 წლის მარტში, პატიმართა სამმხრივი (თბილისი-სოხუმი-ცხინვალი) გაცვლის დროს, სიაში ლუკავაც იყო, თუმცა, ბოლო მომენტში, იგი საკანში შეაბრუნეს.
დღეს გიორგი ლუკავა უკვე თბილისში, მეუღლესთან, რვა შვილთან და შვილიშვილებთან ერთად იმყოფება. მისი გათავისფლება წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დახმარებით მოხერხდა. 53 წლის ლუკავა ამბობს, რომ პატიმრობამ ჯანმრთელობა ძალიან შეურყია:
საავადმყოფოში მკურნალობა მჭირდება, ფსიქოლოგიური დახმარება, ნერვები არ მყოფნის, ლაპარაკი მიჭირს
"საავადმყოფოში მკურნალობა მჭირდება, ფსიქოლოგიური დახმარება, ნერვები არ მყოფნის, ლაპარაკი მიჭირს, უძილობა და მაინც ორივე მხარის მადლობელი ვარ იმისთვის, რომ დღეს ცოცხალი, ჩემს ოჯახთან ერთად ვარ."
სოხუმიდან დევნილი ლუკავასთვის ეს რიგით მეორე პატიმრობა იყო. პირველად აფხაზებმა იგი 1996 წელს, გალის რაიონში დაიჭირეს, რა დროსაც, "მკვლელობებისა" და "პარტიზანული მოძრაობის წევრობისთვის" 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მაშინ მან დრანდის ციხეში 3 წელი გაატარა, 1999 წელს, ტყვეთა გაცვლის პროცესი შეეხო და გათავისუფლდა. საერთო ჯამში, 53 წლის ლუკავამ დრანდის ციხეში თითქმის 10 წელი გაატარა.
ლუკავას გათავისუფლებამდე ერთი თვით ადრე, ცხინვალის ციხიდან 40 წლის გიორგი გიუნაშვილი გაუშვეს, რომელსაც ასევე 20-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. გიუნაშვილი რუსმა ოკუპანტებმა 2016 წლის 8 ივნისს სოფელ დისევის სიახლოვეს გაიტაცეს და ცხინვალში იგი ტერორიზმის მუხლით გაასამართლეს.
ლუკავა ამბობს, რომ მისი და გიუნაშვილის გათავისუფლების სანაცვლოდ, სეპარატისტებს ორი პატიმარი გადასცეს, თუმცა ოფიციალური სტრუქტურები ამ ინფორმაციას დღემდე არ ადასტურებენ:
"როგორც ვიცი, იქეთ აფხაზებისთვის პატიმრები არ მიუციათ, ორი პატიმარი ჩვენი გაშვების სანაცვლოდ ოსებს გადასცეს“.
დრანდის ციხეში ამ დრომდე კიდევ რჩება ერთი მოქალაქე, რომელიც ენგურის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. ზუგდიდის რაიონის სოფელ რიყის მკვიდრს, 27 წლის პაატა როგავას, რომელიც რუსმა სამხედროებმა 2017 წლის 5 აპრილს, მდინარე ენგურის მიმდებარე ტერიტორიიდან მამასთან ერთად გაიტაცეს, საოკუპაციო ხაზის დარღვევისთვის, 2 წელი და 2 თვე აქვს მისჯილი. მისი, 61 წლის მამა არჩიკო როგავა კი აფხაზებმა 5 დეკემბერს გაათავისუფლეს.
საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, სოფელ ზარდიაანთკარის მკვიდრი გურამ ბესტაევი ოკუპირებული ცხინვალის იზოლატორშია. რუსმა ოკუპანტებმა ბესტაევი საოკუპაციო ხაზის მესამედ დარღვევისთვის 30 ოქტომბერს დაიჭირეს და ოთხთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.
-
რატომ უნდა სცადო ახალი ფესტივალი — Stockton Invite-ის [გულწრფელი] შეფასება რატომ უნდა სცადო ახალი ფესტივალი — Stockton Invite-ის [გულწრფელი] შეფასება
გადახედვა
-
ისტორიაში პირველად, ორბიტალური კოსმოსური მისია დასავლეთ ევროპიდან შესრულდა ისტორიაში პირველად, ორბიტალური კოსმოსური მისია დასავლეთ ევროპიდან შესრულდა
გადახედვა
-
"ერთი ნომერი ორმა აიფონმა გაიყო" — მალე შეიძლება ორ iPhone-ზე ერთი ნომრით ვისარგებლოთ "ერთი ნომერი ორმა აიფონმა გაიყო" — მალე შეიძლება ორ iPhone-ზე ერთი ნომრით ვისარგებლოთ
გადახედვა
-
რა განსხვავებაა მსოფლიოს ახალ და ძველ რუკას შორის? — ცვლილება 450 წლის შემდეგ რა განსხვავებაა მსოფლიოს ახალ და ძველ რუკას შორის? — ცვლილება 450 წლის შემდეგ
გადახედვა
-
კამერა და ხელოვნური ინტელექტი უკვე კბილის ჯაგრისშიც დაგვხვდება — გაიცანით Dyson-ის CameraJet კამერა და ხელოვნური ინტელექტი უკვე კბილის ჯაგრისშიც დაგვხვდება — გაიცანით Dyson-ის CameraJet
გადახედვა
-
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა
-
HBO-მ ჰარი პოტერის მე-2 სეზონისთვის ტომ რიდლის, დობისა და ჯინი უიზლის მსახიობები შეარჩია HBO-მ ჰარი პოტერის მე-2 სეზონისთვის ტომ რიდლის, დობისა და ჯინი უიზლის მსახიობები შეარჩია
გადახედვა
-
რუსეთში, ჩრდილოეთ კავკასიაში, ზვავის ჩამოწოლის შედეგად სულ მცირე 11 ალპინისტი დაიღუპა რუსეთში, ჩრდილოეთ კავკასიაში, ზვავის ჩამოწოლის შედეგად სულ მცირე 11 ალპინისტი დაიღუპა
გადახედვა
-
კიმ კარდაშიანი და კანიე ვესტი ნორთ ვესტის პირველ სოლო კონცერტს სცენის სხვადასხვა მხრიდან დაესწრნენ კიმ კარდაშიანი და კანიე ვესტი ნორთ ვესტის პირველ სოლო კონცერტს სცენის სხვადასხვა მხრიდან დაესწრნენ
გადახედვა
-
რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის საზღვარზე საავტომობილო ხიდი გაიხსნა რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის საზღვარზე საავტომობილო ხიდი გაიხსნა
გადახედვა
-
ავტოაუქციონი ბათუმში — წარმოდგენილი ავტომობილები და რეგისტრაციის წესები ავტოაუქციონი ბათუმში — წარმოდგენილი ავტომობილები და რეგისტრაციის წესები
-
კაცის სხეულში ღორის თირკმელმა 271 დღე იფუნქციონირა — დოკუმენტირებული რეკორდი კაცის სხეულში ღორის თირკმელმა 271 დღე იფუნქციონირა — დოკუმენტირებული რეკორდი
გადახედვა
-
შსს: დააკავეს პირი, რომელმაც ნათესავი სანადირო თოფიდან გასროლით დაჭრა შსს: დააკავეს პირი, რომელმაც ნათესავი სანადირო თოფიდან გასროლით დაჭრა
გადახედვა
-
გონიოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა გონიოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
ვენეციის კინოფესტივალზე ნინა დობრევს წითელი ხალიჩის დატოვება მოსთხოვეს — ნახეთ კადრები ვენეციის კინოფესტივალზე ნინა დობრევს წითელი ხალიჩის დატოვება მოსთხოვეს — ნახეთ კადრები
გადახედვა
-
პაატა სალია ოფიციალური ვიზიტით კორეის რესპუბლიკაში იმყოფება პაატა სალია ოფიციალური ვიზიტით კორეის რესპუბლიკაში იმყოფება
გადახედვა
-
აღმოაჩინეთ სასტუმროები და აუზები, სადაც Amex-ის შეთავაზებები გელოდებათ აღმოაჩინეთ სასტუმროები და აუზები, სადაც Amex-ის შეთავაზებები გელოდებათ
-
"გერმანიამ გამოიღვიძა" — კირილ დმიტრიევი AfD-ის გამარჯვებაზე "გერმანიამ გამოიღვიძა" — კირილ დმიტრიევი AfD-ის გამარჯვებაზე
გადახედვა
-
თიბისიმ კურორტ გოდერძიზე საინვესტიციო ღონისძიება გამართა თიბისიმ კურორტ გოდერძიზე საინვესტიციო ღონისძიება გამართა
-
ტრამვაის ხაზის პროექტირება-მშენებლობის ხელშეკრულება გაფორმდა — რა ვიცით პროექტის შესახებ? ტრამვაის ხაზის პროექტირება-მშენებლობის ხელშეკრულება გაფორმდა — რა ვიცით პროექტის შესახებ?
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: 1,5 წელი დამჭირდა, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, მართვის სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები აღმოგვეფხვრა ირაკლი კობახიძე: 1,5 წელი დამჭირდა, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, მართვის სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები აღმოგვეფხვრა
გადახედვა
კომენტარები