ლიტერატურული პრემია „საბას“ ნომინანტები
ლიტერატურული პრემია „საბას“ ჟიური 2016 წლის კონკურსის ფინალისტების სიას აქვეყნებს.
360 კონკურსანტიდან, რაც „საბას“ არსებობის მანძილზე უპრეცედენტოდ მაღალი მაჩვენებელია, ჟიურიმ ფინალურ ეტაპზე 38 წიგნი შეარჩია. ეს არის ფინალისტების ყველაზე მოკლე სია ბოლო წლების განმავლობაში.
ამით დასრულდა ჟიურის მუშაობის პირველი, 5-თვიანი ეტაპი. ფინალისტებიდან გამოვლენილი გამარჯვებულები სექტემბერში დაჯილდოვდებიან, “საბას” რიგით მე-14 საზეიმო დაჯილდოებაზე.
წელს საუკეთესო რომანის ნომინაციაში წარდგენილია:
- თამთა მელაშვილი, “აღმოსავლეთით” (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)
- ზურაბ სამადაშვილი, “მოსალოდნელი მოულოდნელობანი” (გლოსა)
- დათო ტურაშვილი, “სხვა ამსტერდამი” (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)
- ბექა ქურხული, “სამოთხიდან გაქცეულები” (ინტელექტი)
საუკეთესო პროზაული კრებულის პრემიისთვის იბრძოლებენ:
- ნინო თარხნიშვილი, “ნინო's Notes” (ინტელექტი)
- ზაალ სამადაშვილი, “იუნკერ ერისთავის ბუცები” (ინტელექტი)
- დათო ქარდავა, “ესავის ხელები” (ინტელექტი)
საუკეთესო პოეტური კრებულში წარდგენილი იყო რამდენიმე ნაშრომი პოეტმა გივი ალხაზიშვილმა თავისი კრებული "ჩემი დღეების მიწა" მოხსნა კონკურსიდან.
შესაბამისად ნომინანტების სია ასე გამოიყურება:
- შოთა იათაშვილი, “პოეტური გამოცდილების სიმწარე” (ინტელექტი)
- პაატა ნაცვლიშვილი, “ხელოვნური ყვავილები” (უსტარი)
- ზვიად რატიანი, “შენთვის შეიძლება“ (დიოგენე)
- ბესიკ ხარანაული, “ყვავი ხის წვერზე ისაღამოებს” (ინტელექტი)
საუკეთესო დებიუტი
- იუნონა გურული, “დიაგნოზი” (საუნჯე)
- ნანა ექვთიმიშვილი, “მსხლების მინდორი” (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)
- სალომე მაკარიძე, “ჩვენ” (სიესტა)
საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა
- შოთა გუჯაბიძე, „ბათომი“ (გაზეთი „ბათუმელები“)
- გიორგი კეკელიძე, „ცხრათავიანი ფეხბურთის ზღაპარი“ (არტანუჯი)
- შორენა ლებანიძე, „ მანანა ანუა – ტყვეობის ორმოცდათორმეტი დღე“ (არტანუჯი)
- გაგა ნახუცრიშვილი, „სისულელის ტრაქტატი“ (ინტელექტი)
- ზაზა ფირალიშვილი, „ირაკლი ფარჯიანი და შეხვედრის მეტაფიზიკა“ (არტანუჯი)
- ნინო ჩხიკვიშვილი, „უკანასკნელი ცისფერყანწელი“ (არტანუჯი)
საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა
- ლექსო დორეული, „წერის თავგადასავალი“ (კალმოსანი)
- თამაზ ვასაძე, „20 ქართული მოთხრობა“ (ინტელექტი)
- თემურ კობახიძე, „ტომას ელიოტი და მაღალი მოდერნიზმის ლიტერატურული ესთეტიკა“ (უნივერსალი)
საუკეთესო თარგმანი
- მიხეილ ანთაძე, ჟოზე სარამაგუს „იესოს სახარება“ (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)
- მაია ბადრიძე, ჰერმან ბროხის „მთვარეულები“ (დიოგენე)
- ლევან ბერძენიშვილი, ჰომეროსის „ილიადა“ (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)
- ნანა გოგოლაშვილი, ტიმურ ვერმესის „ის კვლავ აქ არის“ (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)
- გიორგი კახაბერი, ნატო კახაბერი, მარსელ პრუსტის „სოდომი და გომორი“ (არტანუჯი)
- ანი კოპალიანი, მარგარეტ ეტვუდის „მხევლის წიგნი“ (წიგნები ბათუმში)
- ქეთი ნიჟარაძე, ედგარ ლი მასტერსის „რჩეული ეპიტაფიები სფუნ რივერის ანთოლოგიიდან“ (ინტელექტი)
- ნინო ქაჯაია, ხორხე ლუის ბორხესის „შვიდი საღამო“ (ინტელექტი)
- ზაზა ჭილაძე, უილიამ ფოლკნერის „გვამის შემგინებელი“ (არტანუჯი)
- თამარ ჯაფარიძე, ჯონ ფაულზის „ფრანგი ლეიტენანტის საყვარელი“ (დიოგენე)
- გვანცა ჯობავა, ჯონ სტაინბეკის „თაგვებსა და ადამიანებზე“ (არტანუჯი)
საუკეთესო ელექტრონული წიგნი
- გოჩა სხილაძე, „უნაპირო მდინარე“ (ელექტრონული წიგნების სახლი „საბა“)
- ოთარ ჯირკვალიშვილი, „ლაზარე“(ელექტრონული წიგნების სახლი „საბა“)
- გიორგი ლორთქიფანიძე, „სია“(ელექტრონული წიგნების სახლი „საბა“)
- ხათუნა ხაბულიანი, „პუბლიკაციები“(ელექტრონული წიგნების სახლი „საბა“)
საუკეთესო პიესის ნომინაციაში ჟიურიმ ფინალისტების შერჩევა ვერ შეძლო. წელს უკვე მესამედ საუკეთესო პიესაში „საბა“ არ გაიცემა.
„საბას“ საორგანიზაციო ჯგუფი მიიჩნევს, რომ ასეთი პრეცედენტები გარკვეულწილად ქმნის დრამატურგიის ჟანრის დისკრიმინაციის საფრთხეს, მაგრამ, ამავდროულად, „საბა“ პატივს სცემს და იცავს კონკურსის ჟიურის დამოუკიდებლობას ნებისმიერ გადაწყვეტილებაში, მათ შორის - ამა თუ იმ ნომინაციაში პრემიის არგაცემის საკითხში.
შესაბამისად, წელს პიესის ნომინაციაში ფინალისტების არდასახელებაც არის კონკრეტულად წლევანდელი ჟიურის გადაწყვეტილება, რომელიც განსხვავდება „საბას“ პოზიციისგან, რომ სწორედ პრემიის გაცემით მოხდეს ამ ჟანრის წახალისება.
წელს „საბა“ 11 ნომინაციაში გაიცემა, მათ შორის - ახალ ნომინაციაში „საუკეთესო ელექტრონული წიგნი“. გარდა ამისა, ნომინაციაში „საუკეთესო დებიუტი“ წელს მკითხველებიც ჩაერთვებიან და საკუთარ ფავორიტ დებიუტანტს გამოავლენენ - ხმის მიცემა 4 ივლისიდან 2 თვის განმავლობაში „საბას“ ვებგვერდსა და ფეისბუქ გვერდზე იქნება შესაძლებელი.
პრემიაზე „საბა“ განიხილება გასულ წელს წიგნად გამოცემული ყველა ორიგინალური ლიტერატურული ნაწარმოები (რომანი, პროზაული კრებული, პოეტური კრებული, პიესა), უცხოური ნაწარმოების ქართული თარგმანი, ასევე ლიტერატურული კრიტიკის და დოკუმენტური პროზის ნიმუშები.
ყოველწლიური ლიტერატურული პრემია „საბა“ 2003 წელს დაფუძნდა. პრემიის მიზანია გასული წლის ლიტერატურული პროცესების შეფასება და წლის საუკეთესო წიგნებისა და ავტორების გამოვლენა.
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
კომენტარები