კახა კალაძე

23 Dec. 2017, 16:03

მოდით, ერთად შევქმნათ ახალი წელი და ყველამ მივიღოთ მონაწილეობა ქალაქის მორთვაში. მთელი ამ დღეების განმავლობაში ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობდით, რომ ქალაქი გაგველამაზებინა საახალწლო ილუმინაციებით. სამწუხაროდ, რეალობიდან გამომდინარე, ვერ მოვახერხეთ, რომ ყველა რაიონში შევიდეთ, ყველა უბანი, ყველა ქუჩა მოვრთოთ და გავალამაზოთ საახალწლოდ. მინდა ვთხოვო ქალაქის მოსახლეობას დახმარება, თანადგომა, რომ მონაწილეობა მიიღონ ქალაქის მორთვაში. ძალიან მარტივი რამ არის ამისთვის გასაკეთებელი - საახალწლოდ ყველა ოჯახი შეძლებისდაგვარად ემზადება და ერთი საახალწლო განათება ან საახალწლო აქსესუარი საკუთარ აივანზე, საკუთარ ფანჯარაზე რომ გადმოკიდოს იქნება ძალიან კარგი. დარწმუნებული ვარ რომ საახალწლოდ მორთული აივნები და ფანჯრები ძალიან დაამშვენებს ჩვენს ქალაქს.

თბილისის მერიის ინიციატივით, დედაქალაქში იწყება კამპანია - "ერთად მოვრთოთ თბილისი". ამის შესახებ დედაქალაქის მერმა დედაენის ბაღში მიმდინარე საახალწლო სამზადისის დათვალიერების შემდეგ განაცხადა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. მოსკოვში ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლის დანაწევრებული ცხედარი იპოვეს, 19 წლის შვილის გვამი კი — ეჭვმიტანილის ავტოფარეხში
  2. "სასურველია, პენსია 20-ის ნაცვლად 30 ლარით გაიზარდოს“ — ზაზა ლომინაძე
  3. თბილისის სამ უბანს წყალი 24 საათით შეუწყდება — ქუჩების ჩამონათვალი
  4. ვალერი გელაშვილი საგადასახადო ჯარიმის გამო ბიზნესს ყიდის და ვენესუელაში გადადის საცხოვრებლად
  5. გია ხუხაშვილი: პრემიერობის დაისი მოახლოებულია, დასაშვებია, რომ ახალი პრემიერი მარიამ ქვრივიშვილი იყოს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს

ნიდერლანდების წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა ინიციატივას, რომელიც მთავრობას მოუწოდებს, თანამოაზრე პარტნიორებთან…