მაიკლ კეის სახელით
ჩემი ლაღი, ჭკუამხიარული და ონავარი მეგობარი გოგო-ბიჭები რომ ჩამოვსხდებით და ცხრა მთას იქით დატრიალებული ამბებითაც მოვიფხანთ ენას, ხშირად ომზე ვიწყებთ საუბარს; იმ ომზე, რომლისაც ძალიან გვეშინია. აი, არარსებულ ომზე, რომელიც გვგონია, რომ სულ სადღაც ჩასაფრებულია და ჩვენი ახალგაზრდული, სულელური ბედნიერების შურს. განა ბევრი ომი მინახავს! თორმეტი წლის თუ ვიქნებოდი აგვისტოს ომი რომ დაიწყო, მაგრამ იმდროინდელი ერთი მოგონება დღემდე ვერ ამოვიგდე გონებიდან: ომის პერიოდში მთვრალმა მეზობელმა ტყვია რომ გაისროლა ეზოში, მე კი ისედაც შეშინებულმა ტელევიზორში მოსმენილი ამბებით, ნელა, ძალიან ნელა ჩავისველე და ხის იატაკზე არც მთლად ჩემი შიშისხელა, მაგრამ მაინც საკმაოდ დიდი გუბე დავაყენე. იმის მერე ომს ჩემთვის იმ თბილი, ყვითელი და მძიმე შარდის სუნი აქვს, ჩემი საყვარელი საზაფხულო ფერადი შორტი რომ გამიფუჭა.
ბევრი რამ წაგვიკითხავს, მოგვისმენია თუ გვინახავს იმ მრავალ საშინელებაზე, რაც ომს დაუტრიალებია: გაუპატიურებული ქალები, დახოცილი ბავშვები, დაქვრივებული ცოლები თუ მშიერი და ნატანჯი ჯარისკაცები. ყველაფერი ისეა, თითქოს ომზე ახალს ვეღარაფერს მოჰყვები და ვერც ვერავინ გეტყვის რამე განსხვავებულს. სწორედ ამ განწყობით დავიწყე ჯონ მაქსველ კუტზეეს წიგნის, „მაიკლ კეის ცხოვრება და დროების“ კითხვა, მაგრამ პირველივე აბზაციდან გუმანით ვიგრძენი, რომ მოლოდინები უნდა შემეცვალა...
წიგნი იწყება დაბადებით. სამხრეთ აფრიკის ქალაქ კეიპ-თაუნში სამყაროს მოევლინება კიდევ ერთი ჩვეულებრივი ბავშვი, ან არაჩვეულებრივი, როგორც სხვები იტყვიან, მაიკლ კეი ხომ კურდღლის ტუჩით დაიბადა. ეს დამახასიათებელი ფიზიკური ნიშანი მაიკლ კეის ცხოვრების ბოლომდე დამღას დაასვამს, ხალხს მისი ყოველთვის შეეშინდება, შეეზიზღება ან საუკეთესო შემთხვევაში შეეცოდება. ამის გამოისობით ის ისწავლის კოლექტიური აზროვნებისგან დამოუკიდებელ ფიქრს, პირადი ღირებულებების მეტად დაფასებასა და სამყაროს უკეთ შეცნობას. თხრობის ერთ მონაკვეთში, როცა მაიკლი უკვე 31 წლისაა, „ფიზიკური ნაკლის“ გამოსწორებას შესთავაზებენ ქირურგიული ჩარევით, თუმცა ის მტკიცე უარზეა, რადგან იცის, რომ ცვლილებები არ სჭირდება - უნდა, ისეთივე დარჩეს, როგორიც არის.
მაიკლ კეი მებაღეობას შეიყვარებს. მან იცის, რომ მცენარეები დედამიწის ისეთივე შვილები არიან, როგორიც ადამიანები; მათაც სჭირდება მოვლა, ყურადღება და მზრუნველობა, ოღონდ სანაცვლოდ არაფერს ითხოვენ, არაფერს გემდურიან, პირიქით - თავიანთი ყველაზე ჯანსაღი ნაყოფითაც კი გამარაგებენ. ამიტომაც დაუახლოვდება ყველაზე მეტად კეი მცენარეებს, სამსახურსაც იშოვის და ქალაქის ფლორაზე იზრუნებს, სანამ აპართეიდის საშინელი განუკითხაობა მთელ ქვეყანას არ მოიცავს და მაიკლიც სამსახურს არ დაკარგავს.
სიმართლე რომ ითქვას, მაიკლ კეის ბევრი არაფერი გაეგება ქვეყანაში მიმდინარე სამხედრო მოვლენებისა. მხოლოდ ერთი იცის, რომ სამსახური დაკარგა და ავადმყოფ დედას მშობლიურ ფერმაში სურს დაბრუნება. იმის ფონზე, რომ ქალაქიდან გამავალი ყველა სატრანსპორტო გზა სამხედროების მიერ კონტროლდება და ნებისმიერი ტრანსპორტით მგზავრობა შეზღუდულია, დედა-შვილს კი ქალაქში აღარ დაედგომება, მაიკლ კეი გადაწყვეტს, თვითონ შეაკეთოს ერთი უხეირო ურიკა, შიგ ჩასვას ავადმყოფი დედა და ასობით მილი ასე ხელით გაატაროს, რათა ერთადერთ ახლობელ ადამიანს სიკვდილის წინა ოცნება აუსრულოს.
მთელი მოგზაურობის განმავლობაში კეის მრავალი დაბრკოლება შეხვდა, ათას შარში გაეხვა და ორი ამდენივე უბედურება დაატყდა თავს, მაგრამ ყოველთვის, როცა კი წარმოიდგენდა ადგილს, საითკენაც მიეშურებოდა, სხვა ყველაფერი კარგავდა აზრს. ფერმა ხომ ის ჯადოსნური ადგილია, სადაც ყველაზე ნოყიერ ნიადაგში სულ მარტივად მოიყვანდა ბოსტნეულს, გაახარებდა ხილს და იქნებ, რამდენიმე შინაური ცხოველიც ეშოვა მოსავლელად.
ამის მიუხედავად, მაიკლ კეის ხან იძულებით მუშად გაამწესებენ, ხან აჯანყებულად მონათლავენ, ხანაც დაზარებულად ცნობენ და თავშესაფარს შესთავაზებენ. მაიკლ კეი ვერაფერს ხვდება და არ ესმის, რას ითხოვენ მისგან. მან არ იცის, რა არის ომი და ამ ომის ხმაურით რატომ შეიშალნენ ადამიანები, რას ერჩიან მას და უბრალოდ რატომ თავს არ ანებებენ. მას ხომ ერთი პატარა, ძალიან პატარა სურვილი აქვს - იცხოვროს თავისთვის დედამისის მშობლიურ ფერმაში და საკუთარი ოფლით მოიპოვოს მოსავალი. არა, კეის არ სჭირდება ომის სახელით შეთავაზებული თავშესაფარი, სამუშაო თუ საკვები, რადგან მას შეუძლია იმით გაიტანოს თავი, რასაც სამყარო სთავაზობს - უსისხლო სარჩო, რომელიც დედამიწის წიაღიდან გამოაღწევს, ნელა წამოიზრდება, აყვავილდება და ნაყოფს მოისხამს.
ეს წიგნი ერთი დიდი ოდისეაა კაცისა, რომელიც ერთგულია თავისი ადამიანობის, ღირებულებებისა და ოცნებების, რომელთაც გულით მუდამ თან დაატარებს, ან ჯიბით - ნესვისა და გოგრის თესლის სახით, რომელთაც ერთ დღეს აუცილებლად უნდა გაიხარონ. ამ ამბავს სამხრეთაფრიკელი მწერალი ჯონ მაქსველ კუტზეე თავისი ერთი შეხედვით მშრალი წერის სტილით ყველაზე გულახდილ, გულწრფელ ისტორიად აქცევს, სადაც მკითხველს არ აწუხებს ყალბი პათოსის გრძნობა, ფამილარული ემოციების მოზღვავება და გადამტკბარი წინადადებების სიხშირე - ამ წიგნში ყველაფერი ზომიერედაა, მიუხედავად მასში აღწერილი უსამართლობის ზღვარგადასულობისა.
1983 წელს მწერლის ამ რომანმა ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული პრემია „ბუკერი“ მიიღო და ამით ეს ნაწარმოები, ალბათ, სათანადოდაც დაფასდა. ჩემი მხრივ კი, ვიცი, რომ ოდესმე, სადაც უნდა ვიყო, მექნება საკუთარი მიწა, სადაც მოვიყვან ბოსტნეულს, ავიღებ მოსავალს, საუკეთესო ნაყოფთაგან შევინახავ თესლს, დაველოდები მომდევნო გაზაფხულს და ისევ ახალ მოსავალს მოვიმკი. და ამ ყველაფერს გავაკეთებ მხოლოდ მაიკლ კეის სახელით, მისი აუხდენელი ოცნებების პატივსაცემად.
-
საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა
გადახედვა
-
გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება
-
თამაზ ელიზბარაშვილი: "თუ ჩემი იქ მისვლით ის 7 კაცი შევაშინე, საჯაროდ მოვუხდი ბოდიშს" თამაზ ელიზბარაშვილი: "თუ ჩემი იქ მისვლით ის 7 კაცი შევაშინე, საჯაროდ მოვუხდი ბოდიშს"
გადახედვა
-
ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
პოლონეთის აეროპორტში ქართველი კაცი დააკავეს, რომელიც 39 სხვადასხვა სახელითა და პირადი მონაცემით სარგებლობდა პოლონეთის აეროპორტში ქართველი კაცი დააკავეს, რომელიც 39 სხვადასხვა სახელითა და პირადი მონაცემით სარგებლობდა
გადახედვა
-
მარტა კოსი: ზოგიერთმა კანდიდატმა ქვეყანამ შესაძლოა, მოლაპარაკებები ამ ათწლეულის ბოლომდე დაასრულოს მარტა კოსი: ზოგიერთმა კანდიდატმა ქვეყანამ შესაძლოა, მოლაპარაკებები ამ ათწლეულის ბოლომდე დაასრულოს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი x Emolas Corporation — ამერიკაში ქართული კულტურის ღონისძიებების ახალი სერია იწყება საქართველოს ბანკი x Emolas Corporation — ამერიკაში ქართული კულტურის ღონისძიებების ახალი სერია იწყება
-
მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი "ჯივინოსტატი" თბილისში მომდევნო კვირაში ჩამოვა მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი "ჯივინოსტატი" თბილისში მომდევნო კვირაში ჩამოვა
გადახედვა
-
თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება
-
"გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს" — გია ვოლსკი ღარიბაშვილზე "გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს" — გია ვოლსკი ღარიბაშვილზე
გადახედვა
-
ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ" ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ"
გადახედვა
-
მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა
გადახედვა
-
როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით
გადახედვა
-
დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა
გადახედვა
-
CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია
გადახედვა
-
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
-
ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია
გადახედვა
-
პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა
კომენტარები