16 მიწის ნაკვეთი — რა ქონებას ფლობს სოდ-ის ახალი ხელმძღვანელი თამაზ შუბითიძე დეკლარაციის მიხედვით?
სუს-ის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტს თამაზ შუბითიძე უხელმძღვანელებს. ახალ თანამდებობაზე დანიშვნამდე შუბითიძე შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.
მას ბოლოს ქონებრივი დეკლარაცია მიმდინარე წლის 28 მაისს აქვს შევსებული. დეკლარაციის თანახმად, 2025 წლის პირველ ექვს თვეში სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე ჯამში 54 743 ლარის ანაზღაურება მიიღო.
ხოლო განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე — 57 837 ლარი. 2025 წელს ჯამში შუბითიძემ 112 581 ლარი მიიღო ხელფასის სახით.
უძრავი ქონება
დეკლარაციაში შუბითიძეს 16 მიწის ნაკვეთი უფიქსირდება, თითქმის ყველა — ქარელის მუნიციპალიტეტში, ძირითადად სოფელ საღოლაშენსა და ადმინისტრაციულ ერთეულ ბრეთში. მიწის ნაკვეთების ფასები 500-დან 6000 ლარამდე მერყეობს.
მიწის ნაკვეთების ნაწილი მემკვიდრეობით მიღებული 25%-იანი წილებია.
- საცხოვრებელი და დამხმარე სახლი სოფელ საღოლაშენში, 2,014 კვ.მ მიწის ნაკვეთზე — მიღებულია მემკვიდრეობით, ფლობს 25% წილს;
- ოთხი შენობა-ნაგებობა სოფელ საღოლაშენში, 2,450 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, მიღებულია მემკვიდრეობით, ფლობს 25% წილს;
მისი მეუღლის, მირანდა ხუციშვილის სახელზე რეგისტრირებულია ორი მიწის ნაკვეთი — ქალაქ გორში (300 კვ.მ) და თბილისში, დიღომში (493 კვ.მ) — ორივე 2025 წელს ჩუქებითაა მიღებული.
მოძრავი ქონება და ხარჯები
მირანდა ხუციშვილის სახელზეა რეგისტრირებული Mazda CX-5, რომელიც 2024 წლის დეკემბერში 17 000 აშშ დოლარად შეიძინეს.
დეკლარაციაში ხარჯებში მითითებულია შვილის სწავლის საფასური — 9200 ლარის ოდენობით.
საჩუქრები და სამეწარმეო საქმიანობა
მირანდა ხუციშვილს დეკლარაციაში უფიქსირდება ორი საჩუქარი მამისგან — მიწის ნაკვეთები, 25 000 და 150 000 ლარის საბაზრო ღირებულებით. ამასთან, 2025 წლის ივნისში მან უსასყიდლოდ გაასხვისა შპს "მირატის" წილი, 50 000 ლარის ღირებულების ხელშეკრულებით — მანამდე კომპანიაში 49%-იანი წილს ფლობდა.
დანაზოგები
დეკლარაციის შევსების მომენტისთვის შუბითიძეს და მისი ოჯახის წევრებს ბანკებში რამდენიმე ანგარიში ჰქონდათ:
- თამაზ შუბითიძე — თი-ბი-სი ბანკის სახელფასო ანგარიშზე 4453,94 ლარი, ასევე ანაბარზე 3670 ლარი;
- მირანდა ხუციშვილი — თი-ბი-სი ბანკის მიმდინარე ანგარიშზე 3236,17 ლარი, საქართველოს ბანკის სახელფასო ანგარიშზე 102,26 ლარი და შემნახველ ანგარიშზე 528,2 ევრო.
-
მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი
გადახედვა
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
კომენტარები