პოლონეთის საგარეო უწყება რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს გმობს
პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს გმობს. ასევე გმობს რუსეთის მიერ დნესტრისპირეთში, ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში მოლდოვისა და საქართველოს ხელისუფლებების თანხმობის გარეშე საარჩევნო პროცესის ორგანიზებას და აცხადებს, რომ აღნიშნული ტერიტორიების ე.წ. არჩევნები უკანონოა და საერთაშორისო სამართალს ეწინააღმდეგება.
სამინისტრო აღნიშნავს, რომ ასეთი არჩევნები სამართლებრივ შედეგებს არ წარმოშობს და რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიის ლეგიტიმაციის საფუძველი ვერ გახდება. პოლონეთი რუსეთს საერთაშორისო სამართლის ვალდებულებების შესრულებისა და უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიიდან ჯარების გაყვანისკენ მოუწოდებს.
"მკაცრად ვგმობთ რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე — დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში, აგრეთვე ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ქალაქ სევასტოპოლში — უკანონო არჩევნების ჩატარებას.
პოლონეთის რესპუბლიკა ასევე მკაცრად გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ დნესტრისპირეთის რეგიონში, ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში საარჩევნო პროცესის ორგანიზებას მოლდოვის რესპუბლიკისა და საქართველოს შესაბამისი ხელისუფლების თანხმობის გარეშე. აღნიშნულ ტერიტორიებზე ჩატარებული ე.წ. "არჩევნები" წარმოადგენს უკანონო ქმედებას და უხეშად ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და დემოკრატიული პროცესების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და სტანდარტებს.
შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 12 ოქტომბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია ES-11/4 — "უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა: გაეროს წესდების პრინციპების დაცვა", რომლითაც 143 სახელმწიფომ მკაფიოდ დაგმო რუსეთის ფედერაციის მიერ ორგანიზებული უკანონო ფსევდორეფერენდუმები და უკრაინის ტერიტორიების უკანონო ანექსიის მცდელობა.
რუსეთის ფედერაციის აღნიშნული ქმედებები წარმოადგენს უკრაინის სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში მისი ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას და ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს, მათ შორის, ჟენევის IV კონვენციით გათვალისწინებულ ვალდებულებებს.
რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ორგანიზებული ე.წ. "არჩევნები" არ წარმოშობს სამართლებრივ შედეგებს და ვერ გახდება ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიის მცდელობის სამართლებრივი ან პოლიტიკური ლეგიტიმაციის საფუძველი.
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, სრულად შეასრულოს საერთაშორისო სამართლის ნორმებით ნაკისრი ვალდებულებები, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ვალდებულებების საწინააღმდეგო უკანონო ქმედებები და გაიყვანოს თავისი შეიარაღებული ძალები უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიიდან", — წერია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ რუსეთში სახელმწიფო სათათბიროს არჩევნები 18-20 სექტემბერს ჩატარდა. ოფიციალური შედეგებით, მმართველმა პარტიამ ერთიანმა რუსეთმა ხმების 57.83% მიიღო და 450-ადგილიან დუმაში 355 მანდატი მოიპოვა; მეორე ადგილზე რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტია გავიდა დაახლოებით 14%-ით, შემდეგ კი რუსეთის ლიბერალ-დემოკრატიული პარტია — დაახლოებით 9%-ით და ახალი ხალხი — 8%-ზე ნაკლებით. ოფიციალური აქტივობა 59.3% იყო.
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
-
"ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს "ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს
გადახედვა
-
სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა
კომენტარები