კობახიძე აცხადებს, რომ ნამახვანჰესის საწინააღმდეგო კამპანია უცხოეთიდან გრანტებით იყო დაფინანსებული
პრემიერ კობახიძის განცხადებით, ნამახვანჰესის წინააღმდეგ კამპანია უცხოური გრანტებით დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების, მათ შორის საიას, მიერ იყო "ორკესტრირებული" და მასში "უცხოური აგენტურა" მონაწილეობდა. მისივე თქმით, მაშინ სახელმწიფო უფრო სუსტი იყო, ახლა კი გამჭვირვალობის კანონმდებლობამ ხელისუფლება გააძლიერა და მომავალში მსგავსი კამპანიები მნიშვნელოვან საინვესტიციო პროექტებს ვეღარ შეაფერხებს.
კობახიძის თქმით, საქართველო გეგმავს ელექტროენერგიის გენერაციის სიმძლავრის 4 800 მგვტ-დან 11 500 მგვტ-მდე გაზრდას 10 წლის განმავლობაში, რაც ახალი ჰესების, ქარისა და მზის ელექტროსადგურების მშენებლობას გულისხმობს.
"ყველა ინვესტიციის მიმართ ზოგადად აწარმოებენ ასეთი ტიპის კამპანიებს. ახლა ჩვენ გვაქვს ამბიციური გეგმები ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით და ზოგადად ელექტროსადგურების მშენებლობასთან დაკავშირებით. მთელი ჩვენი გენერაცია არის 4800 მგვტ და გვინდა 10-წლიან პერსპექტივაში ეს გენერაცია გაიზარდოს 11 500 მგვტ-მდე, რაც ნიშნავს მრავალი ჰესის მშენებლობას, ქარის სადგურის და მზის სადგურის მშენებლობას. მე დარწმუნებული ვარ, რომ თითოეულ პროექტთან დაკავშირებით იქნება ასეთი მცდელობები. როდესაც განიხილებოდა "ნამახვანის" პროექტი, მაშინ აგენტურა იყო ბევრად უფრო ძლიერი და სახელმწიფო იყო ბევრად უფრო სუსტი, დღეს აგენტურა არის პრინციპულად დასუსტებული და ხელისუფლება და სახელმწიფო არის პრინციპულად გაძლიერებული, შესაბამისად, თუ წარსულში ასეთი ტიპის კამპანიები იყო მეტ-ნაკლებად წარმატებული, დღეს და ხვალ ასეთი კამპანიების წარმატებას არავითარი რესურსი არ აქვს.
იყო მთელი კამპანია, მათ შორის ამ კამპანიაში ჩართული იყვნენ მთელი ენჯეოები, მათ შორის საია, კონკრეტული წყაროებიდან დაფინანსებული ენჯეოები, ეს იყო აბსოლუტურად ორკესტრირებული კამპანია. ჩვეულებრივი მოქალაქეებიც, მათ შორის გულწრფელი ადამიანებიც ჩართეს ამ ღონისძიებებში, თუმცა მთლიანად კამპანია იყო ორკესტრირებული და მათ შორის ეს კამპანია იყო უცხოეთიდან გრანტებით დაფინანსებული და უცხოური აგენტურა იყო პირდაპირ ჩართული ამ კამპანიაში. თუმცა ერთი მხარე არის უცხოური აგენტურა, რომელიც მაშინ იყო უფრო მეტად ძლიერი და მეორე მხარეს არის ხელისუფლება, რომელიც შედარებით სუსტი იყო ობიექტური მიზეზების გამო. დღეს არის რადიკალურად განსხვავებული ვითარება, მათ შორის ჩვენ მივიღეთ გამჭვირვალობის შესახებ კანონმდებლობა, რამაც უზრუნველყო აგენტურის დასუსტება, სახელმწიფოს გაძლიერება და ამ პირობებში სამომავლოდ შეგვიძლია, მკაფიოდ განვაცხადოთ, რომ ვერავინ ამ მნიშვნელოვან საინვესტიციო პროექტებს ვეღარ შეაფერხებს ჩვენს ქვეყანაში", — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
-
მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
კომენტარები