გაერო-ს უშიშროების საბჭო: რუსეთმა გააუქმოს საქართველოს ორი რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება
გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრები, საქართველოს საკითხზე გამართული სხდომის (AoB) შემდეგ, ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, სადაც მოუწოდებენ რუსეთს, სრულად შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და დაუყოვნებლივ გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოს ტერიტორიიდან. განცხადებაში ხაზგასმულია, რომ "რუსეთმა უნდა გააუქმოს საქართველოს ორი რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება".
წერილის თანაავტორები არიან: დანია, საფრანგეთი, საბერძნეთი, გაერთიანებული სამეფო და ლატვია, ასევე უშიშროების საბჭოს მომავალი წევრები — ავსტრია და პორტუგალია.
"რუსეთის აგრესიიდან და საქართველოს სუვერენული ტერიტორიების — აფხაზეთისა და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის რეგიონების — უკანონო ოკუპაციიდან 18 წელი გავიდა. 2008 წლის აგვისტოში რუსეთის შეჭრამ საქართველოში ნათლად აჩვენა მისი მეზობლების მიმართ გაცილებით უფრო აგრესიული პოლიტიკის დასაწყისი. რუსეთმა ეს კურსი განაგრძო უკრაინის წინააღმდეგ არაპროვოცირებული და უსაფუძვლო აგრესიით, ასევე მეზობელი ქვეყნების მიმართ დაუფიქრებელი და სახიფათო ქმედებებით.
მტკიცედ ვადასტურებთ საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ვგმობთ რუსეთის სასტიკ შეჭრას, გაერო-ს წესდების დარღვევით საქართველოს ტერიტორიაზე მისი უკანონო სამხედრო ყოფნის გაგრძელებას, საქართველოს ორ რეგიონზე ფაქტობრივი კონტროლის განხორციელებასა და მათ ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯებს. მათ შორისაა ე.წ. ინტეგრაციის ხელშეკრულებების გაფორმება, განსაკუთრებით 2026 წლის 9 მაისს რუსეთსა და ოკუპირებული ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის რეგიონის დე-ფაქტო ხელისუფლებას შორის ხელმოწერილი ე.წ. "მოკავშირეობრივი თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ხელშეკრულება", მისი დაუყოვნებლივი განხორციელების დაწყება, საქართველოს სუვერენული ტერიტორიის ხელმძღვანელად რუსეთის მოქალაქის დანიშვნა, საქართველოს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ტერიტორიებისა და ინფრასტრუქტურის რუსეთისთვის გადაცემა და უკანონო ე.წ. არჩევნების ჩატარება.
მივესალმებით ნაუროს რესპუბლიკის გადაწყვეტილებას, გაეუქმებინა საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება. მოვუწოდებთ ყველა სახელმწიფოს, რომელმაც ეს წარმონაქმნები აღიარა ან მათთან ურთიერთობა დაამყარა, მიჰყვეს ამ მაგალითს და პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
კიდევ ერთხელ ვგმობთ რუსეთის განგრძობად პროვოკაციებს, საერთაშორისო სამართლის დარღვევასა და საქართველოს ორი რეგიონის მილიტარიზაციას. მათ შორისაა გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა, ადგილობრივი მოსახლეობის უკანონო დაკავებები და გატაცებები, ეთნიკური ქართველების დისკრიმინაცია, მშობლიურ ენაზე განათლების აკრძალვა, ქართული კულტურული მემკვიდრეობის განზრახ დაზიანება, მავთულხლართების აღმართვა, ასევე რუსეთსა და აფხაზეთის რეგიონს შორის უკანონო საჰაერო, სარკინიგზო და საზღვაო კავშირების დამყარება.
ასევე ვგმობთ საქართველოს მოქალაქეების — დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილის, თამაზ გინტურის, ვიტალი კარბაიასა და ირაკლი კვარაცხელიას — მკვლელობებს. ამ დანაშაულების ჩამდენები პასუხისგებაში უნდა მიეცნენ და პასუხისმგებლობა დაეკისროთ.
...კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, სრულად შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და დაუყოვნებლივ გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოს ტერიტორიიდან. ვიმეორებთ ჩვენს 18 წლის წინ გაჟღერებულ მოწოდებას, რომ რუსეთმა გააუქმოს საქართველოს ორი რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება, არ შეუშალოს ხელი საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების შექმნას და ორივე რეგიონში დაუშვას საერთაშორისო უფლებადამცველი და ჰუმანიტარული ორგანიზაციები.
დასასრულს, ხაზს ვუსვამთ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების აუცილებლობას საერთაშორისო სამართლის, მათ შორის გაერო-ს წესდებისა და ჰელსინკის საბოლოო აქტის საფუძველზე", — წერია განცხადებაში
-
ორთაჭალის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება ორთაჭალის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა
გადახედვა
-
OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე
გადახედვა
-
მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკმა მასწავლებლებს სხვადასხვა შეთავაზება მოუმზადა მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკმა მასწავლებლებს სხვადასხვა შეთავაზება მოუმზადა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისში და ბათუმში გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისში და ბათუმში გაიმართება
-
ახალი პროფესია, ახალი ეტაპი — ნათია მახარაშვილის გზა კულინარიისკენ | საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი ახალი პროფესია, ახალი ეტაპი — ნათია მახარაშვილის გზა კულინარიისკენ | საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი
-
როგორ ცვლის AI გლობალურ შრომის ბაზარს — საერთაშორისო გიგანტების გამოცდილება როგორ ცვლის AI გლობალურ შრომის ბაზარს — საერთაშორისო გიგანტების გამოცდილება
-
NGO-ები: მოვითხოვთ დაუყოვნებლივ რეაგირებას მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე NGO-ები: მოვითხოვთ დაუყოვნებლივ რეაგირებას მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე
გადახედვა
-
პროკურატურამ ფულის გათეთრებაზე ძმებ ფეიქრიშვილებს ახალი ბრალდება წაუყენა პროკურატურამ ფულის გათეთრებაზე ძმებ ფეიქრიშვილებს ახალი ბრალდება წაუყენა
გადახედვა
-
ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა
გადახედვა
-
იაპონიამ რუსეთის 9 მოქალაქეს, რუსულ კომპანიებსა და გემებს სანქციები დაუწესა იაპონიამ რუსეთის 9 მოქალაქეს, რუსულ კომპანიებსა და გემებს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
მომავალ წელს სასკოლო ფორმებისთვის ბიუჯეტიდან ₾15,5 მლნ იქნება გათვალისწინებული მომავალ წელს სასკოლო ფორმებისთვის ბიუჯეტიდან ₾15,5 მლნ იქნება გათვალისწინებული
გადახედვა
-
რა არის ლეტალური ინიექცია და როგორ გადაურჩა მის ორ დოზას სიკვდილმისჯილი ქალი რა არის ლეტალური ინიექცია და როგორ გადაურჩა მის ორ დოზას სიკვდილმისჯილი ქალი
გადახედვა
-
გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტი 5 740 000 ლარი იქნება გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტი 5 740 000 ლარი იქნება
გადახედვა
-
ოქტომბერში შესაძლოა 26-27°-მდე დათბეს — გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი ოქტომბერში შესაძლოა 26-27°-მდე დათბეს — გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი
გადახედვა
-
მსჯავრდადებულ გიორგი დავითაძის ოჯახის განცხადებით, პენიტენციური სამსახური "დანაშაულს ფარცხავს" მსჯავრდადებულ გიორგი დავითაძის ოჯახის განცხადებით, პენიტენციური სამსახური "დანაშაულს ფარცხავს"
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა
-
რა ქონებას ფლობს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი? რა ქონებას ფლობს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი?
გადახედვა
-
შემდეგი პოდკასტი: როგორ ჩნდება ცნობიერება — ტვინის ყველაზე დიდი საიდუმლო შემდეგი პოდკასტი: როგორ ჩნდება ცნობიერება — ტვინის ყველაზე დიდი საიდუმლო
-
ფრიდრიხ ნაუმანის ფონდმა საქართველოში მუშაობა შეაჩერა ფრიდრიხ ნაუმანის ფონდმა საქართველოში მუშაობა შეაჩერა
გადახედვა
-
ევროკომისიამ უკრაინას ფინანსური სტაბილურობისა და რეფორმების მხარდასაჭერად €2.9 მლრდ გამოუყო ევროკომისიამ უკრაინას ფინანსური სტაბილურობისა და რეფორმების მხარდასაჭერად €2.9 მლრდ გამოუყო
გადახედვა
კომენტარები