პიტერ სიიარტომ უნგრეთის პარლამენტის წევრის მანდატი დატოვა და ჩინურ კომპანია BYD-ში გადავიდა
უნგრეთის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიაარტომ უნგრეთის პარლამენტის წევრის მანდატი დატოვა და სამუშაოდ ჩინურ ელექტრომობილების მწარმოებელ BYD-ში გადავიდა. AP-ის ცნობით, ის BYD-ში პასუხისმგებელი იქნება გარე ურთიერთობებსა და ახალი ბიზნესმიმართულებების განვითარებაზე.
სიაარტოს გადაწყვეტილება მწვავე კრიტიკის საგანი გახდა, რადგან მინისტრობის პერიოდში სწორედ ის იყო ერთ-ერთი მთავარი ფიგურა, რომელმაც BYD-ისა და სხვა ჩინური კომპანიების მსხვილი ინვესტიციები უნგრეთში მოიზიდა. ოპოზიცია ინტერესთა შესაძლო კონფლიქტზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ მან სახელმწიფო თანამდებობიდან პირდაპირ იმ კომპანიაში გადაინაცვლა, რომლის ინტერესებსაც წლების განმავლობაში ლობირებდა.
შეგახსენებთ, რომ პიტერ სიიარტო უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი 2014–2026 წლებში იყო.
მისი ნაბიჯი უნგრეთის პრემიერმა, პიტერ მადირამა ასე შეაფასა: "იგი სათავეში ჩაუდგება იმ ჩინურ კომპანიას, რომლისთვისაც წარსულში უნგრეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან უზარმაზარ სუბსიდიებს ლობირებდა. აქამდე არსებულ ვითარებასთან შედარებით განსხვავება მხოლოდ ის არის, რომ ამიერიდან სიიარტოს იმავე "საქმიანობისთვის" უნგრელი ხალხი კი არ გადაუხდის ხელფასს, არამედ მისი რეალური დამსაქმებელი.
ამ ყველაფრის ფონზე, "ფიდესის" ამომრჩევლისთვისაც კი აშკარა ხდება, თუ ვის ინტერესებს იცავდა დამხობილი ორბანის მთავრობის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი აკუმულატორებისა და საავტომობილო ინდუსტრიის იმ მრავალმილიარდიან ინვესტიციებთან მიმართებით, რომლებიც ათასობით მილიარდ ფორინტს შეადგენდა", — დაწერა მადიარმა სოციალურ ქსელში.
მადიარი პროგნოზირებს, რომ არა მხოლოდ ყოფილი მმართველი პარტია დაიშლება, არამედ "ფიდესის" საპარლამენტო ფრაქციაც სრულად ჩამოიშლება.
"ამასობაში, "ფიდესის" გავლენიანი პოლიტიკოსები სათითაოდ ტოვებენ ჩაძირულ გემს და დღეს ახალი პარტიის დაფუძნების შესახებაც კი განაცხადეს.
მოსალოდნელია, რომ არა მხოლოდ ყოფილი მმართველი პარტია დაიშლება ნაწილებად, არამედ "ფიდესის" საპარლამენტო ფრაქციაც სრულად ჩამოიშლება.
"ფიდესმა" უკვე ოფიციალურად დაადგა გაუქმების გზას, რითაც "თავისუფალ დემოკრატთა კავშირისა" (SZDSZ) და რეჟიმის ცვლილების დროინდელი სხვა ყოფილი პარტიების ბედი გაიზიარა.
ამ დროს კი ვიქტორ ორბანი, რომელმაც საკუთარი პოლიტიკური გაერთიანება აისბერგს შეაჯახა, სოციალურ ქსელში კონსტიტუციურ კრიზისზე პოსტავს, თავად კი ოჯახთან და ოლიგარქებთან ერთად ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა მატჩის საყურებლად.
Sic transit gloria mundi — ასე წარმავალია ამქვეყნიური დიდება.
ამ ფონზე, "ტისას" მთავრობა დღესაც მართავს სხდომას და უნგრელი ხალხის საკეთილდღეოდ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს იღებს", — წერს სოციალურ ქსელში უნგრეთის პრემიერი პეტერ მადიარი.
პიტერ სიიარტოს მმართველ პარტია ქართულ ოცნებასთან მჭიდრო პოლიტიკური ურთიერთობა ჰქონდა. ეს კავშირი ძირითადად სახელმწიფოთაშორის თანამშრომლობასა და იდეოლოგიურ სიახლოვეს ეფუძნებოდა. სიიარტო და უნგრეთის პრემიერმინისტრი ვიქტორ ორბანი არაერთხელ გამოსულან საქართველოს მთავრობის მხარდასაჭერად, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც თბილისსა და ევროკავშირის ინსტიტუტებს შორის დაძაბულობა გაიზარდა. სიიარტო 5-ჯე რიმყოფებოდა საქართველოში — 2016, 2020, 2023 და 2024 წლებში, ამ ვიზიტებისას ჰქონდა შეხვედრები ირაკლი კობახიძესთან და მაკა ბოჭორიშვილთან და მონაწილეობს საქართველო–უნგრეთის მთავრობათაშორისი თანამშრომლობის ფორმატებში.
-
"ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" — რა კავშირი აქვს Kordz-ს "ოლე ოლასთან"? "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" — რა კავშირი აქვს Kordz-ს "ოლე ოლასთან"?
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
-
"ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს "ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს
გადახედვა
-
სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე
გადახედვა
კომენტარები