ნანუკა ჟორჟოლიანი: მე ამ პარტიაში ჩემს თავს მენეჯერად განვიხილავ
ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავასა და საქართველოს მესამე პრეზიდენტის განცხადებებს გამოეხმაურა, რომელიც ჟორჟოლიანის ენმ-ის თავმჯდომარეობის კანდიდატად დასახელებას ეხება.
ნანუკა ჟორჟოლიანმა განმარტა, რომ მისთვისაც და მიხეილ სააკაშვილისთვისაც იდეალური იქნებოდა მისი ბოკუჩავას თავმჯდომარეობისას ნაციონალურ მოძრაობაში ინტეგრაცია. ჟორჟოლიანის თქმით, "ხაბე რომ გარეთ ყოფილიყო, მისი საჭიროება არც კი იარსებებდა ნაციონალურ მოძრაობაში".
ჟორჟოლიანი წერს, რომ მას შეუძლია პარტიას "მიშას ტემპი" დაუბრუნოს, "როცა მთავარი სახალხოობა იყო, პოლიტიკა — საყველპურო."
"მიშასთვისაც და ჩემთვის იდეალური იქნებოდა თინას თავმჯდომარეობით ნაცმოში ჩემი ინტეგრაცია.
როგორც უკვე ვთქვი, ჩემზე ჭკვიანია, ჩემზე გამოცდილი, მან იცის ის, რაც მე არ ვიცი და მე შემიძლია, რისი უნარებიც შეიძლება მას არ ჰქონდეს. იდეალური პარტნიორები ვიქნებოდით და სამწუხაროა, რომ ასე არ დალაგდა.
ამ პარტიას ჰყავს მთავარი ლიდერი და ის მიხეილ სააკაშვილია, ჰყავს ხაბე, რომელმაც ბევრი იშრომა გუნდისთვის და საერთო საქმისთვის.
ხაბე რომ გარეთ ყოფილიყო, ჩემი საჭიროება არც კი იარსებებდა ნაციონალურ მოძრაობაში. ტყვეობაშია ირაკლი ნადირაძე, რომელმაც წაგებულ ომში შესვლით, მონობას თავგანწირვა ამჯობინა.
მე რა შემიძლია გავაკეთო?! პარტიას დავუბრუნო მიშას ტემპი, პრიორიტეტები, როცა მთავარი სახალხოობა იყო, პოლიტიკა — საყველპურო. მე ამ პარტიაში ჩემს თავს მენეჯერად განვიხილავ. იქნებ თავმჯდომარე ასეთიც შეიძლება იყოს. იქნებ პოლიტიკას ჰალსტუხის ბოლომდე მოჭერა აღარ სჭირდება.
თუ პარტია ახლა კრიზისშია, იქნებ კრიზისმენეჯერი სჭირდება?
საგარეო ველი უმნიშვნელოვანესია, რასაც კომპეტენცია და სწორი მიდგომები სჭირდება, ცოდნა და გამოცდილება. შესაბამისად, ადამიანი, რომელიც ამ თემას ჩაიბარებს იქნება მცოდნე და კომპეტენტური. ექნება სრული ნდობა და დამოუკიდებლობა. ის ქვეყნის გარეთ და მე ქვეყნის შიგნით.
ახლა კი მთავარი. ეს პარტია უნდა გადაიბარონ ახალგაზრდებმა. ვეტერანები ზურგს გაუმაგრებენ. პარტია დიდი მოლოდინით ხვდება სიახლეებს და მადლობა მათ სწორი და საქმიანი დამოკიდებულებებისთვის, რაც ამ დღეებში დავინახე.
ამ საუკუნეში რაც უფრო შეშლილია იდეა, უფრო ეფექტურად მუშაობს, ჰოდა იქნებ აქაც იმუშაოს", — დაწერა ჟორჟოლიანმა.
შეგახსენებთ, მანამდე საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ციხიდან განცხადება გამოაქვეყნა, სადაც დაწერა, რომ ნაციონალური მოძრაობის ახალი თავმჯდომარეობის კანდიდატი ჟუნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი უნდა იყოს. სააკაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ჟორჟოლიანს მისი სრული ნდობა აქვს.
მოგვიანებით, მესამე პრეზიდენტის ამ განცხადებას პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა გამოეხმაურა. მან აღნიშნა, რომ ეს პოსტი მისთვის მოულოდნელი იყო და სწორე ამგვარმა იმპულსურმა და არათანმიმდევრულმა გადაწყვეტილებებმა მიიყვანა პარტია იქ, სადაც არის.
"პრეზიდენტ სააკაშვილის პოსტი სულ რამდენიმე წუთის წინ, ბრიფინგზე გზად წავიკითხე. ეს პოსტი მოულოდნელი იყო და ჩემთვის უკიდურესად სამწუხაროა და მიმაჩნია, რომ სწორედ ამგვარმა იმპულსურმა და არათანმიმდევრულმა გადაწყვეტილებებმა მიგვიყვანა იქ სადაც ვართ. მაგრამ, ეს იმას არ ნიშნავს ჩვენ ერთი წუთით გავჩერდებით," — განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
- ნანუკა ჟორჟოლიანი: მე ჩემს თავს ვხედავ ენმ-ში იმ შემთხვევაში, თუ შევძლებ პარტიის რეორგანიზაციას, პარტიის თავიდან შექმნას
- "ფიქრის და მოლაპარაკების ეტაპია" — ნანუკა ჟორჟლიანი მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე
- მიხეილ სააკაშვილი: შევთანხმდით რომ პარტიის რეფორმირებისთვის შემოვიერთოთ ბრწყინვალე ნანუკა ჟორჟოლიანი
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
კომენტარები