როგორ შევარჩიოთ საბავშვო ავეჯი სწორად: რისკები და საფრთხეები
ფოტო: ჩეხეთის განვითარების სააგენტო
საბავშვო ოთახი ბავშვისთვის იმაზე მეტია, ვიდრე უბრალოდ დასაძინებელი ადგილი — ეს არის პატარა სამყარო, რომელშიც თამაშობს და ვითარდება. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ბავშვი თავის ოთახში მაქსიმალურად უსაფრთხოდ იყოს.
საბავშვო ოთახის მოწყობისას მშობლები დიდ ენერგიას, დროსა და ფინანსებს ვხარჯავთ: ვარჩევთ კედლის ფერებს, ვეძებთ ლამაზი დიზაინის საწოლებსა და დეკორაციებს საყვარელი პერსონაჟებით. თუმცა, ამ სასიამოვნო სამზადისში ხშირად ყურადღების მიღმა გვრჩება ყველაზე კრიტიკული და ჩვენი პატარისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ასპექტი — ავეჯის უსაფრთხოება.
ფოტო: ჩეხეთის განვითარების სააგენტო
სტატისტიკა შემაშფოთებელ რეალობას გვიჩვენებს — ბავშვები ტრავმების უმეტესობას ქუჩაში ან სათამაშო მოედანზე კი არა, საკუთარ სახლში, ერთი შეხედვით უწყინარ და ყოველდღიური მოხმარების ავეჯთან ურთიერთობისას იღებენ, აქ უფრო ზიანდება მათი ჯანმრთელობა. ბავშვები ბუნებით მკვლევრები არიან: კომოდი შეიძლება საინტერესო კიბედ გადააქციონ, ხოლო საწოლი — ბატუტად. საფრთხეები ხშირად ზუსტად იქ იმალება, სადაც ყველაზე ნაკლებად ველოდებით.
იმისთვის, რომ ჩვენი შვილების ოთახები არა მხოლოდ ლამაზი, არამედ აბსოლუტურად დაცული იყოს და ჯანსაღი გარემოც შევინარჩუნოთ, აუცილებელია ვიცოდეთ, რეალურად რას უნდა მივაქციოთ ყურადღება ავეჯის შეძენამდე და მისი გამოყენების ეტაპზე.
ჩეხეთის განვითარების სააგენტო გერმანიის თანამშრომლობის საზოგადოებასთან ერთად ახორციელებს ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტ QUIS-ს, რომლის ერთ-ერთი მიზანია არასასურსათო პროდუქტისა და სერვისის უსაფრთხოების შესახებ მომხმარებლების ინფორმირება. ამ სტატიაში ვსაუბრობთ თუ რა გავლენის მოხდენა შეუძლია არასწორად შერჩეულ ავეჯს ჩვენს ჯანმრთელობაზე.
უხილავი მტერი: ტოქსიკური ნივთიერებები
როდესაც ავეჯთან დაკავშირებულ საფრთხეებზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში, თვალწინ მექანიკური დაზიანება წარმოგვიდგება ხოლმე. რეალურად ყველაზე საშიში ხშირად ის არის, რასაც ვერ ვხედავთ — საბავშვო ავეჯის წარმოებაში გამოყენებული სახიფათო ქიმიური ნივთიერებები.
ფოტო: ჩეხეთის განვითარების სააგენტო
ერთ-ერთი კვლევის თანახმად, ბავშვთა და ჩვილთათვის განკუთვნილი ზოგიერთი მატრასი ჰაერში ნახევრად აქროლად ორგანულ ნაერთებსა (SVOCs) და სხვადასხვა მავნე ქიმიურ დანამატს გამოყოფს. გარდა მატრასისა, იაფფასიანი ავეჯის დასამზადებლად გამოყენებული პრესმუყაო (MDF/Particle board) და წებო ხშირად შეიცავს ფორმალდეჰიდს, რომელიც ძლიერი კარცეროგენია.
საღებავები და ლაქ-საღებავები შესაძლოა, შეიცავდეს ისეთ მძიმე ლითონს, როგორიცაა ტყვია. ავეჯის პლასტმასის ნაწილებში იყოს ფტალატები, ხოლო საწოლის ჩარჩოებში — კადმიუმი. ყველა ზემოთ ჩამოთვლილ ნივთიერებას ადამიანის ჯანმრთელობისთვის გამოუსწორებელი ზიანის მიყენება შეუძლია.
რა უნდა ახლდეს თან უსაფრთხო საბავშვო ავეჯს
შეუიარაღებელი თვალით, შეხებით ან ყნოსვით შეუძლებელია დავადგინოთ, შეიცავს თუ არა ავეჯი ჯანმრთელობისთვის საზიანო ქიმიკატებს (მით უმეტეს, რომ ბევრ ტოქსიკურ ნივთიერებას სუნიც კი არ აქვს). ამიტომ, ერთადერთი და ყველაზე საიმედო გზა საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატების მოძიებაა.
თუ ავეჯს ან მის პასპორტზე ქვემოთ მოცემული ლოგოები აქვს დატანილი, ეს ნიშნავს, რომ მან გაიარა მკაცრი ლაბორატორიული ტესტირება.
ფოტო: ჩეხეთის განვითარების სააგენტო
1. GREENGUARD Gold — არის ჰაერის ხარისხისა და სისუფთავის მთავარი გარანტი. როდესაც ავეჯს აქვს ეს სერტიფიკატი, ეს ნიშნავს, რომ ის არ გამოყოფს აქროლად ორგანულ ნაერთებს (VOCs), მათ შორის ძლიერ კანცეროგენს — ფორმალდეჰიდს. პროდუქტს ტესტირება ჩატარებული აქვს 10 000-ზე მეტ მავნე ქიმიურ ნივთიერებაზე.
რატომ "Gold" (ოქრო)? არსებობს სტანდარტული GREENGUARD-იც, თუმცა Gold ვერსია გაცილებით მკაცრია და შექმნილია სპეციალურად ყველაზე მოწყვლადი ჯგუფებისთვის — ბავშვებისა და ხანდაზმულებისთვის. ის უზრუნველყოფს, რომ ავეჯი სრულად უსაფრთხოა ისეთ დახურულ სივრცეებში გამოსაყენებლად, როგორიცაა საბავშვო საძინებელი, ბაღი ან სკოლა.
ფოტო: ჩეხეთის განვითარების სააგენტო
2. OEKO-TEX® Standard 100
ეს სერტიფიკატი ეხება ტექსტილსა და ქსოვილებს. ის აუცილებლად უნდა ვეძებოთ მატრასებზე, ბალიშებზე, სარწეველას შალითებსა და რბილ ავეჯზე. ეს ნიშანი ადასტურებს, რომ ქსოვილი სრულად თავისუფალია ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერებებისგან.
ფოტო: ჩეხეთის განვითარების სააგენტო
3. CertiPUR-US® (მატრასებისთვის) მატრასზე დატანილი ეს ლოგო ადასტურებს მატრასის შიგთავსის, კერძოდ ღრუბლის (Foam) უსაფრთხოებას. სერტიფიცირებული ღრუბელი არ შეიცავს ტოქსიკურ ცეცხლგამძლე ქიმიკატებს (PBDEs, TDCPP), ოზონის დამშლელებს, ვერცხლის წყალს, ტყვიას და მძიმე მეტალებს.
ავეჯის გამოყენებასთან დაკავშირებული ფიზიკური საფრთხეები
ქიმიური შემადგენლობის გარდა, საბავშვო ოთახში ყველაზე დიდ ფიზიკური საფრთხე ავეჯის გადმოყირავებაა. ეს არის ბავშვთა საყოფაცხოვრებო ტრავმების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზი.
როდესაც ბავშვი კომოდის ქვედა უჯრებს აღებს და მათ კიბედ იყენებს, რათა ზედა თაროზე არსებულ სათამაშოს მისწვდეს, ავეჯის სიმძიმის ცენტრი მკვეთრად ინაცვლებს წინ. ბავშვის მცირე წონაც კი (გამოწეული უჯრების ფიზიკურ ბერკეტთან ერთად) საკმარისია იმისთვის, რომ 50-კილოგრამიანი მასიური კარადა წამებში გადმოყირავდეს.
სწორედ ამიტომ, ნებისმიერი ავეჯი (კომოდი, წიგნების თარო, კარადა), რომლის სიმაღლეც აღემატება 85 სანტიმეტრს, უნდა მიმაგრდეს კედელზე.
ამისთვის გამოიყენება სპეციალური ლითონის კუთხეები (Brackets) ან ნეილონის ძლიერი ღვედები (Straps). ხარისხიანი საბავშვო ავეჯის მწარმოებლები ამ სამაგრებს პროდუქტს ყუთშივე აყოლებენ. არასოდეს დაეყრდნოთ მხოლოდ იატაკის სისწორეს ან ავეჯის საკუთარ წონას.
როგორი უნდა იყოს უსაფრთხო კონსტრუქცია
მაღაზიაში ავეჯის შერჩევისას, ვიზუალის გარდა, აუცილებლად შეამოწმეთ მისი კონტრუქციული მახასიათებლები. უსაფრთხო კონსტრუქცია გულისხმობს შემდეგს:
- ფართო და დაბალი ძირი: ავეჯს უნდა ჰქონდეს მყარი, ფართო საყრდენი და დაბალი სიმძიმის ცენტრი. მოერიდეთ მაღალ ფეხებზე შემდგარ, ვიწრო კარადებს.
- უჯრის დამჭერები (Stoppers): უჯრებს აუცილებლად უნდა ჰქონდეს შიდა დამჭერი მექანიზმი. ეს უზრუნველყოფს იმას, რომ ბავშვმა უჯრა ბოლომდე ვერ გამოიღოს და ფეხზე არ დაეცეს.
ზემოაღნიშნულის შესამოწმებლად გამოსწიეთ კომოდის ზედა უჯრები და ოდნავ დააწექით ზემოდან — ამით შეამოწმებთ, რამდენად მყარად დგას ავეჯი და ხომ არ იხრება ის წინ ბავშვის შესაძლო ჩამოკიდებისას. ამასთან, ბოლომდე გამოწევისას დარწმუნდით, რომ უჯრები მარტივად არ ვარდება ბუდიდან (ანუ აქვთ დამჭერები/სტოპერები), რათა ბავშვს ფეხზე არ დაეცეს.
რა უნდა გავითვალისწინოთ ყიდვის შემდეგ
- სწორი განაწილება (მძიმე — ქვემოთ): ნივთები კარადაში სტრატეგიულად უნდა განალაგოთ. ყველაზე მძიმე ნივთები მოათავსეთ ყველაზე ქვედა უჯრებში. ეს სიმძიმის ცენტრს დაბლა სწევს და ავეჯს უფრო სტაბილურს ხდის.
- მოაშორეთ სატყუარები კიდეებს: არასდროს დადოთ ბავშვის საყვარელი სათამაშო, პულტი ან ტკბილეული კომოდის ან თაროს თავზე. სწორედ ეს ხდება ბავშვის ავეჯზე აცოცების მთავარი მოტივაცია.
- ტელევიზორი და ავეჯი — არ დადგათ ტელევიზორი ჩვეულებრივ კომოდზე! თუ ოთახში ტელევიზორი გაქვთ, ის ან პირდაპირ კედელზე უნდა დაამაგროთ, ან გამოიყენოთ სპეციალურად ტელევიზორისთვის განკუთვნილი, დაბალი და განიერი სადგამი. ტელევიზორის ჩამოვარდნა გადმოყირავების დროს ტრავმების სიმძიმეს აორმაგებს.
- ყველა უჯრაზე დაამონტაჟეთ დამცავი საკეტები, რათა ბავშვებმა ვერ შეძლონ მათი გამოღება და მათი საფეხურებად გამოყენება.
საბავშვო ავეჯი არ უნდა შეიცავდეს ისეთ დეტალებს, რომლებმაც შეიძლება ბავშვის მექანიკური დაზიანება გამოიწვიოს. ბავშვები მუდმივად მოძრაობენ, ხშირად დარბიან, ეცემიან და ეჯახებიან ნივთებს. შესაბამისად, ავეჯის დიზაინი ამ რისკებს წინასწარ უნდა ანეიტრალებდეს. თუ სახლში უკვე გაქვთ ავეჯი მახვილი კუთხეებით, დაუყოვნებლივ უნდა გადააკრათ მათ სპეციალური რბილი, სილიკონის ან კაუჩუკის დამცავები.
ფოტო: ჩეხეთის განვითარების სააგენტო
მოძრავი ნაწილები და მექანიზმები (თითების მოყოლის რისკი): კარების ანჯამები, გასაშლელი მექანიზმები და სათამაშოების სკივრის თავსახურები დამალულ საფრთხეს შეიცავს. ბავშვებს ხშირად უყვართ თითების შეყოფა ღრიჭოებში, რამაც მექანიზმის დახურვისას შესაძლოა, კიდურების სერიოზული დაზიანება (მოყოლა/ჩაჭყლეტა) გამოიწვიოს. საბავშვო ოთახში აუცილებელია ისეთი ავეჯის გამოყენება, რომელსაც აქვს, ე.წ. Soft-close (რბილად დახურვის) სისტემა და დაფარული ანჯამები.
ჩვილის საწოლი და თავის გაჭედვის რისკი: ჩვილის საწოლი ყველაზე სენსიტიური ავეჯია. აქ მთავარი საფრთხე რიკულებს შორის მანძილია. ევროპული სტანდარტის (EN 716) მიხედვით, რიკულებს შორის დაშორება არც ძალიან პატარა უნდა იყოს, რომ ბავშვს ხელი არ გაეჭედოს, და არც ძალიან დიდი იმისთვის, რომ ბავშვმა თავის გაყოფა შეძლოს და გაიგუდოს. გარდა ამისა, საწოლსა და მატრასს შორის არ უნდა რჩებოდეს დიდი ღრიჭო, რათა ჩვილი კიდეში არ ჩაცურდეს.
რას უნდა მივაქციოთ ყურადღება საბავშვო ავეჯის შერჩევისას
უშუალოდ მაღაზიაში ავეჯის შერჩევის პროცესში, ვიზუალის გარდა, შემდეგი ფიზიკური ტესტები უნდა ჩაატაროთ:
- შეხების ტესტი: ხელი გადაუსვით ავეჯის ზედაპირსა და კიდეებს. ის უნდა იყოს იდეალურად გლუვი. არ უნდა ჰქონდეს ამობურცული ხრახნები, ატკეცილი საღებავი ან ხის ნაფოტები, რომლებმაც შეიძლება ბავშვი ფიზიკურად დააზიანოს.
- გამოსცადეთ მექანიზმები პირადად: თავად გააღეთ და დახურეთ კარადის კარები და უჯრები. დარწმუნდით, რომ ისინი იხურება ნელა და არ იქმნება ე.წ. მაკრატლის ეფექტი ისეთ ზონებში, სადაც ბავშვმა შეიძლება თითი შეყოს.
- მოერიდეთ წვრილმან დეკორაციებს: ავეჯს არ უნდა ჰქონდეს ადვილად მოსაძრობი დეტალები (მაგალითად, წვრილი დეკორატიული ღილები). ბავშვმა ისინი შეიძლება მოაძროს და გადაყლაპოს. ასევე, მოერიდეთ ზედმეტად გამოშვერილ სახელურებს, რომლებსაც ბავშვის ტანსაცმელი შეიძლება გამოედოს და დაცემა გამოიწვიოს.
ზოგადი რეკომენდაციები
ავეჯის შეძენისას:
ავეჯის შეძენისას ეტიკეტი თქვენი მთავარი ინფორმატორია. ნუ დაეყრდნობით მხოლოდ ვიზუალსა და კონსულტანტის რჩევებს.
აი, რა არის სასურველი ეწეროს ან ეხატოს უსაფრთხო პროდუქტის ეტიკეტსა და პასპორტში:
- CE მარკირება: ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობის მთავარი ნიშანი
- გამაფრთხილებელი მითითებები
- მწარმოებლის მონაცემები
- პროდუქტის პარტიის/სერიის ნომერი
- ზემოხსენებული ქიმიურ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ნიშნები
- სასურველია პროდუქტს ახლდეს ინსტრუქცია
ავეჯის შეძენის შემდეგ
უსაფრთხო ავეჯის ყიდვა საქმის მხოლოდ ნახევარია. უდიდესი მნიშვნელობა აქვს მის სწორ ინსტალაციასა და განთავსებას ოთახში.
- მიჰყევით ინსტრუქციას: ახალი ავეჯის ან ტექნიკის შეძენისას, თანდართული სამაგრი აღჭურვილობის დასამონტაჟებლად იხელმძღვანელეთ მწარმოებლის მიერ მოწოდებული მითითებებით.
- არასოდეს დადგათ ბავშვის საწოლი ფანჯარასთან ახლოს. მზის პირდაპირი სხივების, ორპირისა და, რაც მთავარია, ჟალუზის/ ფარდების თასმების გამო (რაც გაგუდვის რისკს ქმნის), ეს ყველაზე საშიში ზონაა.
- გამოაღეთ მხოლოდ ერთი უჯრა და დახურეთ ყველა ის უჯრა, რომლებსაც კონკრეტულ მომენტში არ იყენებთ.
- მოარიდეთ არასტაბილური ავეჯი ბავშვებს: არ დადგათ ასეთი ტიპის ავეჯი ბავშვის საძინებელში ან სათამაშო ზონებთან ახლოს.
- რეგულარული შემოწმება: ხე დროთა განმავლობაში შრება, ხოლო ხრახნები შეიძლება მოეშვას. პერიოდულად შეამოწმეთ საწოლისა და კარადების შეერთების ადგილები, რათა დარწმუნდეთ, რომ კონსტრუქცია კვლავ მყარია.
ჩეხეთის განვითარების სააგენტო (CzDA) და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) ახორციელებენ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტს — QUIS — უკეთესი პროდუქტი, უკეთესი მომსახურება, რომლის მთავარი მიზანია საქართველოში ხარისხის ინფრასტრუქტურის განვითარება.
ეს სტატია დაწერილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ჩეხეთის განვითარების სააგენტო და შესაძლოა, არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.
-
ბრინჯაოს ხანის "შამანი", რომელიც ადრე კაცი ეგონათ, სინამდვილეში ქალი აღმოჩნდა ბრინჯაოს ხანის "შამანი", რომელიც ადრე კაცი ეგონათ, სინამდვილეში ქალი აღმოჩნდა
გადახედვა
-
9 არაჩვეულებრივი ფაქტი ზვიგენის შესახებ, რომელიც, სავარაუდოდ, არ იცოდით 9 არაჩვეულებრივი ფაქტი ზვიგენის შესახებ, რომელიც, სავარაუდოდ, არ იცოდით
გადახედვა
-
ახალმა აღმოჩენამ, შესაძლოა, დინოზავრების გადაშენებაზე ჩვენი წარმოდგენა შეცვალოს ახალმა აღმოჩენამ, შესაძლოა, დინოზავრების გადაშენებაზე ჩვენი წარმოდგენა შეცვალოს
გადახედვა
-
ოკეანის ფსკერზე ოქროს რეკორდული კონცენტრაცია აღმოაჩინეს ოკეანის ფსკერზე ოქროს რეკორდული კონცენტრაცია აღმოაჩინეს
გადახედვა
-
საგამოძიებო სამსახურმა თბილისში 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში გაყინული საქონლის ხორცი ამოიღო საგამოძიებო სამსახურმა თბილისში 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში გაყინული საქონლის ხორცი ამოიღო
გადახედვა
-
გონივრული არჩევანი თუ ახალი აკვიატება — როგორ შეცვალა აპლიკაციებმა ჩვენი კვება გონივრული არჩევანი თუ ახალი აკვიატება — როგორ შეცვალა აპლიკაციებმა ჩვენი კვება
გადახედვა
-
ტესტი: გამოიცანი, რას ჭამს სხვადასხვა ცხოველი — ბალახს თუ ხორცს? ტესტი: გამოიცანი, რას ჭამს სხვადასხვა ცხოველი — ბალახს თუ ხორცს?
-
იტალიაში ბანანის ტვირთში €250მლნ -ის ღირებულების კოკაინი იპოვეს იტალიაში ბანანის ტვირთში €250მლნ -ის ღირებულების კოკაინი იპოვეს
გადახედვა
-
ვინ არიან ძმები ტეიტები, რომელთაც UK-ში სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებული 59 ბრალდება აქვთ? ვინ არიან ძმები ტეიტები, რომელთაც UK-ში სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებული 59 ბრალდება აქვთ?
გადახედვა
-
თეგეტა მოტორსმა გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა თეგეტა მოტორსმა გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
-
ლიბერთი Nasdaq Calypso-ს ახალ საერთაშორისო პლატფორმას დანერგავს ლიბერთი Nasdaq Calypso-ს ახალ საერთაშორისო პლატფორმას დანერგავს
-
ახალგაზრდა მსახიობების სასკოლო განრიგის გამო, Harry Potter-ის სერიალის გადაღებები გართულდა ახალგაზრდა მსახიობების სასკოლო განრიგის გამო, Harry Potter-ის სერიალის გადაღებები გართულდა
გადახედვა
-
საფრანგეთში 15 წლამდე მოზარდებისთვის სოციალური მედიის აკრძალვას კენჭს უყრიან — კანონი შესაძლოა სექტემბრიდან ამოქმედდეს საფრანგეთში 15 წლამდე მოზარდებისთვის სოციალური მედიის აკრძალვას კენჭს უყრიან — კანონი შესაძლოა სექტემბრიდან ამოქმედდეს
გადახედვა
-
სებ-მა ირაკლი სესიაშვილის და ძმები პაპაშვილების კომპანიები და კიდევ 11 პროვაიდერი 3000 და 9000 ლარით დააჯარიმა სებ-მა ირაკლი სესიაშვილის და ძმები პაპაშვილების კომპანიები და კიდევ 11 პროვაიდერი 3000 და 9000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
ილჰამ ალიევმა და ნიკოლ ფაშინიანმა ენდი ბერნემს დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრად დანიშვნა მიულოცეს ილჰამ ალიევმა და ნიკოლ ფაშინიანმა ენდი ბერნემს დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრად დანიშვნა მიულოცეს
გადახედვა
-
10 ცნობილი ნახატი უკნიდან — მხატვარმა ცნობილი ნამუშევრების ახლებური ვერსიები შემოგვთავაზა 10 ცნობილი ნახატი უკნიდან — მხატვარმა ცნობილი ნამუშევრების ახლებური ვერსიები შემოგვთავაზა
გადახედვა
-
ელენე ხოშტარია: ყოველ დილით თქვენ უნდა ხედავდეთ არა პაპუაშვილს, არამედ ოპოზიციის ლიდერებს, უნდა ხედავდეთ არა ცალ-ცალკე პარტიებს, არამედ ერთად მოსიარულე ოპოზიციას ელენე ხოშტარია: ყოველ დილით თქვენ უნდა ხედავდეთ არა პაპუაშვილს, არამედ ოპოზიციის ლიდერებს, უნდა ხედავდეთ არა ცალ-ცალკე პარტიებს, არამედ ერთად მოსიარულე ოპოზიციას
გადახედვა
-
დონალდ ტრამპი კანადურ საქონელზე 50%-იან ტარიფებს აწესებს — ოტავა USMCA-ის დარღვევაზე საუბრობს დონალდ ტრამპი კანადურ საქონელზე 50%-იან ტარიფებს აწესებს — ოტავა USMCA-ის დარღვევაზე საუბრობს
გადახედვა
-
ცხოველთა დაცვის ორგანიზაციები სახელმწიფოსგან გაუჩინარებული ცხოველების საქმეების გამოძიებასა და სტერილიზაციის პროგრამის სრულ გამჭვირვალობას ითხოვენ ცხოველთა დაცვის ორგანიზაციები სახელმწიფოსგან გაუჩინარებული ცხოველების საქმეების გამოძიებასა და სტერილიზაციის პროგრამის სრულ გამჭვირვალობას ითხოვენ
გადახედვა
-
თიბისი Euromoney-ის რეგიონული ჯილდოს მფლობელია თიბისი Euromoney-ის რეგიონული ჯილდოს მფლობელია
-
TI: საქართველოში პოლიტიკური პატიმრების რაოდენობა 100-ს აღწევს TI: საქართველოში პოლიტიკური პატიმრების რაოდენობა 100-ს აღწევს
გადახედვა
კომენტარები