შევთანხმდით, რომ ცოტა ხანში გვექნება შეხვედრა — მაკა ბოჭორიშვილი ანდრეი სიბიჰასთან სატელეფონო საუბარზე
საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მაკა ბოჭორიშვილმა სამთავრობო ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში შედგება შეხვედრა უკრაინულ მხარესთან, სადაც განიხილავენ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ნორმალიზების საკითხს.
"ნამდვილად გააქტიურდა უკრაინული მხარე საქართველოსთან კომუნიკაციაში. დღეს [6 მაისს] შედგა სატელეფონო საუბარი ჩემს კოლეგასთან და შევთანხმდით, რომ გავაგრძელებთ ურთიერთობას. ძალიან დიდი ხნის განმავლობაში უკრაინული მხარე საქართველოს და ქართულ საზოგადოებას სოციალური ქსელებით ესაუბრებოდა და არც თუ ისე სასიამოვნო გზავნილები გვესმოდა, რაც შეუძლებელია, რომ გადავდოთ გვერდით. მნიშვნელოვანია, რომ ინიციატივა მოდის უკრაინული მხარისგან, რაც შეიძლება განვიხილოთ, როგორც პოზიტიური ნაბიჯი. მეორეს მხრივ, ჩვენი მხრიდანაც მნიშვნელოვანია, რომ ამ წლების განმავლობაში ურთიერთობებში დაგროვილი საკითხები უკრაინული მხარისგან იყოს სწორად გაგებული, ისე, როგორც გავიგეთ ჩვენ — ქართულმა საზოგადოებამ, საქართველოს ხელისუფლებამ, და გავაგრძელოთ ურთიერთობა. შევთანხმდით, რომ ცოტა ხანში გვექნება შეხვედრა და შევძლებთ მსჯელობას, თუ რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობები დაბრუნდეს ნორმის ჩარჩოებში," — განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
მანამდე ორი ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელების სატელოფო საუბარზე ინფორმაცია გაავრცელა საგარეო უწყებამ და უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ანდრეი სიბიჰაგამაც.
საგარეო უწყების ცნობით, 6 მაისს მხარეებს შორის კომუნიკაცია უკრაინული მხარის ინიციატივით გაიმართა.
საუბრისას განხილულ იქნა საქართველო-უკრაინის ურთიერთობები, ხაზი გაესვა დიალოგის მნიშვნელობას და ამ მიმართულებით შემდგომ ნაბიჯებს, — ეწერა საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამის შემდეგ სატელეფონო საუბრის დეტალებზე უფრო ვრცლად დაწერა სოციალურ ქსელში უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა. სიბიჰას თქმით, მხარეების "უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების ორმხრივ ინტერესზე შევთანხმდით".
"მოხარული ვარ, რომ ერევანში ბოლო დროს გამართული კონტაქტების შემდეგ, ჩემს ქართველ კოლეგა მაკა ბოჭორიშვილთან დიალოგი გავაგრძელე.
დღევანდელი სატელეფონო საუბრის დროს აღვნიშნეთ ჩვენს ქვეყნებს შორის კონსტრუქციული დიალოგი და შევთანხმდით უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების ორმხრივ ინტერესზე.
ვისაუბრეთ ორმხრივ ურთიერთობებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში ურთიერთქმედებაზე. ასევე დავადასტურეთ ჩვენი გახსნილობა ორმხრივი თანამშრომლობის წინსვლისა და აქტიური კონტაქტების შენარჩუნების მიმართ", — დაწერა სიბიჰამ.
საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, მისასალმებელია უკრაინული მხარის სურვილი ურთიერთობების ნორმალიზებასთან დაკავშირებით, ამასთან, აუცილებელია ეს ურთიერთობები პატივისცემაზე იყოს დაფუძნებული.
"უკრაინული მხარის სურვილი და პოზიტიური მოლოდინი, რომელიც უკავშირდება ურთიერთობის ნორმალიზებას, მხოლოდ და მხოლოდ, მისასალმებელია. ამიტომაც შედგა ეს კომუნიკაცია და სატელეფონო საუბარი, რათა ვცადოთ, რომ პატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობების გავაგრძელოთ. არასდროს გვისურვია არცერთს მეგობარ სახელმწიფოსთან და ხალხთან სხვაგვარი ურთიერთობა. თუკი ასეთი სურვილი იქნება მეორე მხრიდანაც და შესაბამისი ნაბიჯებიც გადაიდგმება, მოხარული ვიქნებით," — განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა "იმედის" ეთერში.
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
-
"ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს "ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს
გადახედვა
-
სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა
კომენტარები