უკრაინაში დაღუპული 24 წლის ქართველი მებრძოლის, რევაზ გეგეჭკორის ვინაობა დნმ-ის ანალიზით დადასტურდა
უკრაინაში, ფრონტის წინა ხაზზე, დაღუპული ქართველი მებრძოლის, 24 წლის რევაზ გეგეჭკორის ვინაობა ოფიციალურად დადასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტი ლაშა ბერულავა ავრცელებს.
მისი თქმით, გეგეჭკორი რამდენიმე თვის წინ დაიღუპა, თუმცა მისი იდენტიფიცირება მხოლოდ ახლა, დაახლოებით ერთი თვის წინ გაგზავნილი დნმ-ის ნიმუშის პასუხის საფუძველზე გახდა შესაძლებელი.
როგორც ლაშა ბერულავა წერს, რევაზ გეგეჭკორი აფხაზეთიდან, კერძოდ გალიდან დევნილი ოჯახიდან იყო. ის ჟიტომირში დაიბადა და გაიზარდა. 2022 წელს, რუსეთის სრულმასშტაბიანი ინტერვენციის დაწყებისას, 20 წლის სტუდენტმა უკრაინის შეიარაღებულ ძალებში სამსახური ნებაყოფლობით დაიწყო. ახლობლების ინფორმაციით, იგი მშობლებს უმალავდა, რომ საბრძოლო მოქმედებების ეპიცენტრში იმყოფებოდა. რევაზ გეგეჭკორს ჟიტომირში დაკრძალავენ.
"უკრაინაში დღეს დადასტურდა, რომ დნმ ანალიზისთვის დაახლოებით ერთი თვის წინ გაგზავნილი ნიმუში 24 წლის ქართველ მებრძოლს ჟიტომირში მცხოვრებ რევაზ გეგეჭკორს ეკუთვნის, რომელიც ფრონტის წინახაზზე რამდენიმე თვის წინ დაიღუპა.
რევაზ გეგეჭკორი აფხაზეთიდან დევნილი ოჯახიდანაა, თვითონ ჟიტომირში დაიბადა და გაიზარდა, მანამდე კი ოჯახი გალში ცხოვრობდა.
2022 წლის თებერვალში, 20 წლის სტუდენტმა იარაღი აიღო ხელში და მტერთან საბრძოლველად წავიდა, მშობლებს კი ატყუებდა, თითქოს წინახაზზე არ იყო.
"სინამდვილეში კი იქ იდგა, სადაც ყველაზე მეტად "ცხელოდა". ის იბრძოდა მტერთან პირისპირ, ყველაზე წინ, იქ, სადაც თითოეული წამი სიცოცხლესა და სიკვდილს შორის გამავალ ბეწვის ხიდზე გადიოდა. მისი ბრძოლა მხოლოდ უკრაინის თავისუფლებისთვის არ ყოფილა", — წერს ოჯახის ახლობელი კახა კვეკვესქირი, რომელიც ამბობს, რომ თავად რევაზსაც კარგად იცნობდა:
"ეს იყო ბრძოლა იმ მორალური კოდექსისთვის, რომელიც სისხლით ქართველმა მეომარმა საუკუნეების მანძილზე გამოატარა: ბრძოლა თავისუფლებისთვის, ერთგულება სამშობლოსთვის და თავგანწირვა სიმართლისთვის.
როდესაც ისტორია თავის ფურცლებზე დიდებული გმირების სახელებს ამოტვიფრავს, იქ აუცილებლად იქნება ამ ახალგაზრდა ბიჭის სახელიც.
მისი ცხოვრება შეიძლება მოკლე იყო,
მაგრამ მისი სიმამაცე — უკვდავი!
მშვიდობა და ნათელი მის სულს, ვუსამძიმრებ ჩემს ძალიან ახლობელ ოჯახს და ვუსურვებ მხნეობას !..", — წერს კახა კვეკვესქირი.
უკრაინაში დაცემულ რევაზ გეგეჭკორს ჟიტომირში დაკრძალავენ.
დიდება გმირებს!"— დაწერა ლაშა ბერულავამ.
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
კომენტარები