სიმონ ჯანაშია

13 Apr. 2026, 14:41

"თექვსმეტი წელი აშენა ავტორიტარული სისტემა ორბანმა უნგრეთში და საზღვარგარეთ. დაიმორჩილა სასამართლო, ხელში ჩაიგდო მედია, დაერია უნივერსიტეტებს, გაამდიდრა ერთგული ბიზნესმენები, გამოიგონა გარეშე მტრები და თავის გასაღება მშვიდობის ერთადერთ გარანტიად სცადა — მაგრამ დამარცხდა!

ორბანის დამარცხება უმნიშვნელოვანესი ამბავია მსოფლიოსთვის, რადგან მის გარშემო შემოკრებილი ყველა სახის პოპულისტი და არადემოკრატიული პარტია გაინაწილებს ამ მარცხს. მათ შორის არის ქართული ოცნებაც. ახალი მოკავშირეების ძებნა ორბანის ქართველ მიმბაძველება აქამდეც უჭირდათ, და ახლა წაგებულების ალიანსში მყოფ ამ მატყუარა და "გადამგდებ" პარტიას კიდევ უფრო გაუჭირდება რაიმე სახის საგარეო წარმატების მიღწევა. არც სახლში აქვს უკეთესი მდგომარეობა ივანიშვილს. ისეთივე მხარდაჭერა აქვს, თუ უარესი არა, როგორიც მის მთავარ მოკავშირეს, ორბანს ჰქონდა.

თავისუფლების მოედანი სწორედ ამიტომ შევქმენით, რომ უნგრეთის მსგავსად, ჩვენთანაც ნამდვილი არჩევანი გაუჩნდეს საზოგადოებას. ალტერნატივის შექმნაზე სხვა ჯგუფებიც მუშაობენ. თუ ვივლით ერთად, ვიშრომებთ ერთად, გავიმარჯვებთ ერთად!"

წერს "თავისუფლების მოედნის" ერთ-ერთმა ლიდერმა, სიმონ ჯანაშიამ სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებზე ხმების 98.9% უკვე დათვლილია. პეტერ მადიარის პარტიამ ხმების 53%% მოიპოვა, რაც პარლამენტში 138 მანდატის მიღებას ნიშნავს. ვიქტორ ორბანის პარტიამ კი 38% მიიღო (55 მანდატი).


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. მდინარაძის წერილი და ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალება — რას წერს ღარიბაშვილი მე-5 წერილში?
  3. ილიაუნის სტუდენტების მიღების შესაძლებლობა 10-ჯერ და მეტად შეუმცირდა — შალვა მინდაძე გამოცდების შედეგებს აფასებს
  4. ავჭალის ხიდიდან ვარდნის შედეგად 17 წლის მარიამ ლომიშვილი გარდაიცვალა
  5. რა მოხდა დაურ ბუავას გარდაცვალებამდე? — POG სადარბაზოს კამერის ჩანაწერს ასაჯაროებს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

შსს: 1-ელი სექტემბრიდან სატრანსპორტო საშუალების ხმაურის დონის შემოწმება ISO სტანდარტის პორტატიული მოწყობილობით განხორციელდება

შს მინისტრის ბრძანებით, დღეიდან — პირველი სექტემბრიდან, შსს-ს უფლებამოსილი დანაყოფები საგზაო მოძრაობის პირობებში…