იაგო ხვიჩია

იაგო ხვიჩია

20 Oct. 2017, 21:31

ხშირად გვესმის უცოდინართა და პოპულისტთა საუბარი იმაზე, რომ მერიაში ქალაქის განვითარების გენ. გეგმას რო მივიღებთ, მერე ეშველება უსახურ ნაგებობებს და უპრაგონოდ ნებართვების გაცემას. ამ საუბარს აუცილებლად თან ახლავს ხოლმე, წინა მერების დამუნათება.

რათა ეს ბოდვა საჯარო სივრცეში მაინც მორჩეს, წარმოგიდგენთ ბოლო ორი გენ. გეგმის დამტკიცების შესახებ საკრებულოს ნორმატიული აქტების ნომრებს და დასახელებებს:

  1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 05 ივნისის N.6-17 გადაწყვეტილებით დამტკიცდა დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმა.
  2. "დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ" ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის N20-105 დადგენილებით გაუქმდა ძველი და მიღებულ იქნა ახალი გენ გეგმა. ეს გენგეგმა მოქმედებს ახლაც.
  3. არსებული ინფორმაციით ახლა მუშავდება და მალე დამტკიცდება ახალი გენ გეგმა (დეკემბერ-იანვარში), რომელიც თან გააუქმებს 2014 წლის გენგეგმას.

მოკლედ:

  1. ნუ აბოლებთ ხალხს რომ სულზე მოგვისწრებს ახლა გენგეგმა და ავშენდებით.
  2. ხალხო, თქვენც ნუ დაბოლდებით ყველაფერზე სულელებვით.

გენგეგმის არარსებობაში არაა პრობლემა, გენგეგმაა თავად პრობლემა, და ვინც ამას ვერ ხვდება როგორ შეიძლება მაგის თვალების ახელა, ეგ უკვე მე არ ვიცი.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. "ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით" — რას წერს ღარიბაშვილის მე-6 წერილში?
  2. "ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო" — რაზე ისაუბრეს?
  3. რეგიონული განვითარების მინისტრის მოვალეობას ზაზა კვიციანი შეასრულებს
  4. საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო
  5. საქართველოში 17 წუთის ინტერვალით ორი მიწისძვრა მოხდა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

შსს თორნიკე რაზმაძეს კრემლის პროპაგანდისტ მარგარიტა სიმონიანისა და ირაკლი კობახიძის შეურაცხყოფას ედავება

აქტივისტ თორნიკე რაზმაძის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინიტრო კრემლის პროპაგანდისტ მარგარიტა სიმონიანისა და ირაკლი…