მიხეილ სააკაშვილი

19 Feb. 2026, 10:56

"ელისო კილაძე წინააღმდეგობრივი პიროვნებაა, მაგრამ არცერთი წამით არ მეპარება ეჭვი მისი დაკავების პოლიტიკურ მოტივში!

ესაა მორიგი რეპრესირებული ჟურნალისტი, ეტყობა დიქტატურის მსახურებს რაღაცაში შეუშალა ხელი, თან ახლა ფარცხალაძეს აბამენ ყველას, სტალინის დროს ტროცკის რომ აბამდნენ ეგ ამბავია.

რაც შეეხება სხვა "საქმეებს" ეს არის ივანიშვილის მიერ ქუჩაზე კონტროლის მოპოვების ინსტრუმენტი.

რაც შეეხება ბუსა ჟვანიას წინააღმდეგ 5 წლის დაგვიანებით აღძრულ საქმეს, ამასაც კონკრეტული მიზანი აქვს. ზურას შვილი სამწუხაროდ მართლა მოკრიმინალო ელემენტია, მაგრამ ყველაფერი რაც ივანიშვილის დროს ჟვანიას სახელის გარშემო ხდება, ბინძური პოლიტიკური ქვეტექსტის მატარებელია და ამ კუთხითაც უნდა შევხედოთ. ახლა გამოაცხადეს ძებნაში და არა 2021-ში, ე.ი. მისი ოჯახისგან რაღაც დასჭირდათ სწორედ ახლა.

ისე მგონი ვეღარც ამჩნევთ, რომ ქვეყანაში ყველა ნიუსი დაჭერების ირგვლივ ხდება, ყველაფერი ერთი დადგმის ნაწილია. იმდენი ჩირქი დაგროვდა, რომ ეს ფურუნკული ძალიან მალე უნდა გასკდეს."

დაწერა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში. 

შეგახსენებთ, ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის და ფულის გათეთრების საქმეზე სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 10 პირის მიმართ, მათ შორის ბრალდება დაუსწრებლად წარედგინებათ მიმალვაში მყოფ საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს და მისი დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს: დავით მიქაძეს, ირაკლი სეხნიაშვილს და მიხეილ ჩოხელს. ამავე საქმეზეა დაკავებული "ქრონიკა +"-ის დამფუძნებელი ელისო კილაძეც.

პროკურატურის განცხადებით, ბრალდება ასევე წარედგინა ბენ ანორს, რომელმაც "ქმედითად ითანამშრომლა გამოძიებასთან და არა მხოლოდ აღიარა ჩადენილი დანაშაული, არამედ არსებითად შეუწყო ხელი ტრანსნაციონალური დანაშაულის გახსნას".


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?
  4. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  5. 2027 წლიდან 70 წელს ზემოთ პირებს პენსია 60 ლარით გაეზრდებათ, 70 წელს ქვემოთ მყოფებს — 20 ლარით

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ნამდვილი კადრები თუ AI? — Nikon-ის კონკურსში გამარჯვებულ ვიდეოს ეჭვქვეშ აყენებენ

სამეცნიერო ფოტოგრაფიის ავტორიტეტული კონკურსის ორგანიზატორები წლევანდელი გამარჯვებული ნამუშევრის ხელახლა შეფასებას…