ნიკა გვარამიამ რუსთავი 12-ე დაწესებულება დატოვა
კოალიცია ცვლილებებისთვის ლიდერმა, ნიკა გვარამიამ 8-თვიანი პატიმრობის შემდეგ, რუსთავის 12-ე დაწესებულება დატოვა.
ჟურნალისტებთან საუბრისას ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ საპატიმროებში მყოფი თანამებროძოლების გარეშე "გამარჯვება ძალიან გაგვიჭირდება, ამიტომ ძალიან მალე ისინი უნდა გამოვიყვანოთ საპატიმრობიდან.
"შერეული ემოციები მაქვს. რა თქმა უნდა, ყველას ნახვა მიხარია. პირველ რიგში, ჩემი ცოლ-შვილის, მაგრამ უხერხულად ვგრძნობ თავს, რომ არ დაგიმალოთ, რომ ადამიანები იქ რჩებიან კიდევ. არა მხოლოდ ამ ციხეში — აგერ გვერდით ქალთა ციხეში. უამრავი ადამიანი გლდანის ციხეში, რუსთავის ციხეში კიდევ — საბა. უხერხულობა მალე გარდაიქმნება იმათ, რომ ბოლომდე ვიბრძოლებ მათ აქედან გამოსაყვანად. ესე ვგრძნობთ თავს ყველანი — მორალური თვალსაზრისითაც ნაკლოვანად, მაგრამ მთავარი ის არის, რომ მათი შემართება, ძალა და ენერგია გვაკლია. აქ არის ნიკა — ჩვენი პარტიის თავმჯდომარე, გვერდით ელენე, მიშაა აქ, მურთაზია, ხაბე, რა ვიცი, ბევრი — არ მინდა ვინმე გამომრჩეს. მზია ბრმავდება გვერდით, ქალთა ციხეში. საბა აწამეს, ისიც რუსთავშია.
უამრავი ბიჭი თუ ხნიერი ადამიანი ზის ბრძოლისთვის ციხეში, საკუთარი სამშობლოს სიყვარულისთვის. ეს ქვეყანა ვერასდროს ვერ იქნება ისეთი, ვიდრე მათ დაჭერამდე იყო — ეს გამორიცხული ამბავია. ოღონდ, ყველამ უნდა ვიცოდეთ, რომ ამ ხალხის გარეშეც გამარჯვება ძალიან გაგვიჭირდება, თუ საერთოდ შესაძლებელია. ამიტომ ძალიან მალე ისინი უნდა გამოვიყვანოთ აქედან.
ჩემთვის ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია სიტყვების შინაარსი.მე ვიცი ერთი რამ — ერთად უნდა გვხედავდნენ, ერთად უნდა ვმუშაობდეთ და ერთად უნდა მოვიტანოთ ეს შედეგი. ყბადაღებულ სიტყვა "ერთობას" არ ვიხმარ. მე არ ვიცი ამის უკან ვინ, როგორ, რას მოიაზრებს", — თქვა გვარამიამ.
მან რუსთავის მე-12 ციხეში მყოფ ოცნების ყოფილ მაღალჩინოსნებზეც ისაუბრა და მათაც პოლიპატიმრები" უწოდა.
"აქ [ციხეში] ვინც ქოცები არიან ახლა, თუ უკვე აღარ არიან ქოცები, მაგრამ მათი ყოფილი თანამდებობის პირები, მე ამ ხალხს განვიხილავ პოლიტიკურ პატიმრებად. იმიტომ, რომ პოლიტიკური პატიმრობა იზომება არა იმით, ადამიანმა ჩაიდინა თუ არა ეს ქმედება, ან ჩვენ გვგონია, რომ ჩაიდინა, თუ არ ჩაიდინა. პოლიტიკური პატიმრობის მთავარი საზომი არის ის, რომ ადამიანს არ ღირსებია და ამ ხელისუფლების პირობებში, არც ეღირსება თავისუფალი სასამართლო. აქ მსხდომ ქოცებსაც არ ღირსებიათ თავისუფალი სასამართლო და არც ეღირსებათ, ვიდრე ქოცები არიან ხელისუფლებაში", — განაცხადა კოალიცია ცვლილებებისთვის ლიდერმა, ნიკა გვარამიამ საპატიმროს დატოვების შემდეგ.
გვარამია 2025 წლის ივლისში წულუკიანის ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო დააკავეს. მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ მას 8 თვიანი პატიმრობა მიუსაჯა.
ნიკა გვარამიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით ჰქონდა წარდგენილი, რაც "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს.
წულუკიანის ე.წ. კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ნაწილმა, მათ შორის: ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ, გიორგი ვაშაძემ, მამუკა ხაზარაძემ, ბადრი ჯაფარიძემ, გივი თარგამაძემ საპატიმროები უკვე დატოვეს. ამავე ბრალდებით სასჯელს ამ დრომდე იხდიან: ნიკა მელია და ირაკლი ოქრუაშვილი.
- ე.წ საბოტაჟის საქმეზე 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის პირველი სასამართლო პროცესის ქრონიკა
- POG: სახელმწიფო გადატრიალებაზე სააკაშვილს, ვაშაძეს, გვარამიას, მელიას, ჯაფარიძეს, ხოშტარიას, ხაზარაძეს-ჯაფარიძეს ბრალი წარედგინათ
- ნიკა გვარამია: "ვინმე დაგვიტოვეთ გარეთ, ქოცებო, რა ვიცი, ამბის მომტანი რომ გვყავდეს მაინც"
- ნიკა გვარამია: "ჩვენი კოალიციის გარეთ დარჩენილი ლიდერიც დააპატიმრეს — ქოცები რაც უარესს იზამენ, მით უარესი მათთვის და უკეთესი ქვეყნისთვის"
- ნიკა გვარამია: "გამოსავალი "ლელოს" ჯერ კიდევ აქვს — სწორედ ამისი იმედი და მოლოდინი მაქვს მამუკასგან და ბადრისგან"
- ნიკა გვარამია: "მოსამართლეებმა მასობრივად დაიწყეს პოლიტიკური დაკვეთების გაპროტესტება"
-
"ორშაბათიდან ჩვეული მენიუ დაუბრუნდება ბაღებს" — კახა აბულაძე ბაღების მენიუდან რძის პროდუქტების ამოღებაზე "ორშაბათიდან ჩვეული მენიუ დაუბრუნდება ბაღებს" — კახა აბულაძე ბაღების მენიუდან რძის პროდუქტების ამოღებაზე
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ტექ ოლიმპიადების ჰაბში მოსწავლეებისთვის სასერტიფიკატო კურსებზე მიღება დაიწყო თიბისის მხარდაჭერით ტექ ოლიმპიადების ჰაბში მოსწავლეებისთვის სასერტიფიკატო კურსებზე მიღება დაიწყო
-
მერის მოადგილე აცხადებს, რომ ნოროვირუსი ბაღებში "გარედანაა შესული" მერის მოადგილე აცხადებს, რომ ნოროვირუსი ბაღებში "გარედანაა შესული"
გადახედვა
-
"განვიხილეთ საქართველოსა და გაეროს თანამშრომლობა" — ირაკლი კობახიძე ანტონიო გუტიერეშს შეხვდა "განვიხილეთ საქართველოსა და გაეროს თანამშრომლობა" — ირაკლი კობახიძე ანტონიო გუტიერეშს შეხვდა
გადახედვა
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
კომენტარები