როგორია შენი სიყვარულის ტექნიკა?
ფოტო: ალტა
"365 წერილი მოგწერე. წლის ყოველ დღეს წერილს გიგზავნიდი", — ეუბნება ფილმში დღიური რაიან გოსლინგის პერსონაჟი თავის ცოლს. ნაკლებად რომ მყვარებოდი, შენთან ამაზე დალაპარაკებას უფრო ადვილად შევძლებდიო, უცხადებს ჯეინ ოსტინის ემაში მთავარ პერსონაჟს მისტერ ნაითლი. "ყველა მაგიდასთან ადგილს შეგინახავ", — ამბობს ტეილორ სვიფტი სიმღერაში Lover.
სიყვარულს, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ინსტრუქცია არ მოჰყვება, ასე რომ, მისი გამოხატვის იმდენი ტექნიკა არსებობს, რამდენ ადამიანსაც დედამიწაზე ფეხი დაუდგამს. თუმცა, ყველა ტექნიკას აერთიანებს ის გამორჩეული დაკვირვებულობა, გულისყური და ემოცია, რომლითაც შეყვარებულმა ადამიანმა იგი შეარჩია.
ცხადია, საჩუქრის ჩუქება სიყვარულის გამოხატვის ერთადერთი და შეუცვლელი ტექნიკა არაა, მაგრამ ერთ-ერთი და მნიშვნელოვანი კი ნამდვილად გახლავს — მით უფრო, როცა 14 თებერვალი, სიყვარულის დღე, ახლოვდება...
მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ საჩუქრის ზუსტად შერჩევა ნამდვილი ხელოვნებაა და ამ ხელოვნების დიდოსტატი ხარ, თუ ზედმიწევნით კარგად იცნობ იმ ერთს, განსაკუთრებულს. ზედმიწევნით იცი, რა უყვარს, რა უხარია, რა სჭირდება (თუნდაც ამ საჭიროებას ჯერ თავადაც ვერ ხვდებოდეს). მერე ამ ყველა კომპონენტს ქვაბში ჩაუძახებ, მოურევ და სიყვარულის ელექსირიც მზადაა — საჩუქარი, რომელიც ადრესატს დანახვისთანავე ეტყვის, რომ ყველგან ამჩნევ, ყოველთვის უსმენ და ყველაფერს იმახსოვრებ. ასეთი საჩუქარი, როგორც იტყვიან, ღვინოსავით ძველდება, რადგან მასთან დაკავშირებული გრძნობა წლიდან წლამდე მძაფრდება, მოგონებები კი გროვდება და გროვდება...
ჰო, მართლა, მოგონებების დასაგროვებლად ფოტოაპარატზე უკეთესს რას იპოვი?! წყალნი წავლენ და წამოვლენ, ფოტონი დარჩებიანო, უთქვამთ ძველად. ან, როგორც ედ შირანი იტყოდა, ასე შეგიძლია შენი სიყვარული მუდამ თან ატარო და "სანამ თქვენი თვალები ისევ შეხვდება ერთმანეთს", ფოტოს უყურო გულაჩუყებულმა.
სიყვარულის ტექნიკიდან ნამდვილ ტექნიკამდეც მივსულვართ ამასობაში და ახალ სმარტფონზე რას იტყოდი? თუ ატყობ, რომ დიდი ხანია, დავუშვათ, კონტენტ კრეატორობა უნდა, ამაზე გამოსადეგს ვერაფერს შეურჩევ. ან შეიძლება არც უნდოდეს, მაგრამ სჭირდებოდეს — პიროვნული ან პროფესიული ზრდისთვის. აკი გითხარი, საჭიროებას ჯერ თვითონაც შეიძლება ვერ იაზრებდეს-მეთქი. თუმცა, საყვარელი ადამიანის დაკვირვებული მზერა იმისთვისაც არსებობს, რომ ნაპერწკლები შენი თვალების მიღმაც შეამჩნიოს და შთაგაგონოს, ცეცხლი ააგიზგიზო.
გიზგიზი კი ზოგჯერ მხოლოდ გულში როდი კმარა. ნუ იფიქრებ, რომ მსხვილი ან თუნდაც წვრილი საყოფაცხოვრებო ტექნიკა ბანალური ან არარომანტიკული საჩუქარია. ხანდახან საჩუქარში ჩანს ის მხარდაჭერა თუ მზრუნველობა, რომელიც იმ მომენტში ძალიან გჭირდებოდა. და კვლავაც — ყურადღებიანი თვალი და ყური ამას ყოველთვის ამჩნევს. საჩუქრის შერჩევა ხომ შემჩნევის ხელოვნებაცაა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ყველა საჩუქრის უკან სიყვარულის ტექნიკა იმალება.
და როცა ამ ტექნიკას იყენებ, საჩუქრის მოძებნა სულაც აღარაა რთული და დამღლელი. პირიქით, შერჩევის პროცესი განსაკუთრებულად სასიამოვნო ხდება, როცა წარმოიდგენ მის სახეს, რომელზეც აღტაცება, გაკვირვება და სიხარული ისეთი სისწრაფით ენაცვლება ერთიმეორეს, შენი გამალებული გულისცემის რიტმიც კი ვერ აჰყვება...
ხოლო როცა სიყვარულის შენებურ ტექნიკას აღმოაჩენ, შეგიძლია ალტას გაუარო მაღაზიებში ან პირდაპირ საიტიდან შეუკვეთო საჩუქარი საყვარელი ადამიანისთვის. სიყვარულის კვირეულთან დაკავშირებით, ალტაში, ტრადიციულად, განსაკუთრებული შეთავაზებები და დიდი ფასდაკლებები გელოდება.
-
"ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" — რა კავშირი აქვს Kordz-ს "ოლე ოლასთან"? "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" — რა კავშირი აქვს Kordz-ს "ოლე ოლასთან"?
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
კომენტარები